მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7108.3
-0.004
flag
AZN 1.585
-0.0002
flag
CNY 38.645
-0.0055
flag
EUR 3.1497
-0.0053
flag
GBP 3.6226
0.0091
flag
KZT 53.25
0.0004
flag
TRY 0.0622
0
flag
USD 2.6946
-0.0004

მნიშვნელოვანია, დავადგინოთ, ხომ არ არსებობს არასწორი პრაქტიკები მაგალითად, როგორიც არის კარტელური გარიგებები - ირაკლი კობახიძე

news image
ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, ვფიქრობთ, რომ არის სივრცე ფასების შემცირებისთვის, მაღალი ფასნამატიდან გამომდინარე. ჩვენთვის მთავარია, დავადგინოთ, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დავადგინოთ, ხომ არ არსებობს არასწორი პრაქტიკები დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ რეალიზაციის დონეზე, მაგალითად, როგორიც არის კარტელური გარიგებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE"-ში განაცხადა.
 
პრემიერის თქმით, მთავრობა მიმართავს ყველა ზომას  იმისათვის, რომ ფასები შემცირდეს. 
 
„ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა პირველადი კვლევა და დავადგინეთ, რომ ფასნამატი არის ძალიან მაღალი - 86%, როგორც დისტრიბუტორების, ისე ქსელური მარკეტების დონეზე. ეს საბოლოო ჯამში, იწვევს იმას, რომ ევროპულ და ქართულ ფასებს შორის არის საკმაოდ სერიოზული სხვაობა. სხვადასხვა პროდუქტის შემთხვევაში ეს სხვაობა ზოგჯერ ორმაგია, ზოგჯერ სამმაგიც კი. 2006 წელს, როდესაც გერმანიიდან დავბრუნდი, იგივე პროდუქტებს, რასაც ვყიდულობდი გერმანიაში, საქართველოში აღარ ვყიდულობდი, იმიტომ, რომ ხშირად ორმაგი იყო სხვაობა ფასებს შორის. 20 წლის წინ ქვეყანაში ეს პრობლემა არსებობდა. ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს და მას სჭირდება გადაჭრა. ჩვენ მთავარია, სწორად  ჩავეძიოთ  თითოეულ საკითხს და ფასნამატის ჯაჭვი ზედმიწევნით შევისწავლოთ. ამისათვის უკვე დაწყებული გვაქვს შეხვედრები. გვქონდა შეხვედრა ქსელების წარმომადგენლებთან, ხვალ გვექნება შეხვედრა დისტრიბუტორებთან, ასევე ორშაბათს გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა ქართველ მწარმოებლებთან, ასევე შევხვდებით ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს, იმიტომ, რომ მედიკამენტებზე ფასების შესწავლაც არის ჩვენი კომისიის ერთ-ერთი მანდატი. ბოლო შეხვედრა უკვე შედგება საწვავის რეალიზატორებთან. საწვავსაც მოიცავს ჩვენი საქმიანობა. სპეციფიკა მსგავსია, განსაკუთრებით მედიკამენტებსა და სურსათს შორის, საწვავის შემთხვევაშიც იგივე პრინციპია, იმპორტი, დისტრიბუცია, შემდეგ რეალიზაცია. ერთიდაიგივე ტიპის ჯაჭვი მოქმედებს, ამიტომ, გავაერთიანეთ ყველა ეს საკითხი და ერთიანად უნდა შევისწავლოთ ეს ფასნამატი სამივე პროდუქტის შემთხვევაში. ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, ვფიქრობთ, რომ არის სივრცე ფასების შემცირებისთვის, მაღალი ფასნამატიდან გამომდინარე. ჩვენთვის მთავარია, დავადგინოთ, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დავადგინოთ, ხომ არ არსებობს არასწორი პრაქტიკები დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ რეალიზაციის დონეზე, მაგალითად, როგორიც არის კარტელური გარიგებები. ერთი კონკრეტული პრეცენდენტი იყო სულ ცოტა ხნის წინ - რამდენიმე მწარმოებელმა, ქართულმა კომპანიამ გადაწყვიტა და ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს ფასები კონკრეტულ პროდუქტზე. ეს რა თქმა უნდა, ქმნის აღქმას იმისა, რომ შედგა კარტელური გარიგება. ასეთი რაღაცეები უნდა ავირიდოთ თავიდან. ვფიქრობთ, რომ ამის საფუძველს მოგვცემს ის კვლევა, რომელიც ჩატარდება ამ შეხვედრების საფუძველზე,  მათ შორის, მოკვლევის, გამოძიების საფუძველზე. რაც მთავარია, უნდა ვიფიქროთ შესაბამისი მექანიზმების შემოღებაზეც, რაც არის აპრობირებული პრაქტიკა სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში. ეს არის ანტიმონოპოლიური მექანიზმები და სხვა. ყველა ფორმას მივმართავთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფასების შემცირებას", - განაცხადა პრემიერმა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით,  ბიზნესის თავისუფლება უნდა იყოს და იქნება დაცული, მაგრამ მთავრობას აქვს სოციალური ამოცანა, რომ შეამციროს ფასები. 
 
„კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ბიზნესის თავისუფლება უნდა იყოს და იქნება დაცული. ბიზნესის სრულად თავისუფლად მოქმედებას აქვს თავისი პლიუსები - ის, რომ ქსელები ფართოვდება, დასაქმება იზრდება, ბიზნესის მოგება იზრდება, ეს საბოლოო ჯამში, ეკონომიკაზე დადებითად აისახება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი სოციალური ამოცანა, რომ მოსახლეობის არა მხოლოდ ფართო ფენისთვის, არამედ, სრული მოცულობისთვის მივაღწიოთ ეფექტს - ეს არის ფასების შემცირება. ცალკე აღებულ ეკონომიკურ ზრდას არ აქვს ეფექტი, თუ ის არ აისახება მოსახლეობაზე, მოსახლეობის ჯიბეზე, ", - განაცხადა პრემიერმა.
news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე

23.01.2026.01:02

ვფიქრობ, რომ სივრცე არსებობს ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაო არის ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, სადაც შეიქმნება შესაბამისი კომისია და საჯაროდ წარიმართება პროცესი და მოსახლეობას შეეძლება უშუალოდ დააკვირდეს იმ დისკუსიებს, რომლებიც სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროდუქციაზე ჯამური ფასნამატი არის 86%, აქედან 44% მოდის დისტრიბუციაზე და დაახლოებით 28% მოდის ქსელურ მარკეტებზე, დაჯამებით ადის 86%-მდე.  

„ასევე განსხვავდება მარჟები თავად მარკეტებს შორის, დისტრიბუტორებს შორის. ეს არის სპეციფიკა. ჯამურად ეს არის 86%, რაც განაპირობებს იმას, რომ დიდია სხვაობა ევროპულ ფასებთან. მაგალითად, ჩვენ რომ შევისწავლეთ ევროპაში ფასნამატის წარმოქმნა, დაახლოებით 20%-დან 30%-მდე მერყეობს საბითუმოდან თაროს ფასამდე სხვაობა. ჩვენს შემთხვევაში ამას ტრანსპორტირება ემატება, თუმცა მთლიანობაში 86 პროცენტი მაინც ბევრად მეტია, ვიდრე იგვე გერმანული მარკეტების შემთხვევაში, თან ამას ემატება ის, რომ გერმანიაში იჯარის ფასიც უფრო ძვირია, ხელფასები უფრო მაღალია, ეს ბუნებრივია, განაპირობებს უფრო მაღალ ხარჯებს ქსელური მარკეტებისთვის. ამ პირობებშიც კი, 20-დან 30%-მდე მერყეობს ფასნამატი, ამიტომ ვფიქრობთ ჩვენ, რომ არის სივრცე ფასნამატის შემცირებისთვის და შესაბამისად, ფასების დაკლებისთვის. მაგალითისათვის რომ ავიღოთ, მე არ ვიცი, რით შეიძლება აიხსნას - კონკრეტული პროდუქტი ავიღოთ, კონკრეტული სახეობის ბრინჯი, რომელიც ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში კონკრეტულ ქსელში ღირს 4 ლარზე ნაკლები და ზუსტად იგივე პროდუქტი საქართველოში იგივე ქსელში ღირს თითქმის 11 ლარი, ანუ თითქმის სამმაგია სხვაობა ფასებს შორის. ჩემთვის ცოტა რთული ასახსნელია, თუმცა ამასაც ჩავეძიებით და დავადგენთ რამდენად არის ეს ყველაფერი ლოგიკური. ასევე ერთი საინტერესო დეტალია, რომ ხშირად პრეტენზიებს გამოხატავენ სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლები ერთმანეთის მიმართაც, მაგალითად ქსელების წარმომადგენლები დისტრიბუტორების მიმართ, დისტრიბუტორები  ქსელების მიმართ, მწარმოებლები ქსელების, დისტრიბუტორების მიმართ და ა.შ. ესეც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო კარგად ჩავეძიოთ პრობლემის არსს. 

მე ვფიქრობ, რომ სივრცე არსებობს ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაო არის ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, სადაც შეიქმნება შესაბამისი კომისია და საჯაროდ წარიმართება პროცესი და მოსახლეობას შეეძლება უშუალოდ დააკვირდეს იმ დისკუსიებს, რომლებიც სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართება. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ მნიშვნელოვან შედეგს მივაღწევთ ამ პროცესის საფუძველზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, პროცესი აპრილის ბოლომდე უნდა დასრულდეს. 

„აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აპრილის ბოლომდე გვინდა, დაველოდოთ ფასების შემცირებას. იმედი გვაქვ, რომ გზადაგზა მანამდეც მივაღწევთ შედეგებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა