მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7251.1
-0.0139
flag
AZN 1.6094
-0.0035
flag
CNY 39.608
-0.0166
flag
EUR 3.1677
-0.0156
flag
GBP 3.6465
-0.0115
flag
KZT 55.39
-0.0031
flag
TRY 0.0621
-0.0002
flag
USD 2.7362
-0.0057

მხარდამჭერთა გუნდი - რა სიახლეებს სთავაზობს “ჯიპიაი ჰოლდინგი” მომხმარებლებს

news image

ვენის სადაზღვევო ჯგუფისწევრი, ქართული სადაზღვევო კომპანიაჯიპიაი ჰოლდინგიპირველია, ვინც ბაზარს განახლებული მომსახურება შესთავაზა. კომპანიამ მხარდამჭერთა გუნდი ჩამოაყალიბა, რაც მომხმარებელს დაზღვევით სარგებლობისას სრულიად განსხვავებული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მხარდაჭერის მენეჯერი შესაბამისი პროფილის ექსპერტია, რომელიც პასუხისმგებელია მომსახურების სრულ ციკლზე - მაგალითად ექიმთან პირველი კონსულტაციის დაგეგმვიდან საბოლოო კვლევებამდე, ან საგზაო შემთხვევიდან ავტომობილის შეკეთებამდე და მუდმივად ხაზზეა დაზღვეულთან. მხარდაჭერის მიღება შესაძლებელია კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში ცხელ ხაზზე: სამედიცინო დაზღვევის საკითხებზე - 0322505111, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში - 0322605111


ჯიპიაი ჰოლდინგისადამიანური რესურსების მართვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი, ნინო ხაჭაპურიძე Business Insider Georgia-სთან საუბრისას განმარტავს, რომ კომპანიამ აღნიშნული სერვისი საკუთარ დაზღვეულების გამოკითხვისა და უკუკავშირების შესწავლის შემდეგ დანერგა. მხარდამჭერთა გუნდი  დაკომპლექტებულია შესაბამისი სფეროს პროფესიონალებით, რაც კვალიფიციური და ოპერატიული მომსხურების გარანტს იძელვას.

“სადაზღვევო მომსახურება, სამედიცინო თუ სხვა მიმართულების, ბევრ ეტაპს მოიცავს. მომხმარებლებს სჭირდებათ, რომ კონკრეტული შემთხვევისას, ერთი ადამიანი ეხმარებოდეს სრული პროცესის განმავლობაშიაძლევდეს ექსპერტულ რჩევებს, უგვარებდეს სხვადასხვა  საკითხებს, უგეგმავდეს ვიზიტებს და ..

მხარდამჭერთა გუნდი ორ ნაწილად იყოფა: სამედიცინო და არასამედიცინო მომსახურებების მიმართულებით. გუნდები შესაბამისი სფეროს ექსპერტებით არის დაკომპლექტებულიერთი მხრივ, სამედიცინო სფეროს გამოცდილებით, მეორე მხრივ, ავტოინდუსტრიის სიღრმისეული ცოდნით. ცვლილებებმა ადამიანური რესურსის ზრდაც განაპირობა. ორივე გუნდში გავასამმაგეთ თანამშრომლების რაოდენობა, ვინაიდან ერთი შემთხვევის მომსახურებას ბევრად დიდი ძალისხმევა და დრო ესაჭიროება ჩვენი მხრიდან. ამასთან, დამატებითი გადამზადების მექანიზმი შევიმუშავეთ თანამშრომლებისთვის.აცხადებს ნინო ხაჭაპურიძე.

მხარდაჭერის გუნდის სერვისი აქტიურიაჯიპიაი ჰოლდინგისყველა დაზღვეულისთვის, და რაც მთავარია, ეს მომსახურება არის უფასო.

მომსახურების ტრანსფორმაცია მომხმარებლის უკუკავშირს ეფუძნება. ჩვენ ყოველთვიურად ვატარებთ და ვსწავლობთ -  რა საჭიროებები აქვთ ჩვენს დაზღვეულებს.

დაახლოებით ერთ წლიანი  დაკვირვებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომჯიპიაი ჰოლდინგსსაკუთარი მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა მხარდამჭერთა გუნდის სერვისი.

იმისთვის, რომ დაზღვეულს ეფექტიანად მოემსახურო საჭიროა შესაბამისად კვალიფიციური კადრები. „ჯიპიაისმხარდამჭერთა გუნდი ჯანმრთთელობის დაზღვევის მიმართულებით, სრულად დაკომპლექტებულია სამედიცინო განათლების მქონე ადამიანებით, რათა ჩვენი კლიენტების საჭიროებებს უფრო ახლოს იცნობდნენ და შესაბამისად ცოდნაზე დაფუძნებული, ხარისხიანი მომსახურების გაწევაც შეძლონ. არასამედიცინო მიმართულებით კი მხარდამჭერთა გუნდი ავტოინდუსტრიაში მცოდნე პირებითაა დაკომპლექტებული.

ფსიქოლოგების ჩართულობით  შევადგინეთ სპეციალური პროგრამა და სატრენინგო მოდული, რომლის საფუძველზეც ჩვენი მხარდაჭერის მენეჯერები  გადავამზადეთ არამხოლოდ პროცედურების ცოდნაში და მხარდაჭერაში, არამედ ემპათიაში, თუ როგორ გაუმკლავდნენ სტრესულ სიტუაციებსა და დაეხმარონ დაზღვეულებს, რომლებსაც რთულ ვითარებაში ნამდვილად სჭირდებათ არამარტო ესპქრტული, არამედ გულისხმიერი მომსახურება“. -აცხადებს ნინო ხაჭაპურიძე.

როგორცჯიპიაი ჰოლდინგშიგანმარტავენ, მხარდაჭერის სისტემა ორიენტირებულია დაზღვეულის მხარდამხარ საკითხების მოგვარებაზე, მასთან შეთანხმებით და მისი საჭიროებებიდან გამომდინარე.

მხარდაჭერის სისტემა მაღალტექნოლოგიური, ადამიანური და პროცესების მართვის განახლებული მიდგომით გამოირჩევა. სწორედ ეს საფუძვლიანი ტრანსფორმაცია უზრუნველყოფს ოპერატიულ და გამართულ მომსახურებას, რათა როგორც პირველი კომუნიკაციის, ისე შემდგომი პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.

მხარდაჭერის მენეჯერები პირველივე ზარიდან არიან ჩართულები საკითხების მოგვარებაში და საჭიროების შემთხვევაში, ადგილზეც გადიან, რომ დაეხმარონ დაზღვეულს. მაგალითად, თუ საქმე გადაუდებელ სამედიცინო სერვისს შეეხება, მხარდაჭერის მენეჯერი შესაძლოა კლინიკაში პირადად მივიდეს და დაზღვევასთან დაკავშირებული ყველა საკითხი თავად მოაგვაროს კლინიკის ადმინისტრაციასთან. მსხვილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს კი ადგილზე ავტოექსპერტი გადის. ამით მომსახურების პროცესი - სადაზღვევო კომპანიასთან პირველი კომუნიკაციიდან ანაზღაურების ეტაპამდე, სრულად ტრანსფორმირდა.

მაღალი ხარისხის მომსახურების გარანტს კი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ქმნის. მხარდაჭერის მენეჯერები ამავე დროს, შესაბამისი სფეროს ექსპერტებიც არიან, რაც ნიშნავს იმას, რომ დაზღვეულს არამხოლოდ ინფორმაციას მიაწვდიან, არამედ დაზღვევის ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში პირადად დაეხმარებიან, ექსპერტული ცოდნა კი მომსახურებას კიდევ უფრო ოპერატიულს გახდის.
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს MIPIM 2026-ზე, უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე წარადგენს

06.03.2026.20:51

9-დან 13 მარტის ჩათვლით, კანში, „ფესტივალების სასახლეში,“უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე, „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია და საპროექტო არეალის 84 ჰა ტერიტორიიდან, 48 ჰა უკვე ფორმირებულია ზღვაში.

„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა, ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო აუდიტორიას ვაცნობთ ჩვენი პროექტისა და ზოგადად ქვეყნის, გამორჩეულ საინვესტიციო შესაძლებლობებს“ - აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.

საფესტივალო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.

ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება კუნძულის პრეზენტაცია, სადაც პარტნიორებს, დაინტერესებულ ინვესტორებსა და სფეროს ექსპერტებს, კუნძულზე არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, პასუხების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და პრესტიჟული ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა