მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7094.6
-0.0098
flag
AZN 1.5767
-0.0008
flag
CNY 38.805
-0.0058
flag
EUR 3.1782
-0.0071
flag
GBP 3.6508
-0.0076
flag
KZT 54.1
-0.001
flag
TRY 0.0613
-0.0001
flag
USD 2.6807
-0.0012

მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით

news image

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში ბანკი ყოველწლიურად  სტიპენდიატებს ავლენს და მათ აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.  

ვის შეუძლია Fulbright-ის პროგრამაში მონაწილეობის მიღება

Fulbright-ის პროგრამაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ იმ მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც დასრულებული აქვს საბაკალავრო საფეხური ან იმყოფება მეოთხე კურსზე და მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება აშშ-ში სურს.

რა უნდა გაითვალისწინოთ აპლიკაციის შევსების პროცესში?

აპლიკაციის შევსების პროცესში აპლიკანტს მოეთხოვება, სრულყოფილი პასუხი გასცეს ყველა კითხვას, ისაუბროს აშშ-ში სწავლის მოტივაციის, დეტალური სასწავლო გეგმისა და მოლოდინების შესახებ. ამასთან, მთავარი კომპონენტი ეხება იმას, თუ როგორ გამოიყენებს აპლიკანტი აშშ-ში მიღებულ ცოდნას საქართველოში. შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი კი რეკომენდაციებია - მნიშვნელოვანია, აპლიკანტმა სწორად შეარჩიოს რეკომენდატორი. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა: სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები და სხვა, აპლიკანტისგან  აკადემიური ნაშრომის ნიმუშის ინგლისურ ენაზე ატვირთვას ითვალისწინებს. ეს შეიძლება იყოს სადიპლომო ნაშრომი ან კონფერენციისთვის დაწერილი ნამუშევარი, რისი ატვირთვის მიზანიც აპლიკანტის აკადემიური წერის უნარების შეფასებაა. თუ ნაშრომი აპლიკანტს ქართულ ენაზე აქვს შესრულებული, მაშინ მან ინგლისურად თარგმნილი  ნაშრომის რამდენიმე გვერდი  უნდა ატვირთოს.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უნივერსიტეტის შერჩევისას?

როგორც Fulbright-ის პროგრამის კოორდინატორი, თეა კუჭუხიძე აღნიშნავს, აპლიკანტებმა უნივერსიტეტები უნდა მოიძიონ იმ სფეროს მიხედვით, რომლის შესწავლაც სურს და უნდა დააკვირდნენ, ამ მიმართულებით რომელი უნივერსიტეტია ძლიერი. ასევე, მონაწილეებმა უნდა დაასაბუთონ, რატომ შეარჩიეს ეს კონკრეტული უნივერსიტეტი, რა არის იქ ისეთი სპეციფიკური, რაც მათ სამომავლოდ გამორჩეული გამოცდილების მიღებაში დაეხმარებათ.

აპლიკანტების მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები

Fulbright-ის აპლიკაციის შევსებისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები მართლწერასა და გრამატიკას უკავშირდება, ამიტომ პროგრამის კოორდინატორი აპლიკანტებს ურჩევს, საბუთების გაგზავნამდე ყველაფერი ყურადღებით გადაიკითხონ და დარწმუნდნენ, რომ არსად არის მცირე ხარვეზიც კი, რომლის გამოც შესაძლოა აპლიკაცია დაიწუნონ.

რა ხდება აპლიკაციის ეტაპის გადალახვის შემდეგ

აპლიკაციის ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ სტუდენტებს უტარდებათ გასაუბრება, რის შემდეგაც შერჩეულმა აპლიკანტებმა ოქტომბერში უნდა ჩააბარონ TOEFL-ის, GRE-ისა ან/და GMAT-ის გამოცდები.

  • TOEFL-ის ტესტს აბარებს ფინალურ ეტაპზე გადასული ყველა მონაწილე იმის მიუხედავად, აქამდე უსწავლიათ თუ არა ინგლისურენოვან ქვეყანაში;
  • აპლიკანტებს, რომლებიც სამართლის მიმართულებით აგრძელებენ სწავლას, მათ მხოლოდ TOEFL-ის ჩაბარება მოუწევთ;
  • აპლიკანტები, რომლებიც ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით აგრძელებენ სწავლას, ისინი TOEFL-თან ერთად GMAT-აც აბარებენ;
  • ყველა დანარჩენი აპლიკანტი კი TOEFL-სა და GRE-ს აბარებს.

Fulbright-ის პროგრამის კოორდინატორი გვირჩევს, რომ აღნიშნული ტესტებისთვის მომზადება აპლიკანტებმა მალე დაიწყონ. მისი თქმით, ტესტებში წინასწარ ვარჯიშია საჭირო, რათა გამოცდაზე მისულმა აპლიკანტმა უკვე იცოდეს, თუ რა დავალებების შესრულება მოეთხოვება, განსაკუთრებული ყურადღება კი მათემატიკურ ნაწილს უნდა მიაქციონ.

საქართველოს ბანკის და Fulbright-ის თანამშრომლობა

Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამა 1946 წელს შეიქმნა. ის აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გლობალური სტუდენტური პროგრამაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ სტუდენტებს ყოველწლიურად აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ში მათთვის სასურველ მიმართულებასა და უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე ისწავლონ.

ნიჭიერი ახალგაზრდების გამოსავლენად და მათთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაში 2014 წლიდან ჩაერთო. უკვე 11 წელია, პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკი საკუთარ სტიპენდიატებს ასახელებს და მათ 2-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე, სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.

საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება ფულბრაიტში მონაწილე ყველა იმ წარმატებულ სტუდენტს შეუძლია, რომელიც დაინტერესებულია აშშ-ში სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ან სხვა მიმართულებით განაგრძოს.

2026-2027 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციის შევსება საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალზე უკვე შესაძლებელია. Fulbright-ის პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელ მოთხოვნებს გაეცანით ვებგვერდზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image კოკა-კოლას „წლის რეგიონი“ - დაჯილდოება თანამშრომლებისა და პარტნიორების წახალისებისთვის

13.02.2026.21:56

თანამშრომლებზე ზრუნვის, წახალისებისა და მოტივაციის ზრდის მიზნით, კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ტრადიციად აქცია. 13 თებერვალს, ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასმა“ დაჯილდოების ცერემონიას „წლის რეგიონი“ უმასპინძლა, სადაც კომპანიამ რეგიონებში მოქმედი პარტნიორები დააჯილდოვა.

„წლის რეგიონი“- ეს არის კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მიერ რეგიონებში მომუშავე პარტნიორებისთვის შექმნილი დაჯილდოება, რომლის მთავარი მიზანი თანამშრომლების წახალისება და დასახული გეგმების გუნდურად შესრულების ხელშეწყობაა. ეს ჯილდო მადლიერების ჟესტია იმ პარტნიორების მიმართ, რომელთაც კომპანიის წარმატებაში ყოველდღიური წვლილი შეაქვთ.

„ეს არის კოკა-კოლას პარტნიორების დაფასება, რაც აუცილებელია მოტივაციისთვის. მოტივაციისა და პატივისცემისთვის ეს დაჯილდოება არის ჩვენი სიმდიდრე. ეს არ არის მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის, ეს ჩვენი - კოკა-კოლას - დიდი ოჯახის შეკრების პრეზენტაცია, სადაც ვაჩვენებთ რამდენად პატივს ვცემთ დიდ ბიზნესსა და ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ვემსახურებით. ამით ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას ქვეყანასთან, ოჯახებთან, ბიზნესთან; რაც მთავარია ჩვენ ერთმანეთს ყოველ წელს ვუმტკიცებთ, რამდენად გავიზარდეთ ჩვენ თვითონ. ცოტა სხვანაირად რომ ავხსნა - ეს კონკურსია ცოდნის, დისციპლინის, ნდობისა და ერთობლიობის. ეს მრავალფეროვანი შეფასებაა. გვეამაყება რომ ჩვენი როლი სახელმწიფოს ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. ათასობით ადამიანი და ოჯახი მონაწილეობს ამ პროცესში“, - განაცხადა კომპანია "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ჭყონიამ.

თანამშრომლების დაფასება და მათი პროფესიული ზრდის მხარდაჭერა კი “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” კორპორატიული კულტურის განუყოფელი ნაწილია. კომპანიას რეგიონებში პარტნიორებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, მსგავსი ინიციატივა კი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ მხარდაჭერას, რომელსაც კომპანია თითოეულ დასაქმებულს სთავაზობს. დაჯილდოება “წლის რეგიონი” იმ უწყვეტი პროცესის ნაწილია, რომელსაც თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაში ინვესტირება ჰქვია. კომპანიის მიზანია შექმნას გარემო, სადაც თითოეული თანამშრომელი და პარტნიორი, საკუთარი შრომის შედეგსა და დაფასებას ხედავს.

განვითარებაზე, ზრდასა და პროგრესზე ორიენტირებული კრიტერიუმების მიხედვით, საუკეთესო შედეგების მქონე რეგიონები, კომპანია “კოკა-კოლამ” 6 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა და გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცა.

კოკა-კოლას პარტნიორები რეგიონებიდან შემდეგ ნომინაციებში დაჯილდოვდნენ:

  • საუკეთესო მარკეტინგული კამპანიების ორგანიზატორი 
  • საუკეთესო RGM პარტნიორი  (RGM – Revenue Growth Management – შემოსავლის ზრდის მენეჯმენტი)
  • ბიზნესის განვითარების ლიდერი
  • წლის საუკეთესო რეგიონალური სუპერვაიზერი
  • წლის საუკეთესო რეგიონალური პრისეილერი
  • წლის საუკეთესო რეგიონალური პარტნიორი

გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები - კოკა-კოლას ოქროს ბოთლი, კოკა-კოლას ბრენდირებული საჩუქრების ყუთი, საერთაშორისო სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო გადაეცათ. რეგიონების შეფასება კი ისეთ რამდენიმე მნიშვნელოვან კრიტერიუმს ეფუძნებოდა, როგორიცაა გასულ წელთან შედარებით მიღწეულ შედეგები, გეგმის შესრულების ხარისხი, კონტრიბუცია, RGM - შემოსავლის ზრდის მენეჯმენტი და მარკეტინგული აქტივობები.

კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასგან” თანამშრომლების წახალისება უკვე ტრადიციაა, რაც მათი შრომისა და მიღწევის დაფასებას ემსახურება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა