მიმაჩნია, რომ საბანკო სექტორი საქართველოში არის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი და მამოძრავებელი - ირაკლი რუხაძე
Business Insider Georgia-სთან საინვესტიციო ჯგუფის „ჰანიველ პარტნერსის“ დამფუძნებელი ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ ის დოვლათი, რომელსაც კომპანიები ქმნიან სწორედ საბანკო სექტორის გავლით ხორციელდება.
„მე მიმაჩნია, რომ საბანკო სექტორი საქართველოში არის ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი და ასევე ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი საქართველოს ეკონომიკის. ძალიან დიდი ნაწილი რესურსების, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში ჩადის და ქმნიან დოვლათს, კომპანიებს, სხვადასხვა პროდუქტს - გადის საბანკო სფეროს მეშვეობით. ეს ასე უნდა იყოს თუ არა? რა თქმა უნდა არ არის აუცილებელი ასე იყოს, სხვა რაღაცებიც შეიძლება იყოს, მაგრამ ასე მოხდა და ის, რომ საბანკო სფერომ ეს თავის თავზე მოახერხა ამის წაღება ეს ძალიან დიდი პლუსია. ახლა რატომ არ განვითარდა საფონდო ბაზარი, რატომ არის შეუძლებელი ვთქვათ უფრო კარგად განვითარებული სასესხო და პირდაპირი ინვესტიციები არსებობდეს, ვთქვათ კომპანიებს და ხალხს შეეძლოს, ხალხი იქნება თუ სხვა დაინტერესებული მხარე ვისაც საქართველოში დაბანდება უნდა შეეძლოს პირდაპირ დააბანდოს და არ გაიაროს მაინცდამაინც ბანკების საშუალებით ეს არ ვიცი, მაგრამ ეს ალბათ რაღაცნაირად ესენი პროფესიონალური ორგანიზაციებია ბანკები, რომლებმაც მოახერხეს, რომ ეს დიდი ნაწილი იმ ნაკადების, რომელიც საქართველოში შემოდის და ეკონომიკაში მიდის გაიაროს მათგან. ეს ალბათ ნელ-ნელა შეიცვლება, მაგრამ დღეს ასეა და ამისთვის მათ ძალიან დიდი მადლობა. იმიტომ, რომ ძალიან დიდი როლი აქვთ ამ ზრდაში“, - აცხადებს რუხაძე.
სხვა სიახლეები
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას
12.12.2025.16:35
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს.
ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და VOULEZ-VOUS, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სადღესასწაულო შოპინგი დანახარჯების გარეშე დაიწყონ - შეთავაზების მიხედვით, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სასურველი ნივთები ეფექტური 0%-ში და გადახდა მოგვიანებით დაიწყონ.
1. HOME
HOME-ში შეთავაზება აქტიურია 13 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით. მაღაზიაში დეკორაციული ნივთების შეძენა ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას 20% ფასდაკლებითაა შესაძლებელი. შეთავაზება არ ვრცელდება უკვე ფასდაკლებულ ნივთებზე.
2. ძველი სუფრა
15 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალფეროვანი სახლის დეკორის, ხელნაკეთი აქსესუარების, სუვენირებისა და საჩუქრის ნაკრების შეძენა ძველი სუფრის ფიზიკურ ობიექტებში 40%-იანი ფასდაკლებით - ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას. შეთავაზება სრულ კოლექციაზე ვრცელდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქტები დღესვე აირჩიოს და გადახდა ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად განახორციელოს.
3. iPLUS
17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით iPLUS-ის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში მინიმუმ 1500 ლარის ღირებულების ტექნიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 150 ლარის ქეშბექი მიიღონ.
4. VOULEZ-VOUS
Voulez-vous-ში ასორტიმენტის დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება უკვე დაიწყო. ამასთანავე, 15–18 დეკემბრის პერიოდში, სუნამოების, კანის მოვლისა თუ დეკორატიული კოსმეტიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას, მომხმარებლები დამატებით 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ (სასაჩუქრე ვაუჩერების, Chanel-ის, Dior-ის, Guerlain-ის, Givenchy-ის და Kenzo-ს პროდუქტების გარდა).