მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7111
0.0011
flag
AZN 1.6031
0.0003
flag
CNY 38.283
0.0007
flag
EUR 3.2034
0.0066
flag
GBP 3.6759
0.0034
flag
KZT 49.84
0.0019
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.7263
0.0005

მიკრობანკი “კრისტალი”და Lib.ge აკადემია ახალგაზრდების განათლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან

news image

მიკრობანკი “კრისტალი” და Lib.ge აკადემია ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობისთვის პარტნიორობას იწყებენ. 

პარტნიორობა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას აფხაზეთში მყოფი ბავშვებისთვის, ახალქალაქში მასწავლებელთა პროფესიული ზრდის მხარდაჭერას, ემიგრანტი ქალებისა და გოგონების ფინანსური ცნობიერების ამაღლებას.

თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება იმ ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზეც, რომლებიც ემიგრანტ ქალებსა და გოგოებს ფინანსური ცნობიერების ამაღლებასა და სამეწარმეო უნარებისგაძლიერებაში დაეხმარება. საგულისხმოა, რომ პროექტის ამ ნაწილში ინტენსიურად ჩაერთვებიან “კრისტალის” გუნდის წევრებიც, რომლებიც დაგეგმილ ინიციატივებში უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას.

პარტნიორობის შედეგად, მიკრობანკ “კრისტალის” ფინანსური მხარდაჭერით, Lib.ge აკადემია ახალგაზრდებთან შეხვედრებს, ონლაინსემინარებს, მასტერკლასებსა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებს ჩაატარებს. 

“მოხარულები ვართ, რომ Lib.ge აკადემიასთან ახალ, საინტერესო თანამშრომლობას ვიწყებთ. მიგვაჩნია, რომ განათლება - ეს არის  ინვესტიცია მომავალში. ამიტომ ვერთიანდებით Lib.ge აკადემიასთან, რადგან გვჯერა, რომ ერთად შევქმნით ისეთი შესაძლებლობებს, რომლებიც აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს და ემიგრანტ ქალებს ახალი გზების აღმოჩენაში დაეხმარება. სწორედ ასეთ პროექტებში ჩართულობით ჩანს  „კრისტალის“, როგორც არა მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტის, არამედ საზოგადოებრივი ცვლილებების თანამონაწილის რეალური როლი. ვიმედოვნებთ, რომ მემორანდუმის ფარგლებში არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ”, - აღნიშნავს მიკრობანკ “კრისტალისE&S მიმართულების ხელმძღვანელი მაია ქობალია. 

„ამ შეთანხმებიდან ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გალში მცხოვრები ბავშვების განათლების ხელშეწყობაა. ვფიქრობ, ,,კრისტალთან" ერთად ძალიან მნიშვნელოვან, საეტაპო პროცესს დავუდეთ სათავე, რაც სამომავლოდ კიდევ მრავალ ინიციატივაში აისახება“ -  გიორგი კეკელიძე,  Lib.ge აკადემიის დირექტორი.

“კრისტალისთვის” ახალგაზრდების განათლების, მეწარმეობისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარების მხარდაჭერა და მათი ეკონომიკური ჩართულობის ხელშეწყობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამავდროულად, ის ეხმიანება კომპანიის მიერ შერჩეულ გაეროს მდგრადი განვითარების მე-5-ე და მე-10-ე მიზანს, რომელიც “კრისტალის” კორპორაციულ სტრატეგიაშია ინტეგრირებული და გულისხმობს გოგონების და ქალების ფინანსურ და პერსონალურ გაძლიერებას, მათი ფინანსური წიგნიერების გაღრმავებასა და ამით მათ თემებსა და რეგიონებში უთანასწორობის აღმოფხვრას.

Lib.ge აკადემიის შესახებ:

Lib.ge აკადემია, რომელიც გიორგი კეკელიძის არაფორმალური განათლების აკადემიაა,  აერთიანებს ციფრულ ბიბლიოთეკას, ონლაინ სკოლას ემიგრანტებისთვის და შემეცნებით პროექტებს. მისი მიზანი საქართველოს  საზღვრებს გარეთ წიგნიერებისა და ქართული კულტურის გავრცელებაა. Lib.ge-აკადემიის ელჩები მზექალა შანიძე და ინგა თოფურია არიან.

მიკრობანკი “კრისტალის”  შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება დავითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები. 

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს დელეგაცია საქართველოს ესტუმრა

02.10.2025.20:26

ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ. 

ინვესტორები  საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვივნენ, სადაც ქვეყნის წამყვანი დეველოპერული პროექტები მოინახულეს, დეტალურად გაეცნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ადგილობრივ კულტურულ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნული ტურის ფარგლებში, რომელსაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი მასპინძლობდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის, მაღალი რანგის შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, “აჭარის ეკონომიკური განვითარების ხედვის” ღონისძიების ფარგლებში.

დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი  კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა: „Asas Makeen Real Estate Development“, „TAM Group“  „Capital Club Dubai“, „Sports District“ და სხვ.
აღნიშნული ტური ინვესტორებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ინვესტორთა მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა