მოემზადეთ Black Friday-ისთვის - შექმენით თქვენი ბიზნესის შეთავაზება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის ახალი ინიციატივების გაზიარებას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური შოპინგის დღისთვის - Black Friday-ისთვის სპეციალური შეთავაზებები შექმნან და საკუთარ მომხმარებლებს შესთავაზონ.
23 ნოემბრამდე საქართველოს ბანკის პლატფორმა Ads მენეჯერზე შესაძლებელია 10X და 50X PLUS ქულების დაგროვების შეთავაზების შექმნა, რომელიც სრულად დაფინანსდება საქართველოს ბანკისგან.
შექმნილი შეთავაზების შესახებ ინფორმაცია კი საქართველოს ბანკის იმ არხებში გავრცელდება, რომელთაც 1 700 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს. ესენია - საქართველოს ბანკის მობილბანკი, sCoolApp, Offers.bog.ge და სხვა.
ინფორმაციისთვის, დაფინანსებული შეთავაზებების შექმნას შეძლებთ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ბიზნესი ფლობს საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდებს და ბოლო 3 თვის საშუალო თვიური ბრუნვა არ აღემატება 1 მილიონ ლარს.
10-ჯერ მეტი PLUS ქულის დაგროვების შეთავაზების ვადა განისაზღვრება 27 ნოემბრამდე, ხოლო 50-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზება აქიური იქნება 28 ნოემბერს. თითოეული მომხმარებელი შეთავაზებების ფარგლებში შეძლებს დააგროვოს მაქსიმუმ 10 000 PLUS ქულა.
Ads მენეჯერზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და შეთავაზების შექმნისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
სხვა სიახლეები
უმოქმედო სესხების წილი სოფლის მეურნეობის სექტორში სტაბილურობით ხასიათდება - სებ
03.11.2025.11:00
საქართველოს ეროვნული ბანკის სოფლის მეურნეობის სექტორის კვლევას აქვეყნებს, რომელიც ბანკის მცირე და საშუალო საკრედიტო რისკების განყოფილების მიერ არის მომზადებული.
კვლევის თანახმად, სოფლის მეურნეობის სექტორის გამოშვება სტაბილურად მზარდია, თუმცა მცირდება სექტორის წილი მშპ-ში, რაც ეკონომიკის დივერსიფიკაციის შედეგია.
ასევე ირკვევა, რომ ბოლო წლებში სოფლის მეურნეობის სექტორი სტაბილურად იზრდება როგორც მემცენარეობის, მრავალწლიანი ნარგავებისა და მესაქონლეობის პროდუქციის წარმოების მხრივ, ხოლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება, რაც მიანიშნებს მეურნეობების გამსხვილებას საოჯახო ტიპის მეურნეობებიდან ფერმერული ტიპის მეურნეობებისკენ.
სოფლის მეურნეობის სექტორის დაკრედიტება ხასიათდება სტაბილური ზრდის დინამიკით, დაბალი ვალუტიზაციით და დაბალი კონცენტრაციით, სხვა ბიზნეს სექტორებთან შედარებით.
„მსესხებელთა ანალიზისას გამოვლინდა, რომ საბანკო ვალდებულებების უდიდესი ნაწილი მოდის მიკრო სეგმენტში ოპერირებად ფერმერულ და საოჯახო მეურნეობებზე“, აღნიშნულის სოფლის მეურნეობის სექტორი კვლევაში, რომლის ავტორიც საქართველოს ეროვნული ბანკია.
სოფლის მეურნეობის ქვე-სექტორებს შორის მრავალწლიანი ნარგავები გამოირჩევიან შედარებით მაღალი მომგებიანობით.
საგულისხმოა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორის გადამხდელუნარიანობის ანალიზი ხაზს უსვამს სექტორის მდგრადობას და მიუთითებს ზრდის შესაძლებლობებზე.