მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7077
0.0028
flag
AZN 1.5861
-0.0002
flag
CNY 38.671
0.0052
flag
EUR 3.1503
0.0098
flag
GBP 3.6306
0.0151
flag
KZT 52.86
0.0003
flag
TRY 0.0625
0
flag
USD 2.6967
-0.0004

მიმდინარე წელს მოთხოვნა როგორც სასტუმრო Bakuriani Inn-ის, ასევე ზოგადად ბაკურიანის კურორტის მიმართ, საკმაოდ მაღალია - ნინა გაჩეჩილაძე

news image

სასტუმრო ბაკურიანი ინნ • Bakuriani Inn მიმდინარე ზამთრის ტურისტულ სეზონს აფასებს ძალიან წარმატებულად, -  ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Inn Hospitality-ს კომერციულმა დირექტორმა ნინა გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, წლის დასაწყისში, განსაკუთრებით ახალი წლის პერიოდში, კურორტზე დამსვენებელთა მაღალი აქტივობა მნიშვნელოვნად აისახა სასტუმროს დატვირთულობაზე.

„მოთხოვნა სეზონის დაწყებიდანვე იყო მაღალი, რასაც ხელს უწყობდა როგორც ხელსაყრელი ამინდის პირობები, ისე ბაკურიანის, როგორც კურორტის, მიმართ გაზრდილი ინტერესი. ამ ეტაპზე სასტუმროს დატვირთულობა სტაბილურად მაღალია და ხშირ შემთხვევაში მაქსიმალურ მაჩვენებელს აღწევს, რაც მიმდინარე სეზონის დადებით დინამიკაზე მიუთითებს“, - განმარტავს ნინა გაჩეჩილაძე. 

Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს მოთხოვნა როგორც სასტუმრო Bakuriani Inn-ის, ასევე ზოგადად ბაკურიანის კურორტის მიმართ, საკმაოდ მაღალია.

„სეზონი აქტიურად დაიწყო და ინტერესი მთელი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნებულია. არსებული მონაცემები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ბაკურიანი მიმდინარე პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კურორტად ჩამოყალიბდა და აღნიშნული ტენდენცია სეზონის დარჩენილ ნაწილშიც გაგრძელდება“, - აცხადებს Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორი.

Bakuriani Inn-ის მაგალითზე ადგილობრივი სეგმენტის გარდა, მიმდინარე სეზონში განსაკუთრებით აქტიურობენ უცხოური ბაზრებიც.

„ტრადიციულად მნიშვნელოვანი რჩება მეზობელი ქვეყნების მხრიდან შემოსული მოთხოვნა. ჩვენი სტუმრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ ვიზიტორები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, გალფის ყურისა და ინდოეთიდან, ტრადიციულად აქტიური რჩება ისრაელი და ადგილობრივი ბაზარიც“, - აცხადებს ნინა გაჩეჩილაძე. 

აღსანიშნავია ისიც, რომ Inn Hospitality-ში სეზონის დარჩენილ პერიოდს ოპტიმისტურად აფასებენ.

„არსებული ტენდენციებისა და წინასწარი ჯავშნების გათვალისწინებით, მოსალოდნელია დატვირთულობის შენარჩუნება სეზონის ბოლომდე. ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად კვლავ ამინდის პირობები რჩება: სტაბილური თოვლი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოთხოვნის ზრდას, მაშინ როდესაც არასტაბილურმა ამინდმა შესაძლოა გარკვეული გავლენა იქონიოს ტურისტულ აქტივობაზე. საერთო ჯამში, ბაკურიანის მზარდი პოპულარობა, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და კურორტის მზადყოფნა ქმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ სეზონი წარმატებით გაგრძელდეს“, - განმარტავს ნინა გაჩეჩილაძე. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ინოვაციური არქიტექტურული კომპანია – Gensler ქუთაისის ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირების პროცესში ჩაერთო

12.01.2026.17:52

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტს მსოფლიოში წამყვან არქიტექტურულ კომპანიასთან - Gensler-თან ერთად ამზადებს.

1965 წელს დაფუძნებული ამერიკული კომპანია, საქართველოში პირველ პროექტს ახორციელებს ქართულ კომპანია „დემარკთან“ ერთად.

კომპანიის წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე და „დემარკის“ წარმომადგენლები შეხვდნენ.

Gensler-ის ფილოსოფია ეფუძნება ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას, მდგრადობასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს. კომპანიის პროექტები კი, მათ შორის, Moody Centre Basketball and Events Area (აშშ), YOFC სათავო ოფისი (ჩინეთი), Adobe Founders Tower (აშშ) აღიარებულია თანამედროვე არქიტექტურის სიმბოლოდ.

კომპანიის ნამუშევრები ხაზს უსვამს ქალაქების იდენტობასა და კულტურას, ხოლო დიზაინი ეფუძნება საზოგადოებაზე ზრუნვას და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას.

Gensler-თან თანამშრომლობით ქუთაისში, 5 000 მაყურებელზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტი მზადდება.
შენობაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა მოეწყოს სპორტული დარბაზები,  სატრენაჟორო სივრცე, აუზი, მსაჯების და დოპინგ-კონტროლის ოთახები.

 ამასთან, მრავალფუნქციურ სპორტის სასახლეში დაგეგმილია საკონფერენციო დარბაზის, პრესის სამუშაო სივრცის და საერთაშორისო დელეგაციების ოთახების მოწყობა. შენობაში განთავსდება, ასევე, სპორტული მაღაზია და კაფეტერია.
 გარდა ამისა, სპორტის სასახლის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ავტოსადგომის, რეკრეაციული ზონების, გზებისა და ბილიკების მოწყობა.
 შენობა სრულად იქნება  ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

ქუთაისის   სპორტის სასახლეში შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების მასპინძლობა, ასევე,  კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა.

აღსანიშნავია, რომ ამერიუკული კომპანია Gensler-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის როგორც კერძო სექტორისთვის, ისე ქართველი არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე არქიტექტურული სტანდარტების დანერგავს ქვეყანაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა