მოემზადე უსაფრთხო მგზავრობისთვის - „თეგეტა მოტორსი“ გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეულს უერთდება
„უსაფრთხო ქუჩები ქვეითებისა და ველომომხმარებლებისთვის“ - ამ გზავნილის გარშემო მსოფლიოს 193 ქვეყანა წელს უკვე მერვედ ერთიანდება. უსაფრთხოების კვირეული ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. გლობალურ ინიციატივას უკვე ტრადიციულად უერთდება „თეგეტა მოტორსი“, კომპანია, რომელმაც წლებია, უსაფრთხოება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად აქცია. კვირეულის ფარგლებში „თეგეტა მოტორსი“ არაერთ აქტივობას გეგმავს.
საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით კომპანია წლებია, აქტიურად მუშაობს და არაერთ პროექტს ახორციელებს. მათ შორის არის კამპანიები: „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“, „აღნიშნე როგორც გინდა, მაგრამ არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში“ და სხვ. თეგეტას მიერ ჯერ კიდევ წლების წინ დაწყებულმა კამპანიამ საქართველოში ზამთრის საბურავების ცნება დაამკვიდრა და მძღოლებისთვის გადაადგილება ბევრად უსაფრთხო გახადა.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „საგზაო უსაფრთხოება ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. რადგან ჩვენი კომპანია თავისი საქმიანობით დაკავშირებულია გზასთან, ავტომობილით გადაადგილებასთან, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ვიზრუნოთ მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე, ვიმუშაოთ მათი ცნობიერების ამაღლებაზე, ხელი შევუწყოთ ავტომობილის გამართვაში. სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობითა თუ კამპანიაში მონაწილეობით, საზოგადოებას მუდმივად მოვუწოდებთ, გაიაზრონ პასუხისმგებლობა, მართონ უსაფრთხოდ და საგზაო მოძრაობის წესების დაცვით იზრუნონ ერთმანეთზე. ცხადია, გაეროს გლობალურ ინიციატივას წელსაც ვუერთდებით და გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ - რამდენად მნიშვნელოვანია ავტომობილის ტექნიკურად გამართვა უსაფრთხო მგზავრობისთვის. განსაკუთრებით კი ახლა, როცა ზაფხული მოდის და სამოგზაუროდ ვემზადებით“.
უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, „თეგეტა მოტორსმა“ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ვიდეო რგოლი შექმნა, რომელიც უსაფრთხო საგზაო მოძრაობის წესებს მოიცავს.
„თეგეტა მოტორსმა“, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიამ, არაერთი სპეციალური შეთავაზებაც მოუმზადა მომხმარებელს, რომლებიც ავტომობილის გამართვას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის. 12 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით მომხმარებელი Bridgestone-ის ბრენდის საბურავების სრულ ასორტიმენტსა და ATE-ს ხუნდებზე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს. განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს საავტომობილო სხვა პროდუქტებზეც მაისის ბოლომდე.
კვირეულის ფარგლებში, „თეგეტა მოტორსისა“ და „ვოლვო ქარს საქართველოს“ მხარდაჭერით, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებითა და საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენლობასთან პარტნიორობით, კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ტრანსპორტის, ეკომობილობისა და საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე საჯარო უწყებების, კერძო თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და საგზაო უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები. ღონისძიების მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს „თეგეტა მოტორსი“.
გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეული (UN Global Road Safety Week) გაეროს მიერ 2007 წლიდან იმართება, რათა ყურადღება გამახვილდეს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ გამოწვევებზე და შემცირდეს საგზაო შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობა. გაეროს გლობალური საგზაო უსაფრთხოების მე-8 კვირეული მიზნად ისახავს, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, ფეხითა და ველოსიპედით მოძრაობის წახალისებას.
---
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
13.05.2025.17:26
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიანი, 45 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ვაჭრობის დაფინანსების ხელშეკრულება გააფორმა. ის Citi-სთან 2011 წელს გაფორმებული დოკუმენტის Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (“CARTA”) ნაწილია. ეს Citi-სა და საქართველოს ბანკს შორის ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული მე-12 წარმატებული ტრანზაქციაა. ხელშეკრულების მიზანია, ბანკმა შექნას საუკეთესო ფინანსური ინსტრუმენტები ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საქართველოში კორპორატიული, მცირე და საშუალო ზომის (SME) სექტორებისთვის.
„მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას Citi-სთან, რაც 45 მილიონი დოლარის სავაჭრო დაფინანსების გარიგებითაც გამოიხატება. ჩვენ თვალს ვადევნებთ ქართული ბიზნესის მზარდ მოთხოვნებს, განსაკუთრებით კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორებში, და ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით მაღალი დონის ფინანსური სერვისები შევქმნათ და ბიზნესებს წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ. ეს ტრანზაქცია ხაზს უსვამს ჩვენი შესაძლებლობების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობას. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ Citi-სთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ერთობლივი ძალებით ვმუშაობთ ბიზნესების ზრდაზე ორიენტირებულ ინიციატივებზე როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე”, — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და კავკასიის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, საქართველოს ბანკთან გვაქვს ჩამოყალიბებული. აღნიშნულ გარიგებას, ერთი მხრივ, წვლილი შეაქვს ჩვენი მომხმარებლების ზრდაში და მხარს უჭერს აქტივობებს ვაჭრობის დაფინანსების კუთხით, მეორე მხრივ კი, ადასტურებს Citi-ის უწყვეტ მხარდაჭერას ქვეყნისა და რეგიონისადმი”, — განაცხადა ემრე უმუტმა, Citi-ის სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების დეპარტამენტის ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში.