მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.3
-0.0023
flag
AZN 1.5876
-0.0002
flag
CNY 38.215
0.0001
flag
EUR 3.1398
-0.0033
flag
GBP 3.5933
-0.0058
flag
KZT 52.16
-0.0022
flag
TRY 0.0634
0
flag
USD 2.6995
-0.0001

„მოემზადე ზამთრისთვის“ - შეცვალე აკუმულატორი „თეგეტა მოტორსში“

news image

როცა ჰაერის ტემპერატურა იკლებს, ავტომობილზე ზრუნვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ცივ ამინდში აკუმულატორის დატვირთვა საგრძნობლად იზრდება, ამიტომ ზამთრის დადგომამდე მისი შემოწმება მნიშვნელოვანია. უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის აუცილებელია, ზამთარს სრულად გამართული ავტომობილით შეხვდეთ.

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლის უსაფრთხოებაზე ზრუნავს და მათ ავტომობილის ფლობის გამარტივების მიზნით, 22 ნოემბრის ჩათვლით აკუმულატორებზე 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებელია თანხის განაწილებით სარგებლობა.

ვახტანგ ღულაძე, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მთავარი ოფიცერი: „თეგეტა მოტორსის“ მიზანია, მომხმარებლის უსაფრთხოებასა და კომფორტზე იზრუნოს. პრევენცია ყოველთვის უფრო ეფექტურია, ვიდრე გადაუდებელი შეკეთება. აკუმულატორი ავტომობილის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც დიდ როლს ასრულებს ელექტრონული სისტემების მუშაობაში. ის ავტომობილში ენერგიის პირველი წყაროა და აწვდის ყველა მოწყობილობას, რომელიც ელექტროენერგიას მოითხოვს. როდესაც ტემპერატურა მკვეთრად იკლებს, ძალიან ხშირია აკუმულატორთან დაკავშირებული პრობლემები. დაბალი ტემპერატურის გამო, შესაძლოა, აკუმულატორი მწყობრიდან გამოვიდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი რესურსი უკვე დაბალია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მისი პერიოდული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება, რათა ზამთრის ცივ ამინდში ავტომობილს პრობლემა არ შეექმნას“.

ყველა აკუმულატორს ექსპლუატაციის განსხვავებული ვადა აქვს, თუმცა მათი მუშაობის დიაპაზონი, ხარისხის მიხედვით, 3-იდან 7 წლამდე მერყეობს. რესურსის ამოწურვის შემდეგ ის უბრალოდ წყვეტს მუშაობას. პრობლემების შემთხვევაში აკუმულატორი ნიშნების სახით აუცილებლად მოგვცემს გაფრთხილებებს. აკუმულატორი პასუხისმგებელია ძრავის გაშვების სისტემაზე. აკუმულატორის რესურსის ამოწურვაზე რამდენიმე დეტალი მიგვანიშნებს:  

  • თუ ავტომობილი რამდენიმე მცდელობის შემდეგ იქოქება, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ აკუმულატორი დასუსტებულია და დროა, შეიცვალოს
  • ელექტროსისტემების შეფერხება - განათების ინტენსივობის კლება, ან მულტიმედიასისტემის უცაბედი გათიშვა შესაძლოა მიუთითებდეს, რომ აკუმულატორი ვერ ახერხებს საჭირო რაოდენობით ელექტროენერგიის მიწოდებას
  • თუ ავტომობილის პანელზე აკუმულატორის ინდიკატორი აინთო, ეს ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა შესამოწმებელია

აკუმულატორის სასურველი მოდელის შერჩევაში ავტომფლობელებს „თეგეტა მოტორსის“ მაღალკვალიფიციური პერსონალი ეხმარება. სერვისცენტრებში მოქმედებს „უსასრულო გარანტია“. „თეგეტა მოტორსში“ პრემიუმ და ეკონომკლასის აკუმულატორების ფართო არჩევანია წარმოდგენილი, რომლებიც გამძლეობითა და გარანტიით გამოირჩევა. მათ შორის:

Varta - გერმანული ბრენდი, რომელიც ცნობილია თავისი მაღალი ხარისხით, თანამედროვე სტანდარტებითა და საიმედოობით. ევროპაში წარმოებულ ყოველ მეხუთე ახალ ავტომობილზე სწორედ Varta-ს აკუმულატორია დამონტაჟებული. „თეგეტა მოტორსში“ ამ ბრენდის პროდუქციის დიდი არჩევანია როგორც ელექტრული, ისე ჰიბრიდული და სტარტ-სტოპ სისტემის ავტომობილებისთვის.

Energizer - ამერიკული ბრენდი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიური ინოვაციების გათვალისწინებით იწარმოება და გახანგრძლივებული საექსპლუატაციო პერიოდით გამოირჩევა.

Exide - ამერიკული ბრენდი, გლობალური ლიდერი აკუმულატორების წარმოებაში, რომელიც ცნობილია თავისი ეკომეგობრული პროდუქციით.

გარდა აკუმულატორებზე მიმდინარე ფასდაკლებისა, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში საბურავების შეძენისას მომხმარებელი გაორმაგებულ ქეშბექს მიიღებს. 

„თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ცვლილებები საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შესაძლებლობას აძლევს სებ-ში გახსნან ანგარიში და გახდნენ RTGS სისტემის სრულფასოვანი წევრები - Money Movers-ის დირექტორი

11.12.2025.14:10

ჩემთვის, როგორც საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წარმომადგენლისთვის, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად ახალი ერის დასაწყისია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში Money Movers-ის დირექტორი კახაბერ საკანელაშვილი  „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით წერს. მისი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა  საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შესაძლებლობას მისცემს ფინანსური სექტორის სრულფასოვანი და დამოუკიდებელი წევრები გახდნენ. 

„პარლამენტმა სამი მოსმენით დაამტკიცა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების პაკეტი.
ჩემთვის, როგორც საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წარმომადგენლისთვის, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად ახალი ერის დასაწყისია – გვეძლევა შესაძლებლობა, ფინანსური სექტორის სრულფასოვანი და დამოუკიდებელი წევრები გავხდეთ და ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ბანკებზე.
ცვლილებები მნიშვნელოვან საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს  შესაძლებლობას აძლევს, ეროვნულ ბანკში გახსნან ანგარიში და გახდნენ RTGS სისტემის სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და პირდაპირი წევრები.
ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სექტორის ინსტიტუციური გაძლიერების, კონკურენციის ზრდისა და ფინანსური სტაბილურობის უფრო მაღალი სტანდარტისკენ“, - წერს კახაბერ საკანელაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა