Mobil – ინოვაციის სიმბოლო საუკუნოვანი მემკვიდრეობით
გამძლეობა ექსტრემალურ პირობებში, ძრავის დაცვა და ხანგრძლივი სიცოცხლე - გლობალური საცხებ-საპოხი მასალების წამყვანი ამერიკული ბრენდის Mobil-ის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის.აწარმოებს ზეთებსა და ლუბრიკანტებს საავტომობილო, ინდუსტრიული, საავიაციო და საზღვაო სფეროებისთვის. ის იყო პირველი, ვინც აშშ-ში რეაქტიული ავიაციური საწვავის წარმოება დაიწყო.
ExxonMobil-მა საფუძველი დაუდო უმაღლესი ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების შექმნას. ბრენდი დღეს უკვე ასოცირდება ინოვაციასთან, შესრულების საიმედოობასთან და უკომპრომისო ხარისხთან.
Mobil-ის მთავარი უპირატესობები
Mobil 1 იყო პირველი სინთეზური ზეთი, რომელიც 1974 წელს გამოჩნდა. ის 70-ზე მეტ ავტობრენდშიგამოიყენება, როგორც ძრავის პირველადი ჩასხმის ზეთი. მუშაობს ექსტრემალურ ტემპერატურებზე: -40°C-დან +150°C-მდე.
აღსანიშნავია, რომ Mobil-ის სინთეზური ზეთების გამოცდა თავდაპირველად ისეთ ექსტრემალურ პირობებში მიმდინარეობდა, რომ NASA-მ მათი ფორმულების ნაწილი საკუთარ პროგრამებშიც კი ჩართო — ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ზეთი სტაბილურობას მაღალი წნევის, სიცხისა და სიცივის პირობებშიც კი ინარჩუნებს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ Porsche-ს ყველა ახალი მოდელი ქარხნიდან გამოდის სწორედ Mobil 1-ით შევსებული ძრავით — ეს პარტნიორობა ხაზს უსვამს ხარისხსა და ინჟინრულ სიზუსტეს.
Mobil აქტიურად მონაწილეობს გარემოსდაცვით ინიციატივებში, სასაქონლო შეფუთვის გადამუშავების პროგრამებში. ბრენდის მიზანია, დამდეგი ათწლეულისთვის გახდეს უფრო ნახშირბადნეიტრალური მწარმოებელი.
Mobil-ის ძირითადი პროდუქტები
1. Mobil 1 - პრემიუმ სინთეზური საავტომობილო ზეთი, რომელიც განკუთვნილია მაღალი წარმადობის ძრავების, ტურბო ძრავებისა და ექსტრემალური პირობებისთვის. გამოირჩევა სისუფთავით, საწვავის ეკონომიით და ძრავას იცავს ცვეთისგან. ფართოდ გამოიყენება როგორც სპორტში (F1, NASCAR), ისე - ყოველდღიურ ავტომობილებში.
2. Mobil Super - მაღალი ხარისხის სინთეზური ან ნახევრად სინთეზური ზეთების სერია, ხელმისაწვდომი და საიმედო პროდუქტი ავტომობილების მძღოლებისთვის. იცავს ძრავას ცვეთისგან და უნარჩუნებს სისუფთავეს.
3. Mobil Delvac - განსაკუთრებით რეკომენდებულია მძიმე სატვირთო ავტომობილებისთვის, ავტობუსების, სპეც.ტეკიქნისა და დიზელზე მომუშავე ძრავებისთვის. პოპულარულია ლოგისტიკის, სამშენებლო და აგრარულ სექტორებში. იცავს ძრავას მძიმე დატვირთვისა და შორ გზაზე გადაადგილების პირობებში.
4. Mobil Industrial - ინდუსტრიული ლუბრიკანტები, რომლებიც გამოიყენება ქარხნებსა და საწარმოო სისტემებში. მოიცავს ჰიდრავლიკური, კომპრესორის, ტურბინის ზეთებს, საპოხებს და სხვა. შექმნილია რთულ და ინტენსიურ სამუშაო გარემოში გამოყენებისთვის.
Mobil - სუპერქარების რჩეული ბრენდი
საცხებ-საპოხი მასალების წამყვან ამერიკულ ბრენდს ნდობა უკვე გამოუცხადეს მსოფლიოსცნობილმა ავტომწარმოებლებმა: Porsche, Mercedes-AMG, Honda და Toyota.
Mobil 1 გამოიყენება მოტოსპორტში და არის ოფიციალური ზეთი ავტოსპორტის ისეთი გიგანტებისთვის, როგორებიც არიან: Red Bull Racing (Formula 1), Porsche Motorsport, NASCAR-ის გუნდები, 24 Hours of Le Mans, Moto GP. შეჯიბრებებში მოპოვებული გამოცდილება გამოიყენება სამომხმარებლო ზეთების გაუმჯობესებაში.
საქართველოში ამერიკული ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი „თეგეტა მოტორსია“.ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია mobil-ს ოფიციალურად წარადგენს სომხეთსა და უზბეკეთში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
02.07.2025.18:45
ტექნოლოგიური სცენა, რომელიც გლობალურ ტრენდებსა და ადგილობრივ ინოვაციებს აერთიანებს — სწორედ ასე შეიძლება მოკლედ შევაფასოთ Change Inspire, ტექ. კონფერენცია, რომელიც ნიშური შეხვედრიდან საქართველოსა და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ მოვლენად იქცა. წელს ღონისძიების Game Changer პარტნიორი საქართველოს ბანკია — ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც AI ინოვაციების მხარდამჭერია და მას ბიზნესის ტრანსფორმაციისთვისაც აქტიურად იყენებს.
Change Inspire კი უკვე მეექვსედ იმართება და კიდევ ერთხელ გვპირდება, რომ იქნება ადგილი, სადაც ინოვატორები შეხვდებიან ერთმანეთს,გაცვლიან გამოცდილებას და ერთად უპასუხებენ შეკითხვას — როგორი უნდა იყოს ტექნოლოგიური პროგრესი რეალურ სამყაროში.
2025 წლის კონფერენციის მთავარი თემა — „AI ჩემპიონთა ლიგა“ — ყურადღებას ამჯერად სრულად ხელოვნურ ინტელექტზე ამახვილებს. სცენაზე კი ერთმანეთს გლობალური და ადგილობრივი კომპანიების ლიდერები შეხვდებიან.
და მაინც, რა დაგხვდებათ Change Inspire-ზე? ამას ამ ბლოგით გაიგებთ.
რა არის Change Inspire?
Change Inspire — საქართველოს ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენციაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება და ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის გადაკვეთის წერტილებზე კონცენტრირდება. ღონისძიება HT Solutions-ის ორგანიზებით ტარდება და წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება. წელს კონფერენციაზე 40-ზე მეტ სპიკერსა და 600-ზე მონაწილეს ელოდებიან.
საქართველოს ბანკის რვა სპიკერი სცენაზე
საქართველოს ბანკი წელს რვა გამომსვლელით წარსდგება, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას ფართო აუდიტორიას გაუზიარებენ და მიმოიხილავენ, როგორ ეხმარება AI ბიზნესის ზრდას, ეფექტიანობას თუ ციფრულ ტრანსფორმაციას.
საქართველოს ბანკის სპიკერები იქნებიან
• ვაჟა მანტუა – Where BoG Tech Strategy Meets AI
• მიხეილ ნადარეიშვილი – Disrupting Ourselves through AI: the Case of Bank of Georgia
• ედგარ ბრუტიანი – Human-Led, AI-Powered: Inside Our Generative AI Integration Journey
• თამარ გრიგალაშვილი, ნიკა ჭონიშვილი & ალექსანდრ ბერნადსკი (AWS) – Elevating Customer Support Productivity with GenAI
• ალექსანდრე ხორბალაძე – AI Code Reviewer
• ნინო სასანია – The Power of Data Literacy
• გიორგი მერკვილაძე – Enterprise Data Repository
სამი სცენა
კონფერენცია რამდენიმე სცენას აერთიანებს— თითოეული სხვადასხვა სიღრმესა და ინტერესს ეხმიანება:
Champions Stage - ბიზნესის ლიდერების სცენაა, სადაც AI-ს მეშვეობით ინდუსტრიების გარდაქმნის ინოვაციური სტრატეგიები და ხედვები იქნება განხილული.
Tech Deep Dive Stage ტექ. პროფესიონალებისთვისაა — ამ სცენაზე ისაუბრებენ საუკეთესო საინჟინრო მიდგომებზე, AI-ს რეალურ გამოყენებასა და IT პროფესიონალებისთვის საინტერესო ქეისებზე.
Workshop Stage კი ინტერაქტიური და პრაქტიკული სივრცეა, სადაც მონაწილეები უშუალოდ გაეცნობიან AI ხელსაწყოებს, ჩარჩოებს და მათი დანერგვის სტრატეგიებს.
რატომ უნდა დაესწრო?
• ნახავ, როგორ იყენებენ AI-ს წამყვანი კომპანიები პრაქტიკაში;
• გაიცნობ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან ტექნოლოგიურ მომავალს;
• მოისმენ რეალურ ქეისებს საქართველოს ბანკის კულტურიდან;
• მიიღებ შთაგონებას და კონკრეტულ რჩევებს შენი კომპანიის ან იდეის განვითარებისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს: https://changeinspire.ge/