მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.5
0.0007
flag
AZN 1.5865
-0.0002
flag
CNY 38.45
0.0068
flag
EUR 3.1803
-0.0022
flag
GBP 3.6445
0.0015
flag
KZT 52.58
-0.0029
flag
TRY 0.0629
-0.0001
flag
USD 2.697
-0.0005

მოაწყვე სახლი ისე, როგორც ჩაიფიქრე

news image

ჩაიფიქრე და იმოქმედე

საახალწლო სეზონი ყოველთვის ახალი სურვილების, გეგმებისა და ჩანაფიქრების დროა. ეს ის პერიოდია, როცა ადამიანები საკუთარ მომავალს თავიდან აწყობენ — ფიქრობენ სივრცეზე, სადაც იცხოვრებენ, დეტალებზე, რომლებიც მათ ყოველდღიურობას შექმნის და იმ გარემოზე, რომელიც მათი ცხოვრების სტილს ასახავს.

“მეტროპოლი” სწორედ ამ განწყობას ეხმიანება და საახალწლო პერიოდში მომხმარებლებს განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს.

31 დეკემბრამდე, ყველა ადამიანი, ვინც მეტროპოლის პროექტებში უძრავ ქონებას შეიძენს, მიიღებს:

  • ინდივიდუალურ ფასდაკლებას
  • დამატებით, 5000 ლარის ღირებულების პრემიუმ ბრენდების  სასაჩუქრე ვაუჩერს, რომელიც სახლის მოწყობისთვის შეუძლია გამოიყენოს
  • შესაძლებლობას, რომ სასაჩქურე ვაუჩერის თანხა ფასდაკლებას დაამატოს

საახალწლო საჩუქრების ფარგლებში “მეტროპოლი” თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებთან, როგორებიცაა: Villeroy & Boch, Elite, Home Aura და Orion — კომპანიები, რომლებიც ხარისხთან, დიზაინთან და თანამედროვე ცხოვრებასთან ასოცირდება.

ყველა ადამიანს აქვს ჩანაფიქრი, როგორი უნდა იყოს მისი სახლი:
როგორ უნდა გაშალოს სუფრა და მიიღოს სტუმრები , როგორ  ატმოსფეროს შექმნის განათებით,  რომელი ტექნიკა გაუმარტივებს ყოველდღიურობას
და როგორი ავეჯი აქცევს სახლს ნამდვილ, ცოცხალ და სასურველ სივრცედ.

ადამიანს შეუძლია აირჩიოს ის სახლი და საჩუქარი, რომელიც ჩაიფიქრა.

მეტროპოლის პროექტები:

მეტროპოლ ქავთარაძე – დახვეწილი არქიტექტურა, კომფორტული ურბანული ცხოვრება

მეტროპოლ ორთაჭალა – მშვიდი ყოველდღიურობა ქალაქის ცენტრთან ახლოს

მეტროპოლ პარალელი - ცხოვრების ახალი გამოცდილება ბათუმის შუაგულში

გამორჩეული არქიტექტურის საინვესტიციო აპარტამენტები ბათუმში: “მეტროპოლ კუბი” და “მეტროპოლ ოვალი”.


კომპანიის ხედვა

„მეტროპოლი“ არ არის მხოლოდ საცხოვრებელი სივრცეების განმავითარებელი კომპანია. ის არის ბრენდი, რომელიც ადამიანებს ეხმარება, საკუთარი ჩანაფიქრები რეალობად აქციონ. კომპანიაში სჯერათ, რომ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი ჩანაფიქრი საკუთარი სახლის ფლობაა, რადგან სახლი არის ადამიანის უმთავრესი თავშესაფარი და, ამავდროულად, თვითგამოხატვის ადგილი, რომელიც შენი სურვილებისა და მისწრაფებების ენერგიას ატარებს.

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დანიელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ჩართულობასა და პროდუქტიულობაზე დასკვნითი ტრენინგი გაიმართა

25.12.2025.16:15

საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და Danish Industry-ის თანამშრომლობის ფარგლებში, ორგანიზაციული ეფექტიანობის მიმართულებით ჩართულობასა და პროდუქტიულობაზე შემაჯამებელი ტრენინგი ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებს ეფუძნებოდა და თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებისაგან შედგებოდა.  ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პროდუქტიულობის და მართვის სტრატეგიული მნიშვნელობის გააზრება, ჩართულობის მექანიზმების წარმოჩენა და მათი გავლენა ორგანიზაციულ ეფექტიანობაზე, ისევე როგორც მტკიცებულებაზე (მონაცემებზე) დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარების გაძლიერება.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და Danish Industry-ის ერთობლივი პროექტი დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის დასკვნითი ტრენინგი ჩატარდა ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებზე, რომელიც კომპანიებში ორგანიზაციული ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას ემსახურება, რაც ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა სასარგებლო იქნება როგორც ჩვენი წევრი კომპანიებისთვის, ასევე ზოგადად ბიზნეს სექტორისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

Danish Industry-სთან თანამშრომლობით საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შემაჯამებელი ტრენინგები ჩაატარა, რითიც პროექტი დასასრულს მიუახლოვდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა