მიკრობანკი „კრისტალი“ მეწარმეების მხარდასაჭერად - ვორქშოპი გაყიდვების ზრდისა და მომხმარებლის გამოცდილებისთვის
მიკრობანკი „კრისტალი“ აგრძელებს ბიზნესების მხარდაჭერას არა მხოლოდ ფინანსური სერვისებით, არამედ ცოდნის, გამოცდილებისა და თანამედროვე ბიზნეს ინსტრუმენტების გაზიარებით. ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო კომპლექსური ხდება. ახალი საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შექმნის პარალელურად, კომპანია მეწარმეებს მათ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ და ბიზნესთან დაკავშირებულ საკონსულტაციო სერვისებს სთავაზობს.
„კრისტალისა“ და CX Hub • Customer Experience Management Agency-ს პარტნიორობით ჩატარდა საინტერესო და პრაქტიკული ვორქშოპი თემაზე: „როგორ გავზარდოთ გაყიდვები მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნით“.
“მომხმარებლის გამოცდილება კომპანიების სტრატეგიული უპირატესობის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. მაღალი ხარისხის, თანმიმდევრული და პერსონალიზებული გამოცდილება ზრდის მომხმარებლის ერთგულებას, ნდობას და პოზიტიურ რეკომენდაციებს, რაც პირდაპირ აისახება გაყიდვებსა და ბრენდის იმიჯზე. ინვესტიცია მომხმარებლის გამოცდილებაში არა მხოლოდ ოპერაციული საჭიროებაა, არამედ გრძელვადიანი ზრდისა და კონკურენტული უპირატესობის საფუძველი. კრისტალის მიზანია მეწარმეებისთვის უზრუნველყოს სწორედ ეს მხარდაჭერა - ეფექტური ინსტრუმენტები, ცოდნა და პრაქტიკული სერვისები, რომლებიც საშუალებას აძლევს მათ წარმატებით განვითარდნენ” - აღნიშნავს კრისტალ კონსალტინგის ხელმძღვანელი, გიორგი ჯანელიძე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესის დამფუძნებლები, დირექტორები და სხვადასხვა მიმართულების მენეჯერები, რომლებიც ყოველდღიურად მართავენ პროცესებს და ზრუნავენ მომხმარებელთან ურთიერთობის ხარისხზე.
ვორქშოპის განმავლობაში მონაწილეებმა იმსჯელეს იმ რეალურ გამოწვევებზე, რომლებიც CX-ს უკავშირდება. მათ შორის, როგორ აისახება მომხმარებლის შთაბეჭდილება გაყიდვებზე, როგორი უნდა იყოს ეფექტიანი მომხმარებლის მოგზაურობა (Customer Journey), რა მნიშნელობა აქვს მომხმარებლის ხმის სისტემას (VoC) და რატომ არის თანამშრომელთა გამოცდილება მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი.
ვორქშოპს უძღვებოდნენ CX Hub-ის თანადამფუძნებლები და მმართველი პარტნიორები ნანა ახობაძე და ნათია ჯიბლაძე, რომლებმაც გააზიარეს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება, რეალური ბიზნესქეისები და ის ინსტრუმენტები, რომელთა ინტეგრაცია ნებისმიერ კომპანიას შეუძლია ყოველდღიურ პროცესებში.
მონაწილეებმა ვორქშოპი პოზიტიურად შეფასეს და აღნიშნეს, რომ პრაქტიკული ნაწილი განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა. მიღებული ცოდნა და გაზიარებული ინსტრუმენტები უშუალოდ დაეხმარებათ პროცესების გაუმჯობესებაში.
მიკრობანკი კრისტალი განაგრძობს მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზებას, რათა კიდევ უფრო მეტმა მეწარმემ მიიღოს საჭირო ცოდნა, უნარები, დაინახოს ახალი შესაძლებლობები და წარმატებით განავითაროს საკუთარი ბიზნესი.
მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
ინვესტიციას მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია - ლევან ვეფხვაძე
20.02.2026.22:52
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული პრობლემა სტრუქტურულ აცდენასთან არის დაკავშირებული.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ბიზნესის მოთხოვნილ კვალიფიკაციებსა და უმუშევართა არსებული უნარების შორის შეუსაბამობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. მისი თქმით, სწორედ ეს სტრუქტურული დისბალანსი განსაზღვრავს შრომის ბაზრის მთავარ გამოწვევას და აისახება ბიზნესის განწყობებსა და BAG ინდექსის მაჩვენებლებშიც.
„სტრუქტურული უმუშევრობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ კვალიფიკაციები ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის აცდენილია. ანუ მოთხოვნა-მიწოდება რაოდენობრივი ხომ არ არის მთავარი პროცენტულად, რომ ამდენი სამუშაო ადგილია, ამდენი პროცენტი ვაკანსიაა და ამდენი პროცენტია უმუშევარი. აქ მთავარია რომ არის სტრუქტურული აცდენა კვალიფიკაციებს შორის. ის კვალიფიკაცია რაც ახლა ამ წუთას სჭირდება ბიზნესს და ის კვალიფიკაცია მეორეს მხრივ არის კვალიფიკაცია რომელიც უმუშევარს დღეს აქვს.
აცდენაზე თვითონ ბიზნესმა დაიწყო ძალიან აქტიური მუშაობა, ნაწილობრივ ძალიან გააქტიურებულია მეორეს მხრივ სახელმწიფო, მე ვგულისხმობ პროფესიული განათლების ნაწილში, თუმცა გამოწვევა მაინც რჩება შედარებით მაღალი კვალიფიკაციები, რომელთა მომზადებას სჭირდება დრო.
არის კვალიფიკაციები, რომელიც შეიძლება ექვს თვეში ვასწავლოთ და არის კვალიფიკაციები რომელთაც წლები სჭირდება, რომ ამ კუთხით მოამზადოს და ჩვენ სამწუხაროდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასწორი მიმართულებით მივდიოდით. აღნიშნული ქმედებები არ შეესაბამებოდა ბაზარზე არსებულ კონიუნქტურასა და მოთხოვნას, რის შედეგებსაც დღეს ვიმკით“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
მისივე განცხადებით, შრომის ბაზარზე კვალიფიკაციების სტრუქტურული აცდენის დასაძლევად საჭიროა ბიზნესისა და განათლების სექტორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის ტრენინგ-ცენტრების განვითარება, პროფესიული გადამზადების პროგრამები. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართვა და ორმაგი დიპლომების პროგრამების გაფართოება, რათა ბაზარზე მოთხოვნად კვალიფიკაციებთან შესაბამისი ცოდნა და უნარები გაძლიერდეს.
„კვალიფიკაციებზე ძალიან კარგად მოქმედებს სხვათა შორის უცხოური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმიტომ, რომ ბევრი კვლევა არსებობს რომელიც ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ მონეტარული ასე ვთქვათ კონტრიბუცია რაც შეიძლება ქვეყანაში შემოდიოდეს კონკრეტული ფულის სახით. ამ ფულს მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია.
საბოლოო ჯამში, თქვენ რომ ნახოთ ის ქვეყნები რომლებმაც ბოლო პერიოდში თვითონ მიაღწიეს ტექნოლოგიურ წინსვლას - იაფი სამუშაო ძალის პირობებში მოახერხეს და შემოიტანეს ტექნოლოგიები, შემოიყვანეს ინვესტორები და დღეს უკვე ისინიც თავის დამოუკიდებელ ცურვილზე არიან გადასული იმით, რომ ისინი თვითონ არიან კვლევის ნაწილში პირველები თუ არა მეორეები - მსოფლიოში გლობალურად და არიან ძალიან მაღალ კონკურენტუნარიანები“, - განმარტა ვეფხვაძემ.