მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7107.4
0.0025
flag
AZN 1.5827
-0.0009
flag
CNY 38.706
-0.0056
flag
EUR 3.2088
-0.0078
flag
GBP 3.699
-0.0149
flag
KZT 53.71
0.0022
flag
TRY 0.0619
-0.0001
flag
USD 2.6908
-0.0014

მნიშვნელოვანია, ვხვდებოდეთ ინვესტორებს, ვზრდიდეთ ცნობადობას, განსაკუთრებით ისეთ მსხვილ ბაზრებზე როგორიც დიდი ბრიტანეთია - მიხეილ ხიდურელი

news image

"აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ლონდონში, საქართველოს საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც EBRD-ისა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა.

მიხეილ ხიდურელმა მონაწილეობა მიიღო პანელში - Why Invest in Georgia, სადაც ხაზი გაუსვა ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობასა და პოტენციალს.

ხიდურელმა ასევე ისაუბრა, ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომლებსაც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია მოუტანს.

"მოხარული ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ ქართულ-ბრიტანულ ბიზნეს-ფორუმში, სადაც საშუალება მოგვეცა ინვესტორებისთვის გაგვეცნო საქართველოსთვის პრიორიტეტული სექტორები. მნიშვნელოვანია, რომ წლის განმავლობაში გვქონდეს კონკრეტული აქტივობები, ვხვდებოდეთ ინვესტორებს, ვზრდიდეთ ცნობადობას, განსაკუთრებით ისეთ მსხვილ ბაზრებზე როგორიც დიდი ბრიტანეთია. რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ყოველი ასეთი აქტივობის შემდეგ, რამდენიმე თვეში ვიხილავთ შედეგს, თუმცა ეს ყველაფერი აკუმულირდება და საბოლოო ჯამში, მრავალწლიან პერიოდში მოგვცემს საშუალებას, გვქონდეს ინვესტიციების სტაბილური ციკლი. დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი ტოპ ინვესტორია საქართველოში - დღემდე დაახლოებით 4 მილიარდამდე დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. დარწმუნებული ვართ, ასეთი აქტივობები ხელს შეუწყობს, რომ ეს სტატისტიკა კიდევ უფრო პოზიტიური გახდეს" - აღნიშნა "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა ფორუმის დასრულების შემდეგ.

ფორუმზე საქართველოს ზოგად საინვესტიციო გარემოსთან ერთად განიხილეს კონკრეტული საინვესტიციო სექტორები, მათ შორის: ენერგეტიკის, ლოგისტიკისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიების შესაძლებლობები. ფორუმის მომაწილეებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში სოფიო ქაცარავამ. ლონდონში გამართულ საინვესტიციო ფორუმს დიდი ბრიტანეთიდან 100-ზე მეტი დაინტერესებული ინვესტორი დაესწრო. ღონისძიებას საქართველოს და დიდი ბრიტანეთის ბიზნეს სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დასასრულს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სარკინიგზო უწყებების ხელძღვანელებს შორის

30.01.2026.18:21

აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დასასრულს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სარკინიგზო უწყებების ხელძღვანელებს შორის. მხარეებმა შეხვედრის მიმდინარეობისას ხაზი გაუსვეს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო სექტორში მრავალწლიან, წარმატებულ პარტნიორობას.

ლაშა აბაშიძემ და როვშან რუსტამოვმა ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო სექტორში არსებული თანამშრომლობის და მისი შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. ტვირთბრუნვის ზრდა, ტარიფების/მიწოდების ვადების ოპტიმიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზის განვითარების პერსპექტივები - საუბარი ძირითადად ამ საკითხების ირგვლივ წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორი სარკინიგზო კომპანიების მიერ ერთობლივი ღონისძიებების კონკრეტული სამოქმედო გეგმა გაიწერა, რაც ტვირთბრუნვის ზრდას ემსახურება. ამასთან, ის ხელს შეუწყობს პროექტებისა და ღონისძიებების შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელებას.

,,აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის ვიზიტი საკმაოდ ნაყიფიერი აღმოჩნდა - კოლეგებს ჩვენი ქვეყნის სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურა და მათი შემდგომი პოტენციალი გავაცანით, მათ შორის შუა დერეფნის განვითარების ჭრილში. ობიექტებზე ვნახეთ არსებული შესაძლებლობები, ამასთან, გავუშვით ორ ნავსადგურს შორის ახალი ბლოკმატარებელი. აზარბაიჯანთან მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ, მათ შორის ლოგისტიკური სერვისების გაუმჯობესების კუთხით. ერთობლივი გაწერილი სამუშაო გეგმებით კი არსებულ მარშრუტებზე მეტი ტვირთის მოზიდვას შევძლებთ", - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა