მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7086.9
0.0238
flag
AZN 1.5961
0.0037
flag
CNY 38.208
0.0149
flag
EUR 3.2143
0.0164
flag
GBP 3.7053
0.0129
flag
KZT 50.12
0.0003
flag
TRY 0.0657
0.0001
flag
USD 2.7143
0.0063

მიკრობანკმა „კრისტალმა“ Symbiotics-ის ფონდებიდან 5 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო

news image

მიკრობანკმა „კრისტალმა“ Symbiotics-ის ფონდებიდან 5 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მოიზიდა. ტრანზაქცია მოიცავს 5 მილიონ აშშ დოლარის მოცულობის სესხს, რომელიც ეროვნულ ვალუტაშია ნომინირებული და ადგილობრივი მომხმარებლების საჭიროებებთან მაქსიმალურ შესაბამისობას უზრუნველყოფს.

მიღებული რესურსი მიმართული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების (MSMEs), ასევე დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახების მხარდასაჭერად, რაც ხელს შეუწყობს მათ ეკონომიკურ განვითარებას.

„კრისტალსა და Symbiotics თითქმის 10-წლიანი პარტნიორობა აკავშირებთ. ამ ხნის მანძილზე ჯამში 18 ტრანზაქცია განხორციელდა და კრისტალმა 40 მილიონ დოლარზე მეტი მოიზიდა. მოხარულები ვართ, რომ ამჯერად ეს თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც კიდევ უფრო აფართოებს „კრისტალის“ დაფინანსების წყაროების ბაზას და გვაძლევს საშუალებას, გავაგრძელოთ პასუხისმგებლიანი ზრდა, მდგრადი განვითარება და ამით ხელი შევუწყოთ ჩვენს არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს, რაც ასეცე თავისთავად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებას,“ - აღნიშნავს „კრისტალის“ გენერალური დირექტორი, ილია რევია.

როგორც Symbiotics Investments-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა მენეჯერმა, ალექსანდრ ფანდომ განაცხადა „ეს ახალი დაფინანსება „კრისტალთან “ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის ნაწილია და ადასტურებს ინვესტორების განგრძობით ინტერესს საქართველოს მიკრო და მცირე ბიზნესის კლიენტების მხარდაჭერის მიმართ. ჩვენ მოუთმენლად ველით რეგიონში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შენარჩუნებასა და შემდგომ ზრდას“.

მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.

Symbiotics Investments შესახებ: Symbiotics წარმოადგენს ბაზარზე წვდომის წამყვან პლატფორმას გავლენის მქონე ინვესტიციებისთვის, რომლებიც განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების კერძო ბაზრებზეა მიმართული. ჯგუფის მომსახურებები აერთიანებს ინვესტიციებს, აქტივების მართვასა და შესაძლებლობების გაფართოების სერვისებს. 2005 წლიდან Symbiotics Investments-მა 8200-ზე -ზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, რაც 99 ქვეყანაში 608 კომპანიის 10,5 მილიარდი აშშ დოლარზე მეტით დაფინანსებას მოიცავს და 19 ფონდის მანდატით არის წარმოდგენილი. Symbiotics-მა პარტნიორ კომპანიებს დამატებით მიაწოდა 170-ზე მეტი ტექნიკური დახმარების პროგრამა, 19 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულებით.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჟინის წარმატება გარდაუვალია: გაიცანი ლუკა ხუნდაძე, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამაში

18.09.2025.14:47

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს, სწორედ ამიტომ, ბანკი 2013 წლიდან CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია. ინიციატივის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ რჩეულებს ასახელებს და მათ დიდ ბრიტანეთში სასურველ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს სრულად უფინანსებს.

წელს CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამაში საქართველოს ბანკის ერთ-ერთი სტიპენდიატი ლუკა ხუნდაძე გახდა. 

ლუკა მეწარმეობისა და ინოვაციების ერთწლიან სამაგისტრო კურსს ლონდონში, ბირბეკის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით გაივლის. ლონდონში ცხოვრებისთვის ყველა საჭირო ხარჯს კი საქართველოს ბანკი დაფარავს. ლუკამ საკუთარი გამოცდილება, სამომავლო გეგმები და რჩევები გაგვიზიარა.

ლუკა სარეკლამო სააგენტო Quick-ის თანადამფუძნებელია. როგორც თავად გვიყვება, CHEVENING-ის კონკურსანტობა რაღაც კუთხით ამ სფეროში მუშაობას ჰგავს:

„ჩემი საქმიანობა მეწარმეობასა და მარკეტინგთან ერთდროულად მაკავშირებს. ორივე სფეროში წარმატება ძალისხმევაზე, ჟინზე, სიჯიუტეზეა დამოკიდებული, მაგრამ რჩება რაღაც ნაწილი, რომელშიც უნდა გაგიმართლოს. Chevening-ის კონკურსიც კრეატიულ ინდუსტრიას ჰგავს, აქაც წარმატების დიდი წილი დისციპლინაზეა დამოკიდებული, რამდენ დროს დაუთმობ ესეს რამდენჯერმე გადაწერას, ინტერვიუს მოდელირებას. თუმცა, რამდენჯერაც უნდა გაიმეორო ეს ყველაფერი, მაინც რჩება რაღაც ნაწილი, სადაც უნდა გაგიმართლოს“.

შეუპოვარი შრომის მიუხედავად, ლუკა თავდაპირველად სტიპენდიატების რეზერვში მოხვდა. ეს იყო მომენტი, როცა გული ყველაზე მეტად დაწყდა.  

„რეზერვში რომ მოვხვდი, გული დამწყდა, თუმცა მარტივად მივიღე, რადგან ვიცოდი, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთე და მომავალში აუცილებლად ვცდიდი კიდევ. იმედგაცრუების მერე რომ გავიგე, რეზერვიდან გამარჯვებულთა სიაში გადავინაცვლე, სულ სხვანაირად ამაღელვებელი შეგრძნება მქონდა“.

ჩივნინგის ერთ-ერთი თემა სამომავლო გეგმების შესახებაა. ამიტომ ყველა აპლიკანტს აქვს ხედვა, როგორ გამოიყენებს მიღებულ გამოცდილებას საკუთარ ქვეყანაში. ლუკას სურს, ბრიტანული სტანდარტები ქართულ ბაზარზე დაამკვიდროს და მარკეტინგული და სტარტაპ ეკოსისტემების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

CHEVENING-ის მომავალ კონკურსანტებს ლუკამ საინტერესო რჩევებიც გაუზიარა:

„ყველას ვურჩევდი, მაქსიმალურად გამოიყენონ ციფრული პლატფორმები, უყურონ სტიპენდიატების ვიდეოებს YouTube-ზე, სადაც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ. Chevening-ის მიზანია, იპოვოს ადამიანები, რომლებიც განვითარებად ქვეყნებში სხვადასხვა ინდუსტრიის განვითარებაში შეიტანენ წვლილს. დრო და სიტყვების რაოდენობა კი შეზღუდულია, ამიტომ სულ 1200 სწორი და საჭირო სიტყვა უნდა იპოვო და ისე მოჰყვე ამბავს. პროცესი რთულია, მაგრამ საინტერესო. აუცილებლად ყველამ უნდა სცადოს ბედი, ვისაც საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის შექმნა სურს“. 

ირწმუნე საკუთარი თავის

CHEVENING-ის პროგრამა მომავალ ლიდერებს ეძებს, შეუჩერებლებსა და მიზანდასახულებს. თუ შენც გიფიქრია, რომ სხვების ცხოვრების გაუმჯობესება შეგიძლია და გინდა, უკეთესი ცოდნა და გამოცდილება დააგროვო, აუცილებლად გადადი ბმულზე და შეავსე აპლიკაცია 7 ოქტომბრის ჩათვლით.

მთავარია, იყო ამბიციური და არ გეშინოდეს მარცხის. გახსოვდეს, რომ ჟინმა განათლების გზაზე გაჩერება არ იცის და ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც არ ჩერდება.

ინფორმაციისთვის, ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა