მნიშვნელოვანია მოვახდინოთ იმ სწორი გადაწყვეტების იმპლემენტაცია, რომელიც აკრედიტებულია, აპრობირებულია და გამართლებული საშუალებაა - GWP-ის ტექნიკური დირექტორი წყალმომარაგების დარგში არსებულ გამოწვევებზე
საქართველოს წყალმომარაგების სექტორში არსებული გამოწვევების ეფექტიანი გადაჭრა საჭიროებს როგორც სწორი „დიაგნოზის“ დასმას, ასევე ადგილობრივ სისტემებში საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ინტეგრაციას, - ამის შესახებ თბილისში გამართული წყლის მომავლის პირველ საერთაშორისო ფორუმზე საუბრისას კომპანია GWP-ის ტექნიკურმა დირექტორმა გიგა ნადირაძემ განაცხადა.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გიგა ნადირაძემ აღნიშნა, დარგის განვითარება უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო საკანონმდებლო ჩარჩოს, სახელმწიფო სტრატეგიასა და მარეგულირებლის მიერ შემუშავებულ წესებს, რის საფუძველზეც შესაძლებელია კომპანიებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის განსაზღვრა.
„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ გამოწვევებზე და ვსაუბრობთ სიტუაციაზე, რომელიც გვინდა რომ გავაუმჯობესოთ, აუცილებელია, რომ უპირველეს ყოვლისა მოხდეს მთლიანი არსის გააზრება რა გარემოში გვიწევს მართვა კომპანიის, ოპერირება, ინვესტიციების განხორციელება. ვგულისხმობ საკანონმდებლო ჩარჩოს, სტრატეგიას, იმ დოკუმენტებს, რომელიც სახელმწიფოს მიერაა შემუშავებული, რეგულაციებს, რომელიც მარეგულირებელმა შეიმუშავა. ამის შემდგომ ხდება გააზრება იმ გამოწვევების, რომელი გამოწვევებიც არის კომპანიაში და კომპანიებში საქართველოს წყალმომარაგების დარგში. დიაგნოზი, რომ დაისვას სწორად, და სწორ დიაგნოზს აუცილებლად სჭირდება ის სამოქმედო გეგმა, რომელმაც ეს გამოწვევები სწრაფად და ეფექტიანად უნდა გადაგვალახინოს. ამ შემთხვევაში აუცილებელია გარდა იმისა, რომ არსებული გამოცდილების გამოყენებით მოხდეს ამ პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება, მოვისმინოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების საუკეთესო გამოცდილება და მოსაზრებები, რათა ჩვენ მოვახდინოთ იმ სწორი გადაჭრის გზების და გადაწყვეტების იმპლემენტაცია ჩვენთან და ჩვენს სისტემებში, რომელიც ვიცით რომ აკრედიტებულია, აპრობირებულია და გამართლებული საშუალებაა.
ამავდროულად ნებისმიერი ტიპის ცვლილებაზე, ან გაუმჯობესებაზე ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, აუცილებელია, რომ გვქონდეს მყარი ურთიერთობა, მჭიდრო კავშირი ყველა მონაწილე მხარესთან, რომელიც ჩართული არის დარგის გაუმჯობესებაში, განვითარებაში, ან ამ ყოველივეს ხელშეწყობაში. ვფიქრობ, რომ ფორუმმა თავისი მიზნით გამოიწვია ამ ყოველივეს სინთეზი, ეს ყველაფერი ერთობლიობაში მოაქცია. გარდა ადგილობრივი წარმომადგენლებისა, იყო საერთაშორისო ორგანიზაციები და წამყვანი წყალმომარაგების კომპანიების წარმომადგენლები ჩართული ამ პროცესში და იქ მოხდა ერთგვარი გაზიარება ჩვენ რა გვაქვს საქართველოში, როგორ ვაწესრიგებთ, ვარეგულირებთ საკანონმდებლო ჩარჩოთი სხვადასხვა საკითხებს, რა გამოწვევები გვაქვს, როგორ რეგულირდება მსგავსი ტიპის საკითხები საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა ქვეყანაში და რა არის ის საუკეთესო პრაქტიკა, რომლის გადმოღებაც შესაძლებელია იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს სისტემების მდგომარეობა და საბოლოო ჯამში მომხმარებელმა მიიღოს რაც შეიძლება მოკლე დროში უფრო მეტად გაუმჯობესებული სერვისი“, - აღნიშნა გიგა ნადირაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
Aqualia-ს სრული მზაობა აქვს იმისთვის, რომ საქართველო აქციოს ჰაბად - GWP-ის კომუნიკაციების დირექტორი
სხვა სიახლეები
Aqualia-ს სრული მზაობა აქვს იმისთვის, რომ საქართველო აქციოს ჰაბად - GWP-ის კომუნიკაციების დირექტორი
19.02.2026.11:23
წყლის მომავლის პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებს გარეთ ჩატარებული უმაღლესი რანგის შეხვედრები მთავრობისა და ევროპული ინვესტორების საერთო ინტერესებს გამოხატავდა, - მიიჩნევს კომპანია GWP-ის კომუნიკაციების დირექტორი.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკა ბერიძემ განაცხადა, ასეთი თანამშრომლობა აუცილებელია, რადგან როგორც სახელმწიფოს, ისე ინვესტორების მიზანია, საქართველო რეგიონში წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა გახდეს. მისივე შეფასებით, წყალმომარაგება სხვა ეკონომიკურ სექტორებთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ამიტომ მის განვითარებას არა მხოლოდ ინდუსტრიის, არამედ ქვეყნის ზოგადი განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„იყო უმაღლესი რანგის შეხვედრები, რაც ადასტურებს ნამდვილად იმას, რომ მთავრობას და წყალმომარაგებაში მთავარ კვალიფიციურ ინვესტორს, თანაც ევროპულ წამყვან კომპანიას, აქვთ საერთო ინტერესები. მათ აუცილებლად სჭირდებათ თანამშრომლობა იმიტომ, რომ ჩვენი მიზნები არის აბსოლუტურად საერთო. იმიტომ, რომ გვინდა საქართველო გახდეს წყალმომარაგების დარგში და არა მხოლოდ წყალმომარაგების დარგში, თუმცა სხვა დარგები ძალიან არის წყალმომარაგებაზე მიბმული, წარმატებულები უნდა გავხდეთ, უნდა გავხდეთ რეგიონში ყველაზე წარმატებულები და ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს. ამას ხედავს ყველა აქტორი ჩემი აზრით დღეს უკვე“, - აცხადებს ეკა ბერიძე.
GWP-ის კომუნიკაციების დირექტორის თქმით, „აქვალია“ გეგმავს სხვა რეგიონულ ბაზრებზე გასვლას, თუმცა საქართველო რჩება მთავარი ცენტრი, სადაც კომპანია უზრუნველყოფს წყალმომარაგების მომსახურებას თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში.
„მათთვის საქართველო არის განსაკუთრებული ქვეყანა. მით უმეტეს რომ "აქვალია" აპირებს რეგიონში სხვა ქვეყნებშიც შევიდეს, პენეტრაციას აპირებს სხვა ბაზრებზეც და მათთვის სწორედ საქართველოა წარმოდგენილი როგორც ჰაბი, სადაც ისინი წყალმომარაგების მომსახურებას უწევენ თბილისს, რუსთავს, მცხეთას. მოკლედ ამ კომპანიას სრული მზაობა აქვს მას იმისთვის რომ საქართველო აქციოს ჰაბად. ეს თუ ასე მოხდება "აქვალიას" დიდი დამსახურება იქნება მთავრობის ხელშეწყობით რა თქმა უნდა“, - აღნიშნავს ეკა ბერიძე.