მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7123.5
-0.0373
flag
AZN 1.5881
-0.002
flag
CNY 39.065
-0.0044
flag
EUR 3.1032
-0.0082
flag
GBP 3.5726
-0.0223
flag
KZT 56.13
0.0029
flag
TRY 0.0607
-0.0001
flag
USD 2.6998
-0.0027

მივესალმები პრემიერის განცხადებას, რომ შესაძლოა „ხუდონჰესის“ პროექტში სახელმწიფო ერთ-ერთი თანაინვესტორი იყოს - გიორგი მირცხულავა

news image

ხუდონჰესი არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, არამარტო ენერგეტიკისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან კომპანია "ბემონის" მმართველმა პარტნიორმა გიორგი მირცხულავამ განაცხადა. მისი თქმით, ისეთი პროექტის განხორციელება, როგორიც არის ხუდონის პროექტი, ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისთვის მნიშვნელოვანია.

„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ენერგოდამოუკიდებლობაზე, ალბათ მთავარი როლი ამ ენერგოდამოუკიდებლობაში ხუდონჰესს უკავია. კიდევ არის რამდენიმე დიდი ჰიდროპროექტი, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისათვის.

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ შევძელით საბჭოთა კავშირის შემდგომ პერიოდში ამ პროექტის განხორციელება, იმიტომ რომ ეს პროექტი და სხვა დიდი ჰიდროპროექტები რომ განხორციელებულიყო, საქართველო ეკონომიკური სიძლიერით, ენერგოდამოუკიდებლობით თვისობრივად სხვა საფეხურზე იქნებოდა და ბევრად უფრო დიდი მოთამაშე იქნებოდა ჩვენს რეგიონში ენერგეტიკის კუთხით.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, რომ შესაძლოა პოტენციურად სახელმწიფო იყოს ერთ-ერთი თანაინვესტორი. მე მივესალმები ამას. ალბათ აუცილებლობაც არის, რადგანაც კერძო ინვესტორებმა ვერ შეძლეს ამ პროექტის განხორციელება და შესაძლებელია სწორედ სახელმწიფოს თანამონაწილეობით გახდეს ეს შესაძლებელი.

რა თქმა უნდა, სწორი კომუნიკაციით ადგილობრივ მოსახლეობასთან და სწორი საინჟინრო გადაწყვეტის პოვნით. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ყველაზე დიდი სიმდიდრე რაც გაგვაჩნია, ეს არის ჰიდრო, დიდი რამდენიმე სულ ჰიდროპროექტი განვახორციელოთ, რა თქმა უნდა მთავარი მათ შორის და უპირველესი არის ხუდონჰესი“, - აღნიშნა გიორგი მირცხულავამ.

მისივე თქმით, ამა თუ იმ პროექტზე თუ ჩარევა გარედან მომდინარეობს მათი გაუნებელყოფა შესაბამისი ორგანოების საქმე, მაგრამ თუ წინააღმდეგობა ადგილობრივების მხრიდან მოდის, მნიშვნელოვანია მათთან სწორი და სამართლიანი კომუნიკაცია.

„რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათთან არის საჭირო ასე ვთქვათ სამართლიანი, ღია საუბარი და ახსნა. და შევახსენებ მოსახლეობას, რომ არც ენგურჰესი არ აშენებულა ისე, რომ არ მომხდარა იქიდან ვთქვათ რაღაცა ნაწილი მოსახლეობის გასახლება, იგივე ჟინვალზე შემიძლია ვთქვა და ყველა დიდ პროექტზე. ან თუნდაც ჩვენ რომ ვაშენებთ ვთქვათ სახელმწიფო მნიშვნელობის გზებს, იქაც ხდება გასახლება, ხდება კომპენსაციის გადახდა და მოსახლეობის გაყვანა, იმიტომ რომ არის სახელმწიფო ინტერესი. და ამ შემთხვევაში ადგილობრივმა მოსახლემ უნდა მიიღოს სამართლიანი კომპენსაცია და მოხდეს ვთქვათ მისი უფლებების გათვალისწინება.

როდესაც ქვეყნის ინტერესზე ლაპარაკი, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა პირველ რიგში ქვეყნის ინტერესი დააყენოს წინ. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, უნდა იყოს სამართლიანი კომპენსაცია და ღია ლაპარაკი - ახსნა რატომ, რისთვის, რა სარგებელი აქვს ამით ქვეყანას და ამ ადამიანის ეკონომიკური მდგომარეობა არ უნდა გაუარესდეს, თუ არ გაუმჯობესდება“, - განმარტავს გიორგი მირცხულავა. 

კომპანია "ბემონის" მმართველი პარტნიორის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით ხუდონის აშენების შემდეგ ხუდონის გამომუშავება თითქმის უტოლდება ენგურჰესის ქართულ წილს.

„გეტყვით, რომ ხუდონის დაგროვებული წყალი მერე მიემართება ენგურის კაშხალში.  ზევით დაგროვდება ხუდონზე, შემდეგ ეს წყალი მიემართება ენგურის კაშხალში და შესაბამისად ჩვენ უფრო მეტი გამომუშავება გვექნება ენგურჰესზე. ენგურჰესი არის ქვაკუთხედი ჩვენი ტარიფის, იმიტომ რომ დაბალი ფასი არის ენგურის ტარიფის და ის აბალანსებს მთლიანად ვთქვათ ჩვენს ტარიფს“, - აღნიშნა გიორგი მირცხულავამ. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ „ხუდონჰესის“ პროექტი შესაძლოა სახელმწიფოს თანამონაწილეობით განხორციელდეს,

დღეს არ არის გამოკვეთილი არც ერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ის იქნება დაკავებული „ხუდონჰესის" პროექტით, დღეს ეკონომიკის სამინისტრო უშუალოდ ამუშავებს ამ პროექტს, მათ შორის იმისათვის, რომ გაამზადოს წინადადებები ინვესტორებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ხუდონჰესი" არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი, რომელიც მაქსიმალურად სწრაფი ტემპით განხორციელდება.

„დღეს არ არის გამოკვეთილი არც ერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ის იქნება დაკავებული „ხუდონჰესის" პროექტით. დღეს ეკონომიკის სამინისტრო უშუალოდ ამუშავებს ამ პროექტს, მათ შორის იმისათვის, რომ გაამზადოს წინადადებები ინვესტორებისთვის. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი, რომელიც მაქსიმალურად სწრაფი ტემპით განხორციელდება. ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი დავალება, რაზეც აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტროს მთელი გუნდი, მათ შორის პირველ რიგში ენერგეტიკის სფეროში მომუშავე გუნდი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კითხვაზე, „ხუდონჰესს" სახელმწიფო ააშენებს თუ ინვესტორი, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების საფუძველზე პოტენციურ ინვესტორებთან.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ სახელმწიფოს თანამონაწილეობასაც ამ პროექტის განხორციელებაში, ფინანსურ ნაწილს ვგულისხმობ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ აფასებს მეღვინეობა „ჩელთი“ ProWein Düsseldorf-ის გამოფენას და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ

30.03.2026.18:00

მეღვინეობა „ჩელთი“ ახლახანს მონაწილეობდა ProWein Düsseldorf-ის გამოფენაში. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის კომერციული დირექტორი, ანა მირიანაშვილი, აღნიშნავს გამოფენა მათთვის მნიშვნელოვანი იყო როგორც არსებულ იმპორტიორებთან და პარტნიორებთან შეხვედრისთვის, ისე ახალ პარტნიორებთან მოლაპარაკებების დასაწყებად.

„ჩვენ ახლახანს მონაწილეობა მივიღეთ ProWein Düsseldorf-ის გამოფენაში, რომელიც გერმანიაში ჩატარდა. გერმანიის ბაზარი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია, რადგან გვაქვს საკუთარი საწყობები და ვთანამშრომლობთ რამდენიმე დიდ ქსელთან.

გამოფენა მნიშვნელოვანი იყო როგორც არსებულ იმპორტიორებთან და პარტნიორებთან შესახვედრად, ისე ახალ პარტნიორებთან მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს გამოფენა განსაკუთრებით საინტერესო იყო ადგილობრივი ბაზრისთვის.

ჩვენი გამოცდილება გამოფენაზე საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა - ამჟამად ორი ახალი კონტრაქტის გაფორმებას განვიხილავთ, რომლებიც გამოფენის შედეგია, და ორივე ძალიან მნიშვნელოვანი ქსელია “, - აღნიშნავს ანა მირიანაშვილი.

კომპანია სამომავლოდ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს.

„წელს გეგმაში გვაქვს ამერიკის ბაზარს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ. ერთი თვეში მივდივართ მაიამიში, სადაც დაგეგმილი გვაქვს დიდი გამოფენა. ეს შესაძლებლობაა, როგორც არსებულ იმპორტიორებთან შეხვედრისთვის, ისე იმ შტატებში დისტრიბუტორების მოძიებისთვის, სადაც ჯერ-ჯერობით წარმომადგენლობა არ გვაქვს.
ამერიკის ბაზარი საკმაოდ სპეციფიკურია, მოთხოვნები შტატების მიხედვით განსხვავდება. სწორედ ამიტომ, თითოეულ შტატში საჭიროა სხვადასხვა დისტრიბუციის პარტნიორი. ამ მიზანს ისახავს ჩვენი ვიზიტი, რათა ამერიკის ბაზარზე პოზიციები უფრო გავამყაროთ “, - აცხადებს კომპანიის კომერციული დირექტორი.

ინფორმაციისთვის, მეღვინეობა „ჩელთი“ ამ დროისთვის 20-მდე დასახელების ღვინოს აწარმოებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა