მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7074.6
-0.0012
flag
AZN 1.5918
-0.0003
flag
CNY 38.013
0
flag
EUR 3.1321
0.0028
flag
GBP 3.5557
-0.0055
flag
KZT 51.53
-0.0018
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7064
-0.0001

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის - შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

news image

ზამთრის  მოახლოებასთან ერთად ტემპერატურა იკლებს და გზაზე მოცურების რისკი იზრდება. ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზი სწორედ არასათანადოდ აღჭურვილი ავტომობილია. ამიტომ უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელია საბურავების სეზონურადშეცვლა - როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, ზაფხულის საბურავები უნდა ჩანაცვლდეს. ზამთრის საბურავები უკეთეს მოჭიდებას უზრუნველყოფს და თოვლიან და ყინულიან გზებზე სამუხრუჭე მანძილს ამცირებს, რაც მძღოლსა და მგზავრებს პოტენციური საფრთხეებისგან იცავს. 

ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს „თეგეტა მოტორსი“. სწორედ სეზონურ ცვლილებებთან დაკავშირებით კომპანია მომხმარებელს საბურავებზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს: „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში ზამთრის საბურავების შეძენისას, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, 22 ნოემბრის ჩათვლით,გაორმაგებული ქეშბექის აქცია მოქმედებს.

დავით ჩხაიძე, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „თეგეტა მოტორსისთვის“ მომხმარებლის უსაფრთხოება და კომფორტი ყოველთვის პრიორიტეტია. ზამთრის სეზონი განსაკუთრებულ გამოწვევებს ქმნის გზებზე და შესაბამის მომზადებასაც მოითხოვს. სწორად შერჩეული ზამთრის საბურავები არა მხოლოდ რეკომენდაცია, არამედ აუცილებელი პირობაა უსაფრთხოებისთვის და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან გვიცავს.

ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მძღოლებისთვის სეზონური ცვლილებებისთვის მოსამზადებლად დამატებითი მოტივაცია მიგვეცა, რათა საბურავები ხელსაყრელი პირობებით შეცვალონ. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მძღოლებს, დროულად მოემზადონ ცივი სეზონისთვის და შეხვდნენ ზამთარს თავდაჯერებულად - ისე, რომ ყოველი მგზავრობა იყოს უსაფრთხო და საიმედო“.

რა უნდა გაითვალისწინოთ ზამთრის საბურავების შერჩევისას

  • გადაადგილების პირობების შეფასება - განსაზღვრეთ, სად გიწევთ უმეტესად მოძრაობა: ქალაქის მშრალ გზებზე თუ თოვლიან და ყინულიან რელიეფზე. ქალაქის მოდელები განსხვავდება მკაცრი ზამთრისთვის განკუთვნილი საბურავებისგან.
  • მარკირებისა და პარამეტრების შემოწმება - საბურავზე აუცილებელია ფიფქის სიმბოლო (3PMSF), პროტექტორის სიმაღლე არანაკლებ 3 მმ (მსუბუქი ავტომობილისთვის) და დამზადების თარიღი - არა უმეტეს 10 წლის წინ.
  • რეგულარული მოვლა - თვეში ერთხელ შეამოწმეთ წნევა, რათა თავიდან აიცილოთ არათანაბარი ცვეთა და შეინარჩუნოთ საბურავის ოპტიმალური მახასიათებლები.

„თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავების პრემიუმ ბრენდების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. მათ შორის არის Bridgestone-ის Blizzak სერია - ზამთრის საბურავები, რომლებიც გამოირჩევა თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უმაღლესი შესრულებით ყინულსა თუ თოვლზე. გარდა იმისა, რომ ეს მოდელი გამძლე და კომფორტულია, მისი მთავარი უპირატესობაა სპეციალური Multi-Cell რეზინის ნაზავი: მიკროსკოპული ღრუები იწოვს წყალს მოყინული ზედაპირიდან, რაც უზრუნველყოფს მოკლე მანძილზე დამუხრუჭებასა და სტაბილურ მოჭიდებას ნებისმიერი ტიპის რელიეფისა თუ ამინდის პირობებში.

„თეგეტა მოტორსში“ საბურავის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი  „უსასრულო გარანტიით“ ისარგებლებს.

„თეგეტა მოტორსისთვის“, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ კომპანია მომხმარებლის მიერ ფილიალებში მიტანილი მეორადი საბურავების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავებას  უზრუნველყოფს.

„თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში ავტომობილების ახალი პრემიალური ბრენდი LOTUS შემოვიდა

11.11.2025.16:56

საქართველოს ბანკი ქვეყანაში საავტომობილო სექტორის გაძლიერებას და პარტნიორ კომპანიებთან ერთად საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, გეზ მოტორსმა, ქართულ ბაზარზე, ბრიტანული სპორტული პრემიალური ბრენდი LOTUS შემოიყვანა და კახეთის გზატკეცილის #15-ში ახალი შოურუმიც გახსნა. 

პროექტის ჯამური ღირებულება 35 მილიონი ლარია.

საქართველოში LOTUS-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი კომპანია „გეზ მოტორსია“, ეს  კი კომპანიას  აძლევს შესაძლებლობას, საქართველოში LOTUS-ის 3S და 4S სტანდარტის სადილერო ცენტრები განავითაროს. ასევე, ბრენდის გაყიდვების, სერვისისა და მომხმარებელთა გამოცდილება უმაღლესი სტანდარტით განახორციელოს.  

2026 წლიდან „გეზ მოტორსი“ LOTUS-ის ავტომობილების დისტრიბუციას და სადილერო ქსელის განვითარებას ამიერ კავკასიის რეგიონში გეგმავს. უახლოეს ორ წელიწადში კი დაგეგმილია ორი ახალი შოურუმის  - თბილისსა და ბათუმში გახსნა, რაც LOTUS-ის ბრენდს, როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზარზე, კიდევ უფრო გააძლიერებს.

LOTUS-ის ავტომობილები 9 ნოემბრიდან წარმოდგენილი იქნება გეზ მოტორსის ახალ მულტიბრენდულ შოურუმში, რომელიც კახეთის გზატკეცილის #15 მდებარეობს. 

„ქართულ ბაზარზე LOTUS-ის შემოსვლა ჩვენი გუნდის მრავალწლიანი შრომისა და მიზანმიმართული განვითარების შედეგია. მოხარულები ვართ, რომ ავტომოყვარულებისთვის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბრენდმა ნდობა გამოგვიცხადა. ეს არა მხოლოდ დიდი პასუხისმგებლობა, არამედ ქვეყნისა და რეგიონისთვის ახალი შესაძლებლობების ფანჯარაა. საქართველოს ბანკი ჩვენი სანდო და ერთგული პარტნიორია, რომელიც წლების განმავლობაში როგორც ფინანსურ, ასევე სტრატეგიულ მხარდაჭერას გვიწევს. ჩვენთვის ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ ფინანსური რესურსების მოზიდვა, არამედ ნდობისა და სტაბილურობის სიმბოლოა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობისას  როგორიც LOTUS-ია. ჩვენი სამომავლო გეგმა მოიცავს ამიერკავკასიაში სადილერო ქსელის განვითარებასა და ახალი შოურუმების გახსნას თბილისსა და ბათუმში. 2026 წლის პირველ კვარტალში კი, მომხმარებლებს სრულიად ახალ SUV-ს წარვუდგენთ, რომელიც LOTUS-ის ხასიათსა და ინოვაციურ სულს ინარჩუნებს ”, - განაცხადა ლევან მიქაძემ, გეზ მოტორსის კომერციულმა დირექტორმა.

“მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ პროექტს, რომელიც არა მხოლოდ გეზ მოტორსისთვის, არამედ საქართველოს საავტომობილო ბაზრისთვისაც გამორჩეული მნიშვნელობისაა.  ბაზარზე LOTUS-ის ბრენდის შემოსვლა მომხმარებლებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის, აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას, ქართულ საავტომობილო ბაზარს კი რეგიონული მნიშვნელობის ცენტრად წარმოაჩენს.  ჩვენთვის, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, მნიშვნელოვანია ისეთი ბიზნესების მხარდაჭერა, რომლებიც ქმნიან ახალ სტანდარტებს და ავითარებენ ეკონომიკას არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონულ დონეზეც“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ ოსკოპელმა.

 

 

 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა