მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099.9
0.0071
flag
AZN 1.5908
-0.0003
flag
CNY 38.205
0.0026
flag
EUR 3.131
0.0106
flag
GBP 3.561
0.0107
flag
KZT 52.18
-0.0001
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7047
-0.0005

მოემზადე 28 ნოემბრისთვის - შეიძინე უფრო მეტი, ვიდრე სხვა დროს ახალი თიბისი ბარათით

news image

თიბისიმ Black Friday-სთვის ერთგულ მომხმარებლებს წელსაც მათ საჭიროებებზე და სურვილებზე მორგებული შეთავაზება მოუმზადა. 

მხოლოდ 28 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებისა და ერთგული საკრედიტო ბარათების მფლობელები, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე შერჩეული ბრენდის ფიზიკურ მაღაზიებში, არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით ქეშბექით ისარგებლებენ- ლოდინის გარეშე, მომენტალურად დაიბრუნებენ გადახდილი თანხის 30%-ს. ახალი თიბისი ბარათის და ერთგული საკრედიტო ბარათის შემთხვევაში ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს, ხოლო თიბისი კონცეპტის მომხმარებლები- ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით 150 ლარს.

ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პარფიუმერია, თავის მოვლა, აქსესუარები - მნიშვნელობა არ აქვს რას შეიძენთ- ახალი თიბისის ბარათით დაზოგავთ უფრო მეტს, ვიდრე სხვა დროს.  

გაეცანით მაღაზიების ჩამონათვალს და გაამზადეთ სურვილების სია: 

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

Mango, Mango kids, AW LAB, Factory, Adidas, Nike, Jeans Gallery, Skechers, Baldinini, Studio by Shoes Gallery, Laboratory Shoes Gallery, Crocs, Superdry, Scarpiera, Wortmann, Salamander, Bata, Bambino, Replay, Corso Italia, Ecco, GEOX, ICR Outlet, Mavi, Kid's Gallery, Puma , Greyder, Giordano, Jack & Jones, Etam, Hummel, Principe, Ramsey, Matalan, Lee & Wrangler, Levi’s, Atrio, Gant, Lacoste, Guess, Tommy Jeans, Reebok, Tommy Hilfiger, Pier Cardin, Under Armor, Calvin Klein, Calvin Klein Jeans , Calvin Klein Underwear, Samsonite, Triumph, Factory Accessory, Gallery Jeans, Topsport, VERO MODA, Penti, Patrizia Pepe, Mark & Spenser, Aldo, US Polo, Zippy, Charles & Keith, Ipekyol, La vie en Rose, Espacho, Atelier Pirveli, The Diary Concept House, Women’ secret , Cortefiel, Okaidi, Jacadi, Sacoor Brothers, Pedro del Hierro

აქსესუარები

Toreli, Parfois, Carpisa, Sunglass Hut, Glasses Gallery, Opticon, Giggles, Giggles Concept, MessyWeekend

ტექნიკა 

Dyson, Beko, iPlus 

სახლი 

English home, French House, Latt Liv, Manamo Home 

თავის მოვლა 

Lutecia, Voulez-Vous, ICI Paris, Kiko Milano, Flormar, Aden Cosmetics, Atelier Rebul, Artinscent

სათამაშოები

Piccola, Bugu, Familyso, Kiwo Toys

ონლაინ

28 ნოემბრის  შეთავაზება ონლაინ  მხოლოდ Dressup.ge-ზე და Iconic.ge-ზე იმოქმედებს. 

შეთავაზების დამატებითი პირობები იხილეთ ბმულზე.

სასურველი ნივთების სიიდან გამომდინარე, თუ მიხვდებით, რომ ქეშბექის დაბრუნების მიუხედავად, თანხა ყველაფერზე არ გეყოფათ, რამდენიმე წუთში, დაიმტკიცეთ ერთგული საკრედიტო ბარათის ლიმიტი მობაილბანკიდან. 

იმ შემთხვევაში კი, თუ ახალი თიბისი ბარათები არ გაქვთ, დრო ჯერ კიდევ არის- სულ რაღაც 30 წამში, აღეთ ონლაინ, მობაილბანკიდან.

 

 

 

 

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი ბიზნესდაჯილდოების „საუკეთესო ფრილანსერის“ ნომინაციის ფინალისტი- გიგა მეტრეველი

27.11.2025.11:23

დღეს, როდესაც კომპანიები ცდილობენ არ შეიზღუდონ გეოგრაფიით და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იპოვონ მათთვის იდეალური გუნდი, რეკრუტირების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, ე.წ. growth კონსალტინგი კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა.

პანდემიის დასაწყისში არსებულმა ბაზრის მოცემულობამ პროფესიით საერთაშორისო სამართლის მცოდნე, გიგა მეტრეველს ფრილანსერობა საბოლოოდ გადააწყვეტინა. თუმცა, იმ მომენტისთვის ევროპული და ამერიკული სტარტაპების ეკოსისტემაში მუშაობის დიდი გამოცდილება უკვე ჰქონდა.

„მთავარი პირობა, რამაც ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა, მოქნილობა იყო. არ მსურდა, კონკრეტულ პროდუქტზე ვყოფილიყავი მიბმული და 10-15 წელი ერთ ადგილას გავჩერებულიყავი. ფრილანსერობა კი იმის საშუალებას გაძლევს, შეხება გქონდეს სხვადასხვა ბიზნესმოდელთან, პროდუქტთან და სტრატეგიასთან, იმუშაო სხვადასხვა ინვესტორთან, დამფუძნებლებთან და რეალური გავლენა მოახდინო ბიზნესის მიმართულებაზე“, - გვიხსნის გიგა, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში, 30-ზე მეტ სტარტაპს დაეხმარა გაზრდა - განვითარებაში.

პირველი, რასაც ახალ სტარტაპთან მუშაობისას არკვევს, ის პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც კომპანია ცდილობს. ასევე, უმნიშვნელოვანესია დამფუძნებლები და გუნდი, რომლებიც სტარტაპს წარმოადგენენ

„დამფუძნებელს უნდა ჰქონდეს მთავარი უნარი - სწორად განსაზღვროს, რა ეტაპზე როგორი ხალხი მოიყვანოს სტარტაპში და ჩართოს სამუშაო პროცესში. თუ ამას ვერ ახერხებს, საეჭვოა სტარტაპიდან რაიმე გამოვიდეს. დამფუძნებელს, ასევე, უნდა შეეძლოს „არა“-ს თქმა და კომპრომისებზე მარტივად არ მიდიოდეს“,- ამბობს გიგა.

ადამიანს, Uberall, Gorillas, revolut, Trade Republic, Solarisbank, Yilu, Gigs-სთან უმუშავია და მხოლოდ ერთი კომპანიისთვის წელიწადნახევარში 15 000 კადრის რეკრუტირება შეძლო, ნამდვილად დაეჯერება. მისი, როგორც Growth კონსულტანტის მთავარი ამოცანაა, დაეხმაროს სტარტაპებს ორგანიზაციული დიზაინის, ზრდის გეგმის შექმნასა და აღსრულებაში.

მრავალფეროვანი საქმიანი პორტფელის მიუხედავად, გიგა მეტრეველისთვის თიბისი ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა კიდევ ერთი დადებითი გამოცდილება იყო.

„თიბისი სტარტაპ ტექნოლოგიების განვითარებისთვის ბევრ სწორ ნაბიჯს დგამს. ჩემთვის ბიზნესდაჯილდოების კონკურსში მონაწილეობა ერთის მხრივ იყო საინტერესო ხალხთან გადაკვეთის წერტილი, მეორე მხრივ კი - იმ საქმის შესახებ ცნობადობის ამაღლება, რომელსაც ვაკეთებ“, - ამბობს გიგა, რომელსაც „საუკეთესო ფრილანსერის“ ნომინაციის ფინალისტობა და მესამე ადგილი ერგო.

„საერთო ემოციური ინტელექტი დიდ როლს თამაშობს. პარტნიორმა შენიანად უნდა გიგრძნოს. უცხოელ ინვესტორებთან თუ დამსაქმებლებთან პარტნიორობა იმ მომენტიდან მოდის, როდესაც ხარ გლობალური ურთიერთობების ნაწილი. ეს არის თანამშრომლობის მთავარი საფუძველი. ამიტომ, მთავარ რჩევას, რომელსაც ჩემს სტუდენტებს ხშირად ვუმეორებ არის, ის რომ იყვნენ გლობალური ბაზრის ნაწილი - გაეცნონ მეტ ქვეყანას, კულტურას და შეინარჩუნონ ღიაობა - განსაკუთრებით კარიერის პირველ წლებში “.

ეს რჩევა ზუსტად ეხმიანება თიბისი ბიზნესდაჯილდოების წლევანდელ გზავნილს: - წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა