მოამზადე ავტომობილი მოგზაურობისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
აგვისტო დასვენებასა და თავგადასავლებთან ასოცირდება, თუმცა მოგზაურობა რომ სასიამოვნო გამოცდილებად იქცეს, აუცილებელია ავტომობილის სათანადოდ მომზადება. სავალი ნაწილის, ფრეონისა და აკუმულატორის შემოწმება ის ძირითადი სერვისებია, რომლებიც ავტომობილმა გამგზავრებამდე უნდა მიიღოს. ამ პროცესში კი გზაზე მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოების თანამგზავრი „თეგეტა მოტორსი“ იქნება
ლევან სუხიტაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ სერვისის მთავარი ტექნიკური ოფიცერი:„ავტომობილის მომზადება და საჭირო მომსახურებით უზრუნველყოფაა ნებისმიერ სეზონზე მნიშვნელოვანია. ზაფხულში, როგორც წესი, შორ გზებზე გვიწევს გადაადგილება. ამიტომ, პირველ რიგში, სავალი ნაწილისა და სამუხრუჭე სისტემის ტექნიკური მდგომარეობით უნდა დავინტერესდეთ. სავალი ნაწილი ავტომობილის მოძრავ მექანიზმთა ნაკრებია, რომლის გამართულობაც პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან. ნებისმიერი ერთი დეტალის გაუმართაობამაც კი შეიძლება მთელი სისტემა მწყობრიდან გამოიყვანოს.
ამასთანავე, განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე - აკუმულატორზე. ის მაღალი ტემპერატურის მიმართაც ერთ-ერთი მგრძნობიარე დეტალია. ზაფხულში აუცილებლად უნდა შევამოწმოთ აკუმულატორი და, საჭიროების შემთხვევაში, მის ჩანაცვლებაზე ვიზრუნოთ“.
როცა ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს აღწევს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონდიცირების სისტემის გამართული მუშაობაც. ამიტომ შორ გზაზე გადაადგილებამდე აუცილებელია, შემოწმდეს გაგრილების სისტემაში ფრეონის დონე.
„თუ ავტომობილის გაგრილების სისტემაში ფრეონის დონე შემცირებულია, კონდიციონერის გამოყენებისას ავტომობილში ფრეონის არასაკმარისი დონე შესაძლებელია არაკომფორტული გადაადგილების მიზეზი გახდეს და ძლიერ სიცხეში სალონის საკმარისი გაგრილება ვერ უზრუნველყოს. აქვე ყურადღება უნდა გამახვილდეს ჰაერისა და სალონის ფილტრების მდგომარეობაზე. Როგორც წესი, ორივე ფილტრი ძრავის ზეთთან ერთად იცვლება, თუმცა, ზოგადად, რაც უფრო ხშირად შევცვლით ამ დეტალებს, მით უფრო სუფთა ჰაერს მოიხმარს ძრავა და სალონიც უფრო სუფთა ჰაერით იქნება უზრუნველყოფილი“, - ამბობს ლევან სუხიტაშვილი.
რაც შეეხება სავალი ნაწილის შემოწმებას, აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ, სამუხრუჭე ხუნდებსა და დისკებზეც. ეს ნაწილები ცვეთადია და ზაფხულში მათი შემოწმება მნიშვნელოვანია. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს სამუხრუჭე სითხის კონტროლიც, რადგან, როგორც კი მისი სამუშაო რესურსი ამოიწურება, ეფექტიანობას კარგავს. ამიტომ უნდა გადამოწმდეს მისი დონე და დუღილის ტემპერატურა.
აუცილებელია საბურავების სეზონური ცვლილებაც, რაც პირდაპირ უკავშირდება ავტომობილის უსაფრთხოდ გადაადგილებას. ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა და როგორც სველ, ისე მშრალ გზებზე ძალიან საიმედოა. ზაფხულის საბურავს მაღალი ტემპერატურის დროს ნაკლები ცვეთა აქვს და ნებისმიერი მანევრის შესრულება უფრო უსაფრთხოდ შეუძლია.
ავტომობილების სეზონური დიაგნოსტიკა და საჭირო დეტალების შეცვლა „თეგეტა მოტორსშია“ შესაძლებელი.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
13.08.2025.16:10
თურქული ელექტრონული კომერციის გიგანტი Trendyol საქართველოზე ფოკუსირდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბარში Inex Group-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა მიშა ბაბუნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კომპანია უკვე ახორციელებს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც ქართველ მომხმარებლებს პლატფორმაზე შოპინგს გაუმარტივებს.
„Trendyol-მა და Inex Group-მა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს თანამშრომლობა. დღეს კომპანია სერიოზულადაა დაინტერესებული საქართველოს ბაზრით და ქმნის პირობებს, რომ ქართველ მომხმარებლებს პლატფორმაზე სერვისით სარგებლობა კიდევ უფრო მარტივად შეეძლოთ,“ - ამბობს ბაბუნაშვილი.
წლების განმავლობაში Trendyol მხოლოდ თურქულ ენაზე ფუნქციონირებდა, თუმცა უკვე დამატებულია ინგლისური და არაბული ენები. ამასთან, არსებობს პერსპექტივა, რომ Trendyol ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომი გახდეს.
„საიტის თარგმნა ტექნიკურად რთული პროცესია - პოზიციები მუდმივად იცვლება, პროდუქცია ემატება და იშლება. თუმცა, Trendyol-ის 2025 წლის სტრატეგიულ გეგმაში საქართველო უკვე შეტანილია და ენის ლოკალიზაციაც განიხილება,“ - აცხადებს Inex Group-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.
პარტნიორობის შედეგად, დღეს Inex Group-ის მომხმარებლებს Trendyol-ის ვებსაიტზე პირდაპირ შეუძლიათ აირჩიონ Inex გადამზიდავად, მონაცემები ავტომატურად ივსება და ამანათი პირდაპირ მომხმარებელთან მოდის. ამასთან, პარტნიორობის ფარგლებში ეტაპობრივად მოქმედებს ექსკლუზიური შეთავაზებები. მაგალითად, ახალ მომხმარებლებზე 30%-იანი ფასდაკლება.
მიშა ბაბუნაშვილის განცხადებით, Trendyol-ის გააქტიურებამ თურქეთიდან გამოწერების რაოდენობის ზრდა გამოიწვია, რაც კვირაში 2-3 სიხშირით გადაზიდვებს საჭიროებს. თუმცა მოთხოვნის გაზრდის პარალელურად გაიზრდება სიხშირეების რაოდენობაც.
კომპანიას სურს სამომავლოდ ქართულ ბიზნესსაც მისცეს შესაძლებლობა, Trendyol-ზე საკუთარი პროდუქცია განათავსოს.
„ეს არის ჩვენი ინიციატივა, როდესაც ვესაუბრებით და ხელშეკრულებას ვაფორმებთ საერთაშორისო პლატფორმასთან. Trendyol-ის შემთხვევაში ჯერჯერობით ეს სერვისი არ არის, მაგრამ ზუსტად მაგაზე ვმუშაობთ, რომ სამომავლოდ ქართველებსაც შეეძლოთ აღნიშნული ქმედების განხორციელება“, - აცხადებს Inex Group-ის წარმომადგენელი.