მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

news image

მიკრობანკმაემბისიმსააგენტოსაწარმოე საქართველოშიკაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 21.3 მილიონი ლარის 2-წლიანი ობლიგაციები განათავსააღნიშნული ემისია 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის პირველი ტრანშია. მოზიდულ სახსრებს კომპანია არსებული ფინანსური ვალდებულებების რეფინანსირებისთვისა და სასესხო პორტფელის ზრდისთვის გამოიყენებს

ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი TIBR 3M + 4.0%-ით განისაზღვრა, რაც წინა ემისიასთან შედარებით 0.25 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული. ხაზგასასმელია, რომ ობლიგაციების ერთ-ერთი ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდია - ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც  საქართველოს საპენსიო ფონდი მიკრობანკის ფასიან ქაღალდებს ყიდულობს

ემბისიმწარმატებით განახორციელა 21.3 მილიონი ლარის ობლიგაციების პირველი ტრანში თიბისი კაპიტალის ხელშეწყობითა და სააგენტოსაწარმოე საქართველოშიმხარდაჭერით. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ფაქტს, რომ ობლიგაციების  ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდი გახდა. აღსანიშნავია, რომემბისიპირველი მიკრობანკია ქართულ ბაზარზე, რომელმაც საქართველოს საპენსიო ფონდის მსგავსი მხარდაჭერა მიიღო, რაც კომპანიის ფინანსურ სტაბილურობასა და საინვესტიციო პოტენციალზე მიუთითებს და მისი შემდგომი განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.“ - გია პეტრიაშვილი, „ემბისის“  გენერალური დირექტორი

მოხარულები ვართ, რომ თიბისი კაპიტალსა და მიკრობანკემბისის“  შორის პირველი წარმატებული თანამშრომლობა შედგა. ემიტენტთან წარმატებული კოლაბორაციის შედეგად, კომპანიამ წინა ემისიასთან შედარებით 0.25 საპროცენტო პუნქტით გაუმჯობესებული პირობებით გამოუშვა ბონდები. ასევე, წარმატებით მოხერხდა ინვესტორთა ბაზის გაფართოება. თიბისი კაპიტალი აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში, წლის დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით 100 მილიონ ლარამდე მოცულობის ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში მივიღეთ მონაწილეობა, რითიც ხელს ვუწყობთ დაინტერესებულ მხარეებს, ახალი საინვესტიციო და დაფინანსების მექანიზმების მოძიებაში”,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

სააგენტოაწარმოე საქართველოშიმნიშვნელოვან როლს ასრულებს კაპიტალის ბაზრის სტრუქტურული რეფორმის პროცესში, რომლის მიზანია ფასიანი ქაღალდების სახეობებისა და რაოდენობის გაზრდა და მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. რეფორმა ასევე ხელს უწყობს ადგილობრივ ინვესტორთა ბაზის გაძლიერებას. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2024 წლის აპრილიდან ამოქმედდა და მან საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია კომპანიებში. ამ მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში შემოსულია 16 კომპანიის 20 განაცხადი და მხარდაჭერილია 6 კომპანიის მიერ განთავსებული 8 ემისიააღნიშნული ემისიების შედეგად, საფონდო ბაზარზე მოზიდულია დაახლოებით 241 მილიონი ლარის ოდენობის დამატებითი საინვესტიციო კაპიტალი. აღსანიშნავია, რომ კომპანიაემბისიპირველი მიკრობანკია საქართველოში, რომელმაც აღნიშნული სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა.“ - მიხეილ ხიდურელი, სააგენტოსაწარმოე საქართველოშიდირექტორი.

მოხარული ვართ, რომ საქართველოს საპენსიო ფონდმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ადგილობრივი კორპორატიული ობლიგაციების ბაზრის გაღრმავებისკენ და მონაწილეობა მიიღო მიკრობანკემბისის" ობლიგაციების წარმატებულ განთავსებაში. ეს ჩვენი მეცხრე ინვესტიციაა ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში და ვაგრძელებთ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციას ადგილობრივ ფინანსურ ინსტრუმენტებში. მივესალმებით, რომ ტრანზაქცია განხორციელდა სააგენტოაწარმოე საქართველოში"-ს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბაზრის სტიმულირებასა და ქართული კომპანიებისთვის დაფინანსების ახალი წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული წარმატებული განთავსება და მასში ჩვენი მონაწილეობა გახდება დამატებითი სტიმული ახალი ადგილობრივი ემისიებისთვის, რაც საშუალებას მოგვცემს, საპენსიო დანაზოგები დავაბანდოთ ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებში და ხელი შევუწყოთ ქვეყნის კაპიტალის ბაზრის გრძელვადიან განვითარებას ჩვენი მონაწილეების საუკეთესო ინტერესების დაცვით." - ანა ნაჭყებია, საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი.

"ემბისი" პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელმაც მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას. „ემბისი“ 8 რეგიონში, 17 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მომხმარებლებს საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. წამყვანი ევროპული სარეიტინგო სააგენტო Scope Rating-საგან ემბისის მინიჭებული აქვს B+ საკრედიტო რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით (B+ Stable).

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას

12.12.2025.16:35

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს.

ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და VOULEZ-VOUS, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სადღესასწაულო შოპინგი დანახარჯების გარეშე დაიწყონ - შეთავაზების მიხედვით, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სასურველი ნივთები ეფექტური 0%-ში და გადახდა მოგვიანებით დაიწყონ.

1. HOME

HOME-ში შეთავაზება აქტიურია 13 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით. მაღაზიაში დეკორაციული ნივთების შეძენა ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას 20% ფასდაკლებითაა შესაძლებელი. შეთავაზება არ ვრცელდება უკვე ფასდაკლებულ ნივთებზე.

2. ძველი სუფრა

15 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალფეროვანი სახლის დეკორის, ხელნაკეთი აქსესუარების, სუვენირებისა და საჩუქრის ნაკრების შეძენა ძველი სუფრის ფიზიკურ ობიექტებში 40%-იანი ფასდაკლებით - ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას. შეთავაზება სრულ კოლექციაზე ვრცელდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქტები დღესვე აირჩიოს და გადახდა ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად განახორციელოს.

3. iPLUS 

17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით iPLUS-ის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში მინიმუმ 1500 ლარის ღირებულების ტექნიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 150 ლარის ქეშბექი მიიღონ.

4. VOULEZ-VOUS

Voulez-vous-ში ასორტიმენტის დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება უკვე დაიწყო. ამასთანავე, 15–18 დეკემბრის პერიოდში, სუნამოების, კანის მოვლისა თუ დეკორატიული კოსმეტიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას, მომხმარებლები დამატებით 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ (სასაჩუქრე ვაუჩერების, Chanel-ის, Dior-ის, Guerlain-ის, Givenchy-ის და Kenzo-ს პროდუქტების გარდა).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა