მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7098.9
0.0069
flag
AZN 1.6115
-0.0006
flag
CNY 38.006
-0.0042
flag
EUR 3.0898
0.0212
flag
GBP 3.6702
0.027
flag
KZT 53.66
-0.0011
flag
TRY 0.0706
0
flag
USD 2.7406
-0.0009

მიხეილ ხიდურელმა ლონდონში, საქართველოს საინვესტიციო ფორუმზე კერძო კაპიტალის ფონდი წარადგინა

news image
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ლონდონში, საქართველოს საინვესტიციო ფორუმზე კერძო კაპიტალის ფონდი წარადგინა.
სააგენტო აქტიურად მუშაობს კერძო კაპიტალის ფონდების დაფუძნებაზე, რომელშიც მას ლიმიტირებული პარტნიორის როლი ექნება.
ღონისძიება ლონდონის საფონდო ბირჟისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა
ფორუმში მონაწილეობდა 180-ზე მეტი წარმომადგენელი სხვადასხვა საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფიდან.მათ შორის იყვნენ საქართველოს უმსხვილესი კომპანიების პირველი პირები.
საქართველოს საინვესტიციო ფორუმი გახსნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ლიბერთიმ, ‘Signify’-სთან ერთად ხელმოწერის გაციფრულების სერვისი დანერგა

19.05.2025.20:19

ლიბერთიმ ,,Signify Pad”-ის  მეშვეობით, ფილიალებში  ინოვაციური მომსახურება დანერგა და   ხელმოწერების გაციფრულების პროცესი ლიბერთის ფილიალებში უკვე აქტიურად მიმდინარეობსპირველად საქართველოში, ციფრული პლატფორმა  Signify- სთან ურთიერთთანამშრომლობით, ელექტრონული ხელმოწერებისთვის, სპეციალურად ლიბერთისთვის შეიქმნა ,,Signify Pad”.

 

,,მოხარული ვართ, რომ ლიბერთისთან ერთად, საქართველოს საბანკო სექტორში, პირველად ვახორციელებთ ინოვაციურ პროექტს, რომელიც ბანკის ფილიალებში, სპეციალურად შექმნილი “Signify Pad’-ის მეშვეობით ხელმოწერების გაციფრულებას ითვალისწინებს

 

“Signify’-ს მიზანია, სხვადასხვა ტექნოლოგიური პროდუქტებით, რაც შეიძლება მეტ ადამიანს, კომფორტული და სწრაფი სერვისი შევთავაზოთ. ლიბერთი ყველაზე დიდი ფილიალების ქსელით გამოირჩევა და აღნიშნული  ერთობლივი პროექტი, უახლოეს მომავალში აუცილებლად მასშტაბური გახდება და რაც მთავარია, უფრო მეტ მომხმარებელს გაუმარტივდება ბანკთან ურთიერთობის პროცესი “ - ზვიად წოწკოლაური, Signify-ს აღმასრულებელი დირექტორი

 

,,ლიბერთის გაციფრულების  სტრატეგიის ფარგლებში, მუდმივად ვნერგავთ ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებს. რამდენიმე თვეა, რაც ბანკის ფილიალებში, Signify-სთან ერთად, ხელმოწერების გაციფრულების პროცესი დავიწყეთ. აღნიშნული ინოვატორული ფორმატი გამოირჩევა სისწრაფით და საშუალებას იძლევა, ყველა დამოწმებული ტრანზაქცია, დიდი ვადით და რაც მთავარია უსაფრთხოდ დაარქივდეს და იყოს მოთხოვნისთანავე ხელმისაწვდომი. მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნა ჩვენი სტრატეგიის ამოსავალი წერტილია. ” - ვატო ბაბუნაშვილი, ლიბერთის ფინანსური დირექტორი, გენერალური დირექტორის მოადგილე.  

  

Signify დოკუმენტების ციფრული პლატფორმაა, რომელიც 2021 წელს დაარსდა. იგი, განურჩევლად ინდუსტრიისა და ზომისა, კომპანიებს სთავაზობს დოკუმენტებთან დაკავშირებული პროცესების გამარტივებასა და გაციფრულებას. დღეს Signify-ს მეშვეობით საქართველოში 500 000-ზე მეტ ადამიანს აქვს ხელი ელექტრონულად მოწერილი

 

Signify-ის მიერ დანერგილი ციფრული ხელმოწერის მეთოდოლოგია კი, რომელიც ახლა უკვე ფიზიკური მოწყობილობის, პადების, სახითაც არის ხელმისაწვდომი და ფრონტ ოფისებში მომსახურების დოკუმენტებს აციფრულებს.

 

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 500- მდე მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა