მხოლოდ ჩვენს ბანკში დაახლოებით 700 მლნ ლარის ენერგოპროექტია, ვიმედოვნებ, რომ ამ სფეროს განვითარება კიდევ უფრო დინამიურად გაგრძელდება - ზურაბ ქოქოსაძე
„ენერგეტიკაში ინვესტიციები და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა ძალზე მნიშვნელოვანი საკითხებია, განსაკუთრებით იმ ვითარების ფონზე, რაც ჩვენს რეგიონში ხდება,“ - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძემ ეკონომიკური ფორუმის სხდომაზე, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიდგომასა და შესაძლებლობებს მიეძღვნა.
ფორუმი გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც ფორუმის მონაწილე ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს ენერგეტიკული პოლიტიკის მიმდინარე და სამომავლო მიმართულებები გააცნო.
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებას საქართველოსთვის განვითარებისთვის ენერგოდამოუკიდებლობის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ. ზურაბ ქოქოსაძემ ასევე დადებითად შეაფასა ის პროექტები, რომელთაც ეკონომიკის სამინისტრო ამ მიზნის მისაღწევად ახორციელებს.
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ხაზი გაუსვა ინვესტორების მხრიდან ენერგეტიკის სექტორისადმი გაზრდილ ინტერესს. „ინტერესი ინვესტორების მხრიდან საკმაოდ დიდია. ბევრი პროექტია, რაც ახლა დამუშავების ეტაპზეა ჩვენს ბანკში. დაახლოებით 700 მლნ ლარის ენერგოპროექტია მხოლოდ ჩვენ ბანკში და ვიმედოვნებ, რომ ამ სფეროს განვითარება კიდევ უფრო დინამიურად გაგრძელდება. შესაბამისად მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ დარგი აქტიურად დავაფინანსოთ,“ - აღნიშნა ზურაბ ქოქოსაძემ.
სხვა სიახლეები
17.04.2026.22:37
ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნის მდგრადობის და უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტორია, - ამის შესახებ „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა. ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსიის თემა „ენერგეტიკული პოლიტიკა: ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“ იყო და იქ ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნა.
როგორც „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა განაცხადა, ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობა აქტიურ და გამჭვირვალე ეტაპზე გადადის. მისი განმარტებით ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსია ადასტურებს, რომ მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა ინტენსიურია.
„სასიამოვნო იყო ეს ცოცხალი დისკუსია, რომელშიც როგორც ბიზნესის, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლები აქტიურად ცვლიდნენ ერთმანეთში ინფორმაციას, რაც ცხადყოფს და ადასტურებს ენერგეტიკის დარგში, სახელმწიფოს და ბიზნესის ძალიან მჭიდრო, აქტიურ და გამჭვირვალე ურთიერთობას.
ენერგეტიკა ქვეყნის მდგრადობის და უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტორია, რომელიც ყველაზე ღირებული, აქტუალური და მნიშვნელოვანი აქტივია არა მხოლოდ საქართველოსთვის - თუ გადავხედავთ ბოლო მოვლენებს მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის. ამიტომ ენერგეტიკული მდგრადობა, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება - ეს არის სწორედ ის ქოლგა, ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ალბათ არ არსებობს ბიზნესის დარგი და მიმართულება, რომელსაც ენერგეტიკასთან კავშირი არ ჰქონდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც დეველოპერებისთვის“, - ირაკლი კვერღელიძემ.
როგორც „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი აღნიშნავს, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის ინიციატივაა. მისი შეფასებით, მომდევნო წლებში დაგეგმილი ენერგეტიკული სიმძლავრეების ზრდა განსაკუთრებით შთამბეჭდავია, ხოლო აღნიშნული კაბელი მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს იმისთვის, რომ საქართველომ ეფექტიანად მოახდინოს ენერგიის ექსპორტი მაღალი მოთხოვნის მქონე ევროკავშირის ბაზარზე.
„ასევე მინდა აღვნიშნო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობაზე. ალბათ ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისთვის და ჩვენი ქვეყნის გლობალურ ენერგეტიკულ სისტემაში ჩართვისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან აღმაფრთოვანებელია ის ციფრები, რომელიც მომავალი 10 წლის განმავლობაში დადგმული სიმძლავრის სახით ენერგეტიკულ პროექტებში იგეგმება და სწორედ შავი ზღვის კაბელი არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იმისა, რომ საქართველომ ძალიან ეფექტურად განახორციელოს ამ ენერგიის იმპორტი უკვე ყველაზე მნიშვნელოვან და ღირებულ ბაზარზე, ევროკავშირის ბაზარზე, სადაც ძალიან მოთხოვნადია ეს პროდუქტი.
სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც ეკონომიკური სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა, სრულად პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ შიდა თუ საგარეო გამოწვევებს. ეს განსაკუთრებით ვლინდება ჰესებისა და ენერგეტიკის სხვა დარგების განვითარების აქტიურ მხარდაჭერაში.
ამიტომ მისასალმებელია ეს და მისასალმებელია ის ფორმატიც, რომელსაც „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ ასე აქტიურად და შედეგიანად ახორციელებს და ასე აკეთებს ყველა ბიზნესის დარგისთვის და წარმომადგენლისთვის“, - აღნიშნა „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა.