„მოჩიკო“ მომხმარებელს პასკების მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს
პასკას ტრადიციული რეცეპტით ვამზადებთ, რომელიც გამოირჩევა გემოთი, ნაზი, ნოტიო ტექსტურით და არომატული სანელებლების ჰარმონიული შერწყმით , - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს ქუთაისში მდებარე დესერტების მაღაზია Mochiko • მოჩიკო-ს დამფუძნებელმა თაკო კინწურაშვილმა განუცხადა.
„პასკას ტრადიციული რეცეპტით ვამზადებთ, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული არომატით, ნაზი და ნოტიო ტექსტურით, ასევე სანელებლების ჰარმონიული შერწყმით.
„წელს ჩვენი ასორტიმენტი კლასიკური პასკების მიმართულებით მოიცავს 500 გრამიან და 1 კგ-იან პასკებს, რომელთა ღირებულება 15 და 30 ლარია.
ასევე გვაქვს პასკა ფსტის კრემით, რომელიც გასულ წელსაც გვქონდა და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. გარდა ამისა, მომხმარებელს ვთავაზობთ ხაჭოს პასკის სამ სახეობას: ფსტა და კენკრა, სამი შოკოლადი, ასევე შესქელებული რძე და ნიგოზი. თითოეულის ფასი 25 ლარია.
აღსანიშნავია, რომ პასკებს მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით ვამზადებთ. ყველა სახეობა უკვე ადგილზეა და მომხმარებლებს, შეძენასთან ერთად, დეგუსტაციის შესაძლებლობაც აქვთ “, - აცხადებს თაკო კინწურაშვილი.
ინფორმაციისთვის, „მოჩიკოს“ ფილიალი გალაკტიონ ტაბიძის N40 - ში მდებარეობს.
დღის ტოპ 10 სიახლე
დაიხარჯე - შეივსე - პარი სერ ჟენმენის (Paris Saint-Germain) ვარსკვლავები წყალი მთის ახალ კამპანიაში
სხვა სიახლეები
27-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
06.04.2026.17:21
საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის აღმოჩენებისა და შემეცნების სივრცეების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, პარტნიორებთან ერთად, 27-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა - იდეათეკა გორის N3 საჯაროსკოლაში გახსნა.
საქართველოს ბანკის იდეათეკები ქვეყნის მასშტაბით უკვე 11 რეგიონის 27 სკოლაში ფუნქციონირებს და 20 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს.
თანამედროვე იდეათეკები აღჭურვილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, ზოგადი და სასკოლოსაგანმანათლებლო რესურსით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით, სადაც ახალგაზრდებს აქვთშესაძლებლობა, გაეცნონ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლებს, ჩაატარონ მარტივი, სახალისოექსპერიმენტები და თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად აქციონ, რაც დაეხმარება მათ, გადადგანპირველი ნაბიჯები დიდი აღმოჩენებისკენ.
ინფორმაციისთვის, იდეათეკების პროექტი საქართველოს ბანკის ინიციატივით და ქართულიწიგნის ინსტიტუტთან პარტნიორობით, 2019 წლიდან ხორციელდება. ამჯერად, გორის N3 საჯაროსკოლაში თანამედროვე ბიბლიოთეკა კომპანია Bolero & Co-სთან თანამშრომლობით გაიხსნა.
ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლოპროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა დაახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკისბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკისოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარომეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებდეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge