„მოემზადე“ - სააღდგომო შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
„თეგეტა მოტორსი“ სეზონური კამპანიის „მოემზადეს“ ფარგლებში, მომხმარებელს მორიგ შეთავაზებებს სთავაზობს. მოახლოებულ უქმეებზე ქალაქგარეთ გამსვლელთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება, შესაბამისად, იმატებს გზებზე მობილობა და ავტომობილით გადაადგილებაც მეტად რთულდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წელიწადის ამ დროს, ტემპერატურის ხშირი ცვლილების გამო, მზად უნდა ვიყოთ როგორც მზიანი, ისე წვიმიანი დღეებისთვის. სწორედ ამიტომ, სანამ ქალაქიდან გასვლას გადაწყვეტთ, „თეგეტა მოტორსი“ გირჩევთ, სათანადოდ მოამზადოთ თქვენი ავტომობილი და შეამოწმოთ ყველა დეტალი, რომელიც უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 12-დან 18 აპრილის ჩათვლით, შემდეგი შეთავაზებები მოქმედებს:
საბურავი ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, რომელსაც სეზონური ცვლილება სჭირდება. როდესაც ტემპერატურა +7 გრადუსს სცდება, აუცილებელია, ზამთრის საბურავები ჩავანაცვლოთ ზაფხულის საბურავებით. ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა, ხოლო ზამთრის საბურავის, პირიქით, დაბალ ტემპერატურაზეა გათვლილი. ზამთრის საბურავი ცხელი გზის საფარზე მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას ადვილად ცვდება და მისი მოჭიდება ნაკლებად ეფექტიანია.
აკუმულატორი დაბალი ტემპერატურის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური დეტალია. ზამთარში ძრავის დაქოქვას უფრო დიდი ენერგია სჭირდება და, შესაბამისად, ავტომობილი აკუმულატორის მეტ რესურსს მოიხმარს. სწორედ ამიტომ, როგორც კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, აუცილებლად უნდა შევამოწმოთ აკუმულატორი და საჭიროების შემთხვევაში ვიზრუნოთ მის ჩანაცვლებაზე.
ავტომობილის საცხებ-საპოხი მასალები სეზონურობით არ გამოირჩევა. ძრავის ზეთი ნებისმიერ სეზონზე უნდა შეიცვალოს გარბენის გათვალისწინებითა და მწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით. თუ ზეთი დროულად არ შეიცვლება, შესაძლოა, ძრავის რომელიმე შიდა დეტალი დაზიანდეს ან ცვეთა მოემატოს. ზეთის შემოწმება მნიშვნელოვანია შორ გზაზე მგზავრობის წინ, რათა უზრუნველყოფილი იყოს მგზავრების უსაფრთხო გადაადგილება.
ავტომობილის გამართულად მუშაობისა და უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის აუცილებელია,პერიოდულად შეიცვალოს ზეთის, ძრავის, ჰაერისა და საწვავის ფილტრები. ზეთის ფილტრი, ავტომობილში ზეთთან ერთად იცვლება, რაც შეეხება ძრავის ჰაერის ფილტრს, მისი შეცვლა რეკომენდებულია ზეთის ყოველი მეორე შეცვლისას. ძრავის გამართულად მუშაობისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საწვავის ფილტრი, რომელიც ასევე ზეთის ყოველი მეორე შეცვლისას უნდა შეიცვალოს იმ ავტომობილებში, რომლებსაც ეს ფილტრი ეცვლება. რაც შეეხება სალონის ფილტრს, იმისათვის, რომ ავტომობილით მგზავრობისას არ შეგვაწუხოს გამონაბოლქვის სუნმა და თამამად ჩავრთოთ გათბობა/გაგრილების სისტემა, მნიშვნელოვანია, გვეყენოს სალონის ხარისხიანი ფილტრი.
სალონის ფილტრი უნდა შეიცვალოს სეზონურად, როდესაც მძღოლები აქტიურად იწყებენ გათბობა-გაგრილების სისტემის გამოყენებას. შეცვლა რეკომენდებულია გვიან შემოდგომაზე, ზამთრის წინა პერიოდში და ზაფხულის დადგომამდე.
12-დან 18 აპრილის ჩათვლით, ფილიალების გარდა, განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“ ონლაინ მაღაზიაშიც. ამ პერიოდში 15% -იან ფასდაკლებას მიიღებთ საბურავების, ზეთების, ნაწილებისა და VARTA -ს აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე. ENERGIZER, MONBAT, EXIDE-ისა და FIAMM-ის აკუმულატორებზე კი - 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
09.05.2025.12:20
კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში არის მამოძრავებელი ყველაფრის, თუ კონკურენცია არ არის იქ განვითარება არ იქნება, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკური ფორუმის მე-19 დისკუსიაზე სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძემ სექტორში კონკურენციის შეფასებისას.
„კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში არის მამოძრავებელი ყველაფრის. კონკურენცია თუ არ არის, იქ განვითარება არ იქნება იმიტომ, რომ მონოპოლისტურ სისტემებს ნაკლები განვითარება ახასიათებს. იმიტომ, რომ სტიმული ნაკლებია. ჩვენს შემთხვევაში თუ იმას გულისხმობთ, რომ ჩვენი კომპანია არის საქართველოში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანიის შემადგენლობაში, ამ შემთხვევაში ჩვენ კონკურენცია გვაქვს ჩვენს ინსტიტუციაში შემოვალ კომპანიებთან. ჩვენ თვითონ გაქვს ერთმანეთთან კონკურენცია. იქიდან გამომდინარე უფრო ბიზნეს მოდელს გავყვებოდი, რა არის ინტერესი სადაზღვევო კომპანიების, რომლებიც ბაზარზე ოპერირებენ. თუ თვითმყოფადობა ინტერესია, ანუ თვითმყოფადი და დამოუკიდებელი იყოს ყველა მაშინ ეს საკითხი ნაკლებად მტკივნეულია. რადგანაც თუ არ განვითარდი კონკურენციაში სხვა აუცილებლად დაგჯაბნის. ფიცი-მტკიცი, რომ არ დავიწყო, ძალიან რთულია და თვითმყოფადობის მაძიებელი კომპანია, მათ შორის ჩვენს ჯგუფში, ის ისწრაფვის საკუთარი მყოფადობისკენ და შესაბამისად შესაძლებელია, რომ ჩვენ მოლაპარაკება მათთანაც ხისტი გვქონდეს. იმიტომ, რომ ჩვენ მივიღოთ ის პირობები რაც გვჭირდება. ამიტომ ამ კუთხით ჯერჯერობით საქმე მარტივი არ არის. პირიქით, საკმაოდ რთულია ამის მიღწევა, რადგანაც ყველა იღვწის იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიმკვიდროს.
თუ კი სადმე, რამე კუთხით კონკურენცია იზღუდება ამას თავის რეაგირება აქვს ხოლმე. ჩვენ როცა ვმოქმედებთ ვმოქმედებთ იმ საკანონმდებლო ჩარჩოში რაც გაქვს და შესაბამისად ბაზარს ეტყობა, როგორი კონკურენტულია“, - განაცხადა „არდის“ გენერალურმა დირექტორმა.
მიხეილ ჯაფარიძის თქმით, საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე დაბალ მარჟიანი ინდუსტრიაა.
„ის არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალ მარჟიანი. ამას კი იწვევს კონკურენცია. რომ შევხედოთ სადაზღვევო კომპანია თუ რა რესურსებს ხარჯავს იმისათვის, რომ უამრავი საზედამხედველო ნორმები ჰქონდეს დაკმაყოფილებული და მერე შევხედოთ სადაზღვევო კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს სამწუხაროდ ასე მარტივი არ არის. ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთი დიდი საზრუნავი არის ის, რომ კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის საფასური იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება. ეს დინამიკა იქნება კიდევ უფრო მზარდი და ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება. იმიტომ, რომ სინერგია ჯერჯერობით ვერ ხდება და იმედი მაქვს მოხდება და სამედიცინო სექტორის გაძვირება ძირითადად გაიზრდება ჯიბიდან გადამხდელზე და სადაზღვევო კომპანიაზე. სხვაგან ფასები ძირითადად ფიქსირებულია. აქედან გამომდინარე მთელი ტვირთი გადადის ამ ორი მიმართულებით. ჩვენ ამას განვიცდით, იმიტომ, რომ ფასი იზრდება სადაზღვევო კომპანია ვერ ხეირობს და პირიქით უფრო ზარალდება და გეტყვით რატომ. სადაზღვევო კომპანიის კონტრაქტები არის 12 თვიანი. თქვენ დაეზღვიეთ და როგორც წესი კონტრაქტი ჩაამთავრა სადაზღვევო კომპანიამ იმ ფასით, რომლითაც თქვენ დაგაზღვიათ. სადაზღვევო კომპანიას შუა წელიწადში ყველაფერი ეცვლება. ყველაფერი თავდაყირა უდგება იმის მიხედვით თუ რა ტიპის გამოწვევაა. შესაბამისად ბოლოში რომ მიდის და კონტრაქტის განახლებაზე იქ უკვე სადაზღვევო კომპანია მისდევს არა იმას თუ რა იქნება მომავალ წელს, არამედ რა იყოს წინა წელს. სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე გამჭვირვალე ინდუსტრიაა და მონაცემებს, რომ ჩავხედოთ დაინახავთ, რომ ან მარჟა არ არის, ან ძალიან მინიმალურია. თუ შევხედავთ ნებაყოფლობით დაზღვევას ძალიან მწირი ინდუსტრიაა. ამიტომ კონკურენცია უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში დაცული. ჩვენ გვყავს შესაბამისი ორგანოები და თუ რაიმე ამ მხრივ იქნება პრობლემური რეაგირებაც უნდა ჰქონდეს. ჯერჯერობით ჩვენ გამოწვევა გაქვს კონკურენციის ძალიან დიდი სიჭარბე, რომელიც ამ მარჟას უფრო ქვემოთ წევს“, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.