მიკრობანკი „კრისტალი“ საქართველოს საბანკო ასოციაციის წევრი გახდა
„კრისტალი“ ერთ-ერთი პირველი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელსაც 2025 წლის 12 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკის ლიცენზია გადასცა.
მიკრობანკი „კრისტალი“ ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა მიკრო და მცირე ბიზნესების დაკრედიტების სფეროში, მათ შორის რეგიონების მასშტაბით, სადაც კომპანია 48 ფილიალით არის წარმოდგენილი.
„ასოციაციის წევრობა კრისტალისათვის წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს მისი, როგორც სრულფასოვანი ფინანსური ინსტიტუტის სტატუსს და ხაზს უსვამს მის როლს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების საქმეში. „კრისტალი“ უკვე მრავალი წელია, ემსახურება ათასობით მომხმარებელს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებს და ამ ნაბიჯით კიდევ უფრო აძლიერებს საკუთარ პოზიციას საქართველოს საბანკო სისტემაში“ - აღნიშნავს კრისტალის გენერალური დირექტორი, ილია რევია.
კრისტალის სტრატეგია ითვალისწინებს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და ფიზიკური პირებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. კომპანიამ 16 ივნისიდან უკვე დაიწყო მომხმარებლებისთვის სრული საბანკო სერვისების შეთავაზება, მათ შორის საბანკო ანგარიშები, ანაბრები, დეპოზიტი, საინვესტიციო პროდუქტი „მონეტა“ და სხვა.
საქართველოს საბანკო ასოციაცია აერთიანებს საბანკო სექტორს, მათ შორის კომერციულ ბანკებს, ციფრულ ბანკს და ახლა უკვე მიკრობანკსაც.
საბანკო ასოციაცია მიზნად ისახავს ფინანსური სექტორის ინტერესების დაცვას, ბაზრის სტაბილურობის ხელშეწყობას, ერთიანი სექტორული პროექტების განხორციელებას, ფინანსური განათლების და ინოვაციების მხარდაჭერას. ასოციაციის სტრატეგია ეფუძნება პარტნიორობას, გამჭვირვალობას და ემსახურება სექტორის, როგორც ერთიანი სისტემის განვითარებას.
მიკრობანკი „კრისტალის“ სახით ასოციაციას კიდევ ერთი მნინშვნელოვანი წევრი შეემატა. კრისტალი ჩაერთვება ასოციაციის მიერ ორგანიზებულ თემატურ კომიტეტებში და ასევე სექტორულ საკანონმდებლო განხილვებში და საერთო სექტორულ კაპანიებში.
„კრისტალი“ პირველი მიკრობანკია რომელიც ასოციაციის წევრი გახდა. საბანკო ასოციაციის და მთელი სექტორის სახელით მივესალმებით კრისტალს, როგორც უნიკალური გამოცდილების მქონე ორგანიზაციას. კრისტალი ასოციაციას ისეთი გამოცდილებით გაამდიდრებს, როგორიცაა მიკრო და მცირე მეწარმეების დაკრედიტებისა და მათი ეკონომიკური ჩართულობის ხელშეწყობა, რეგიონებთან მუშაობის გამოცდილება და მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. ამავდროლად, სექტორის გამოცდილების გაზიარებით, ასოციაციისგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას მიიღებს საბანკო პროცესების, პრაქტიკების და სისტემების იმპლემენტაციის პროცესში”- აღნიშნავს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე.
მიკრობანკი კრისტალი ღირებულ და უნიკალურ წევრად მოიაზრება ასოციაციის საქმიანობის ფარგლებში. ასოციაციაში გაწევრიანება არამხოლოდ აღიარებაა ორგანიზაციის ტრანსფორმაციის პროცესის წარმატებით გავლის, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა სექტორის შიგნით თანამშრომლობის გაღრმავებისა და პასუხისმგებლიანი საბანკო პრაქტიკის განმტკიცებისთვის.
სხვა სიახლეები
31.07.2025.10:28
ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი 2 აგვისტოს, ვალდო ვეზერსის დაუვიწყარი კონცერტით დაიხურება. სცენის რაინდად წოდებული მუსკალური მოგზაური საქართველოში თავის ევროპულ ბენდთან ერთად ჩამოდის და ეს კონცერტი იქნება ამერიკული და ევროპული ბლუზის საუცხოო სიმბიოზი; ასევე, შეასრულებენ ჯეიმს ბრაუნის ცნობილ ჰიტებს.
სერ ვალდო ვეზერსი - ბლუზის შემსრულებელი და საქსოფონისტი. თავისი უნიკალურობით მან მთელი ევროპა დაიპყრო. ის გამორჩეულია, როგორც პირველი შავკანიანი ქანთრი საქსოფონისტი, რომელიც მუსიკით არღვევს კულტურულ და რასობრივ საზღვრებს.
ვალდო ვეზერსი - ეს მხოლოდ მუსიკოსის სახელი არ არის - ესაა მთლიანი ეპოქის ხმა. არტისტი, რომელმაც ჯეიმს ბრაუნის ფანკის იმპერიაში 15 წელი გაატარა.
2008 წელს, ვეზერსს გერმანიაში მაინბრექსენის სასახლის რაინდის წოდება მიენიჭა.
ასეთ არაჩვეულებრივ ნოტაზე დასრულდება წელს ლაგოდეხის მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი, რომელიც წლების განმავლობაში, თიბისის მხარდაჭერით ტარდება და უკვე სარგებლობს მაღალი რეპუტაციით მუსიკალურ სამყაროში. ფესტივალმა მსმენელს არაერთი დაუვიწყარი ემოცია აჩუქა - საოცარი მუსიკოსები, ბლუზი ლაგოდეხის უნიკალურ გარემოში და გრძნობა, რომ მუსიკა და თავისუფლება მართლაც აქ და ახლაა.
ფესტივალის დასკვნითი კონცერტის ბილეთების შეძენისას, ახალი თიბისი ბარათით, ნებისმიერი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით, ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით.
ფესტივალი მომდევნო ზაფხულამდე გვემშვიდობება.
მომავალ, უკვე მეათე შეხვედრამდე.