მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება, როდესაც პარტნიორად საქართველოში „თეგეტა“ ავირჩიეთ - Lamborghini-ს პრეზიდენტი
Lamborghini თბილისშია. საქართველოში მას ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს. Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იტალიური ბრენდისთვის საქართველოში სადილეროს გახსნა სტრატეგიული გადაწყვეტილებაა და ამ პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენა სანდო პარტნიორმა, „თეგეტამ“ მოახდინა.
„ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით ვაკვირდებით ბაზრებს მსოფლიოს მასშტაბით. როგორც წესი, ჩვენთან პარტნიორობის სურვილი არაერთ კომპანიას აქვს და ვფიქრობთ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც პარტნიორად საქართველოში „თეგეტა“ ავირჩიეთ.
წინასწარი მოკვლევის საფუძველზე ნათლად დავინახეთ, რომ საქართველოში ჩვენი ავტომობილების მიმართ დიდი ინტერესია, მაღალია მოთხოვნა, თუმცა ჩვენი არჩევანი, შემოვსულიყავით ქართულ ბაზარზე, მხოლოდ გაყიდვების ზრდა არ არის. ეს ბრენდის განვითარებისა და გაფართოების სტრატეგიის ნაწილია“, - ამბობს შტეფან ვინკელმანი.
Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტი თბილისში ახალი შოურუმის ოფიციალურ გახსნაზე დასასწრებად ჩამოვიდა. იტალიური სპორტქარის შეძენას ქართველი მომხმარებელი აღმაშენებლის ხეივნის 129 ნომერში მდებარე Lamborghini-ს ახალ ცენტრში შეძლებს. ცნობილი ბრენდისთვის საქართველო 56-ე ბაზარია, სადაც პრემიუმ ავტომობილებს წარმოადგენს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
19.06.2025.18:02
თბილისის ფოსტის ისტორიულ შენობაში მაღალი კლასის სასტუმრო „ტელეგრაფი“ განთავსების პირველი ობიექტია რეგიონში, რომელიც მსოფლიოში წამყვან სასტუმროების ორგანიზაციას - The Leading Hotels of The World-ს - შეუერთდა. პრესტიჟული ორგანიზაციის წევრობა საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას ნიშნავს.
პროექტი „სილქ დეველოპმენტმა“ განახორციელა, ჯამურმა ინვესტიციამ 65 მილიონი ევრო შეადგინა, საიდანაც თიბისის დაფინანსება 19 მილიონი ევრო იყო.
ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროს ერთი მხრივ, შენობის ძველი, ისტორიული იერსახე, მეორე მხრივ კი, ინტერიერის თანამედროვე დიზაინი გამოარჩევს: “ტელეგრაფი” სხვადასხვა კატეგორიის 239 ოთახს და 7 განსხვავებული კონცეფციის რესტორანსა და ჯაზკლუბს აერთიანებს; ასევე, მოიცავს საკონფერენციო სივრცეებსა და შეხვედრების ოთახებს. შენობის ზედა სართულზე გაიხსნება მსოფლიოში პირველი ბარი, რომელიც Rolling Stone-ის ბრენდირების ქვეშ იმუშავებს და სტუმრებს დედაქალაქის გამორჩეულ პანორამულ ხედებს შესთავაზებს.
პროექტის დიზაინზე მსოფლიოში ერთ-ერთმა გამორჩეულმა არქიტექტურულმა კომპანიამ Neri&Hu იმუშავა, რომელსაც ისტორიული შენობების რეკონსტრუქციის უდიდესი გამოცდილება აქვს.
ხაზგასახმელია, რომ სტუმარ-მასპინძლობის სექტორი საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია და მშპ-ს დაახლოებით 7%-ს შეადგენს - სწორედ ამიტომ ტურიზმის ხელშეწყობა თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2024 წლის მონაცემებით, ბანკის სასესხო პორტფელი ამ სექტორში 1.6 მილიარდ ლარს შეადგენს, 42%-მდე საბაზრო წილით კი თიბისი ბაზრის ლიდერია.
„თიბისი და „სილქ როუდ ჯგუფი“ უკვე 10 წელია სტრატეგიული პარტნიორები ვართ და საერთო ღირებულებებით ვავითარებთ ქვეყნის ეკონომიკას. მეამაყება, რომ კიდევ ერთი პროექტი წარმატებით განვახორციელეთ და თბილისში მაღალი კლასის სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა. საინტერესოა, რომ ორი წლის წინ თიბისიმ არქიტექტორ ლადო-ალექსი მესხიშვილის პროექტების გამოფენას უმასპინძლა, სადაც ფოსტის მაკეტიც იყო წარმოდგენილი, დღეს კი ამ შენობას თავისივე ისტორიული იერსახით სრულიად ახალი ფუნქცია მიენიჭა. დარწმუნებული ვარ, „ტელეგრაფი“ მალე დედაქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება და ქვეყანაში კიდევ უფრო მეტ მაღალშემოსავლიან ტურისტს მოიზიდავს“,- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
“ლადო ალექსი-მესხიშვილის და თეიმურაზ მიქაშავიძის არქიტექტურის ღირსშესანიშნავ ნიმუშს, ყოფილი ცენტრალური ტელეგრაფის შენობას, ახალი სიცოცხლე შესძინა რეკონსტრუქციამ და შესანიშნავმა დიზაინმა, რომელიც ეკუთვნის თანამედროვეობის ერთ-ერთი წამყვან არქიტექტურულ კომპანიას Neri&Hu. სასტუმრო ტელეგრაფი არის რესპუბლიკის მოედნის რეკონსტრუქციის მნიშვნელოვანი ეტაპი. მჯერა, რომ ის თბილისში ახალი მიზიდულობის ადგილი გახდება უმაღლესი ხარისხის სერვისით და გამორჩეული დიზაინით”,- გიორგი რამიშვილი, “სილქ როუდ ჯგუფის” დამფუძნებელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.