მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საწარმოო ხაზის გაფართოება იყო, რაც წარმატებით შევასრულეთ - Jimsher
Jimsher - ი პირველი ქათული ვისკია, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ელისო ღირდალაძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სფეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„ქართველი“ ალჰოკოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2015 წელს ჯიმშერ ჩხაიძე-ასკანელმა დაარსა.
„ქართველი“ არ არის უბრალოდ მეღვინეობა, „ქართველი“ არის ჰაბი, რომელიც ქართული ვაზისა და ღვინის წარსულს, აწმყოსა და მომავალს აერთიანებს.
კომპანიის პორტფოლიოში შედის რამდენიმე წარმატებული ბრენდი: ღვინოები „ქართველი“ და „გვარიანი“, ბრენდი „ორბელიანი“ და პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“.

ჯიმშერი არის ბრენდი, რომელსაც თავისი დამოუკიდებელი, დიდი ისტორია აქვს. თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში მუშაობდნენ ტექნოლოგები, იმისათვის, რომ „ჯიმშერს“ მიეღო ის გემო და ხასიათი, როგორიც ახლა აქვს. საუკეთესო ტრადიციებით დამზადებული, უმაღლესი ხარისხის ვისკი, დავარგებას გადის იმ კასრებში, რომლებშიც ღვინო „საფერავი“, „წინანდალი“ და „ტრადიციული ქართული ბრენდი“ ინახებოდა. ამ მეთოდის გამოყენების შედეგად, სასმელი იღებს ისეთ განსაკუთრებულ ხასიათსა და გემოს, რომელიც საშუალებას იძლევა ხელახლა აღმოაჩინო ვისკი - ვისკი ქართული აქცენტით.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კომპანიის არსი დაფუძნებულია სიძველისა და სიახლის, თანამედროვეობისა და წარსულის შერწყმაზე.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
პირველ რიგში, კომპანია ქართველს კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს მაღალი ხარისხის პროდუქცია, რა თქმა უნდა, ამას უზრუნველყოფს ტექნოლოგიურად გამართული, უახლესი და ულტრათანამედროვე, გერმანული და იტალიური დანადგარებით აღჭურვილი ღვინის ქარხანა და ვისკის დისტილერია. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, „ქართველის“ პორტფოლიოში შედის პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“, რომელიც ერთადერთი ვისკის დისტილერიაა, მთელს ამიერკავკასიაში.

გარდა ამისა, კომპანია ფლობს სხვადასხვა ადგილწარმოშობის მიკრო ზონის ვენახებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ასევე, ქარხნის ტერიტორიაზე გაშენებულია 500-მდე ქართული და უცხოური ჯიშის ვაზის უნიკალური საცავი.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
მიმდინარე წლის გეგმა იყო საწარმოო ხაზის გაფართოება და ეს გეგმა წარმატებით შევასრულეთ. რაც შეეხება შემდეგი წლის გეგმებს, ჩვენი უახლოესი მიზნები უკავშირდება საექსპორტო ბაზრის გაფართოებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასევე დაწყებულია ახალი ქარხნის მშენებლობა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს მიიღოს და გადაამუშავოს უფრო მეტი ნედლეული. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ამჟამად 7 სახეობის ვისკს აწარმოებს.
სხვა სიახლეები
Breaking News: შავი პარასკევის ყველაზე დიდი ფასდაკლება PSP-ში დაიწყო
24.11.2025.12:28
21–30 ნოემბერს, PSP მომხმარებლებს შავი პარასკევის ყველაზე მასშტაბურ ფასდაკლებებს სთავაზობს. შოპინგის მოყვარულებისთვის ეს საუკეთესო დროა განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლონ თავის მოვლის, კოსმეტიკისა და ბავშვთა პროდუქტებზე, საკვებ დანამატებსა ჰიგიენის საშუალებების სრულ ასორტიმენტზე.
შავი პარასკევის ფარგლებში, ყოველი დღე ახალ შეთავაზებას უდრის: -40%, - 50%, 60%, 70% და 80%-იანი ფასდაკლებები, ასევე საჩუქრები და სხვა ისეთი შესაძლებლობები, რომელიც შოპინგს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
თვალი ადევნეთ PSP-ს Black Friday შეთავაზებებს და იშოპინგეთ ყველაზე დიდი ფასდაკლებით.