მნიშვნელოვნად გავზარდეთ ჩვენი ძირითადი პროდუქციის ხაზის - საფარდე და საავეჯე ქსოვილების ასორტიმენტი - „ტესსუტო“
Tessuto მომხმარებელს სთავაზობს ტექსტილს ინტერიერში და სხვადასხვა სახის აქსესუარებს. კომპანია 8 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის გენერალურ დირექტორს, თამუნა მალაყმაძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
„ტესსუტო“ მუდმივ განვითარებასა და ზრდაზე ორიენტიებული კომპანიაა, შესაბამისად, ჩვენს ირგვლივ სიახლეებიც ყოველთვის მრავლადაა. ამ მხრივ, 2025 წელი ჩვენთვის ნამდვილად გამორჩეულია. „ტესსუტოს“ გუნდი მუდმივად ადევნებს თვალს ინტერიერის დიზაინისა და არქიტექტურის კუთხით არსებულ თანამედროვე ტენდენციებს, ვეცნობით თანამედროვე კვლევებს, აქტიურად ვესწრებით მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებს - ამ ყოველივეს საფუძველზე ჩვენი მომხმარებლებისთვის წელს რამოდენიმე სასიამოვნო სიახლე დაგვიგროვდა. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ მნიშვნელოვნად გავზარდეთ ჩვენი ძირითადი პროდუქციის ხაზის - საფარდე და საავეჯე ქსოვილების ასორტიმენტი. ჩვენს შოურუმში განთავსებული თითოეული ქსოვილი გამორჩეული მახასიათებლებისაა, როგორც ხარისხის, ასევე ვიზუალის კუთხით. გარდა ამისა, ჩვენი პროდუქციის პორტფელს შევმატეთ ისეთი დეკორატიული დეტალები, რომლებიც განსაკუთრებულ, უნიკალურ ელფერს სძენს როგორც კომერციულ, ასევე საცხოვრებელ სივრცეებს. ჩვენს განახლებული პორტფელში ერთიანდება ინტერიერის ისეთი გადაწყვეტები, როგორებიცაა კედლის ვინილი, უნიკალური დეკორატიული ხელნაკეთი ფილები, სანათები და თანამედროვე ვიზუალის, საერთაშორისო სტანდარტების ავეჯი. აღნიშნულის საფუძველზე, ჩვენს პარტნიორ მწარმოებელ კომპანიებთან ერთად, „ტესსუტოს“ დღეს უკვე აქვს რესურსი ითანამშრომლოს ინდივიდუალურ და კორპორაციულ დამკვეთებთან არამხოლოდ ტექსტილის, არამედ ინტერიერის მოწყობის კუთხით სხვა მიმართულებებითაც.
როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?
როგორც აღვნიშნე, წელს ასორტიმენტის კუთხით ჩვენს მომხმარებლებს გამორჩეულად მრავალფეროვან, უნიკალური მახასიათებლების მქონე პროდუქციას ვთავაზობთ. ჩვენი პორტფელი მოიცავს: როგორც გარე, ასევე შიდა გამოყენების საფარდე და საავეჯე ქსოვილებს, კედლის ვინილებს, ინტერიერის დეკორატიულ აქსესუარებს, სანათებს, საოფისე და საცხოვრებელი სივრცის საავეჯე გადაწყვეტებსა და სხვა უნიკალურ დეტალებს, რომლებიც ჩვენი მომხმარებლების ყოველდღიურობას მყუდრო და დახვეწილი ელემენტებით ავსებს.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ბაზარზე არსებულ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით დადებითად ვაფასებთ, თუმცა ასორტიმენტისა და პროდუქციის მრავალფეროვნების ზრდასთან ერთად სამომავლოდ კიდევ უფრო მზარდ მოთხოვნასა და ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის, აქტიურ რეჟიმში, გამორჩეულად სასიამოვნო გამოცდილების შექმნას ვიმედოვნებთ.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
„ტესსუტოს“ კონკურენტულ უპირატესობად ყოველთვის მოვიაზრებთ ჩვენს პორტფელში არსებული პროდუქციის უმაღლეს ხარისხსა და იმ მოქნილ და კომფორტულ სერვისს, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს უნიკალურ გამოცდილებას უქმნის.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
„ტესსუტოს“ სამომავლო გეგმა პროექტების სამუშაო არეალის კიდევ უფრო გაფართოებაა. ახლო წარსულში ჩვენმა გუნდმა უკვე არაერთი პროექტი განახორციელა საქართველოს ფარგლებს გარეთაც, გვსურს რომ ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო აქტიურად გამოვიყენოთ არა მხოლოდ ტექსტილის, არამედ ინტერიერის მოწყობის სრული ციკლის კუთხითაც. გარდა ამისა, მიზნად გვაქვს დასახული, მუდმივად განვაგრძოთ თანამედროვე ტენდენციების კვლევა, საერთაშორისო გამოფენებში აქტიური მონაწილეობა და ჩვენი მომხმარებლებისთვის ექსკლუზიური, არტიზანული გადაწყვეტილებების შეთავაზება.
ცნობისთვის, შოურუმი ქალაქ თბილისში, ჭავჭავაძის გამზრზე, 37 ნომერში მდებარეობს.
სხვა სიახლეები
გალერეა ვერეში გამოფენა „დიუბუა დე მონპერეს კვალდაკვალ“ გაიმართება -გალერეის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
02.04.2026.17:58
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შექმნილი სივრცე, გალერეა ვერე, 3 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით წარმოგიდგენთ გამოფენას „დიუბუა დე მონპერეს კვალდაკვალ”.
ექსპოზიცია აერთიანებს ორ ახლადგამოვლენილ სამოგზაურო ალბომს — „Mon Voyage En Asie“ და „Mon Voyage En Russie“, რომლებიც 1830-იან წლებში სამხრეთ კავკასიაში ჩატარებული სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში შესრულებულ 62 აკვარელსა და გრაფიკულ ჩანახატს მოიცავს.
პირველადი შეფასებით, ნამუშევრები დაკავშირებულია შვეიცარიელ ნატურალისტსა და არქეოლოგთან — ფრედერიკ დუბუა დე მონპერესთან (1798–1850). ალბომების გამოვლენა და მათი სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართვა კი მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს როგორც თბილისის, ისე მთლიანად კავკასიის ისტორიის კვლევისთვის.
ალბომებში ასახული მარშრუტი მოიცავს აფხაზეთს, სამეგრელოს, იმერეთს, ქართლს, თბილისს, ფასანაურს, ყაზბეგს, სომხეთსა და ყაბარდოს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თბილისის ამსახველ სერიას, რომელიც ქალაქის გარდამტეხ პერიოდს ასახავს, როდესაც შუა საუკუნეების ურბანული სტრუქტურა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია და იმპერიული მოდერნიზაციის პროცესი მხოლოდ იწყება.
გალერეა ვერე თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს. იგი დამთვალიერებელს სთავაზობს შერჩეულ ხელოვნების ნიმუშებს გამოფენა-გაყიდვის ფორმატში. საქართველოს ბანკი კი, როგორც კულტურისა და შემოქმედებითი ინიციატივების მხარდამჭერი, აგრძელებს მსგავსი პროექტების ხელშეწყობას და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.
გამოფენა 19:00 საათზე გაიხსნება. გამოფენის კურატორები არიან: ცირა ელისაშვილი და ეკა კიკნაძე. გალერეა ვერეს მისამართია: თბილისი, ჯანაშიას 9.