მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

news image

11/11 თიბისი განაწილების მორიგი ჯადოსნური დღეა- წყვილი თარიღი, როდესაც შერჩეულ ობიექტებში განსაკუთრებული შეთავაზებები გხვდებათ და განაწილების პროდუქტის სარგებელთან ერთად, დამატებით ქეშბექებს იღებთ. 

წყვილი თარიღის შეთავაზების კატეგორიები მრავალფეროვანია და ყოველ წყვილ თარიღში მომხმარებლების სურვილების გათვალისწინებით იცვლება. ეს ის დღეა, როდესაც თიბისი განაწილების გუნდს განსაკუთრებით სურს მომხმარებლების გახარება.  

11 ნოემბრის შეთავაზება დრესაპის ფიზიკურ მაღაზიებში დაგხვდებათ, სადაც თიბისი განაწილებით გადახდისას, 30% ქეშბექს, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს დაიბრუნებთ, ხოლო ისინი, ვინც განაწილების პროდუქტით პირველად ისარგებლებთ, ჯამში მაქსიმუმ 200 ლარი დაგიბრუნდებათ.  

 

დრესაპის მაღაზიები, სადაც შეთავაზება იმოქმედებს: 

Levi's, Calvin klein, calvin Klein undeewear, Lacoste, GANT, GUESS, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Lee&Wrangler

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მომავალში ვგეგმავთ კოლექციების გაფართოებას და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებას - Ponpon

10.11.2025.16:00

Ponpon  არის ქართული საბავშვო ბრენდი, რომელიც ქმნის და აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ტანსაცმელსა და აქსესუარებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia ბრენდის თანადამფუძნებელს ანუკა მეგრელიშვილს ესაუბრა.


„Ponpon არის ქართული საბავშვო ბრენდი, რომელიც ქმნის და აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ტანსაცმელსა და აქსესუარებს 0-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ კომფორტული, უსაფრთხო და განსხვავებული დიზაინის პროდუქცია “, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ბრენდის ასორტიმენტი მოიცავს როგორც ყოველდღიურ, ისე განსაკუთრებული დღეებისთვის განკუთვნილ ტანისამოსს.

„ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს, როგორც ყოველდღიურ ტანსაცმელს, ისე განსაკუთრებული დღეებისთვის შექმნილ „აუტფიტებს“. Ponpon-ის კოლექციებში შეხვდებით ნაზ ფერებს, ბუნებრივ ქსოვილებსა და თანამედროვე დიზაინს, რომელიც ბავშვურ თავისუფლებასა და ელეგანტურობას აერთიანებს. გარდა ტანსაცმლისა, ვქმნით აქსესუარებსაც - ქუდებს, ჩანთებს და სხვა დეტალებს, რომლებიც მთლიანობაში ქმნიან Ponpon-ის უნიკალურ სტილს “, - აღნიშნავს ანუკა მეგრელიშვილი.

Ponpon-ი თბილი და გულწრფელი ბრენდია ბავშვებისთვის, რასაც სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს.

„Ponpon-ში გვჯერა, რომ ბედნიერი გუნდი ქმნის ბედნიერ ბრენდს. ვაფასებთ შემოქმედებითობას, ინიციატივასა და ერთმანეთის მხარდაჭერას. თითოეულ თანამშრომელს ვაძლევთ საშუალებას საკუთარი იდეებით ჩაერთოს პროცესებში, იქნება ეს დიზაინი, წარმოება თუ კომუნიკაცია. სწორედ ამ ერთიანმა შთაგონებამ შექმნა Ponpon-ი ისეთი, როგორიც დღეს არის - თბილი და გულწრფელი ბრენდი ბავშვებისთვის “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ბრენდი სამომავლოდ კოლექციების გამრავალფეროვნებასა და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებას გეგმავს.

„მომავალში ვგეგმავთ Ponpon-ის კოლექციების გაფართოებას და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებას. ჩვენი მიზანია, ქართულმა ხარისხმა და დიზაინმა ბავშვთა მოდის სფეროში ღირსეულად დაიმკვიდროს ადგილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

სწორედ ამ მიზნის ფარგლებში, Ponpon წელს გეგმავს მონაწილეობას Playtime New York-ის გამოფენაზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბრენდის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდისა და ახალი თანამშრომლობების დამყარებისკენ “, - განმარტავს ანუკა მეგრელიშვილი.

ცნობისთვის, ბრენდი ორი დედის - ლიკუნა რატიანისა და ანუკა მეგრელიშვილის სიყვარულითა და ხედვით დაიბადა. პროდუქციის წარმოებაში მაღალი ხარისხის ორგანული ბამბა გამოიყენება და ყოველ ნივთს გამორჩეული დეტალი და აქსესუარი ემატება, რაც ბავშვებისათვის განკუთვნილ ყოველდღიურ სამოსს უფრო ახალისებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა