მიიღეთ 30% MR ქულების ქეშბექი Dressup-ში საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
საქართველოს ბანკი პარტნიორ კომპანიებთან ერთად მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანიშეთავაზებების შექმნას აგრძელებს. ამჯერად, ბანკი საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებსDressup Group-თან ერთად სპეციალურ აქციას სთავაზობს.
30-31 მარტს,Dressup-ის ფიზიკურ მაღაზიებში ან ონლაინ, dressup.ge-ზე შოპინგისას საკრედიტო Amex ბარათის მფლობელები 30%-იან ქეშბექს მიიღებენ MR ქულების სახით. შეთავაზების ფარგლებში, ერთ მომხმარებელზე შესაძლებელია მაქსიმუმ 200 ლარის MR ქულის მიღება.
ინფორმაციისთვის, ფილიალში გადახდა შესაძლებელია როგორც Wallet-ში დამატებული, ისეფიზიკური ბარათით, ხოლო ონლაინ გადახდისას მხოლოდ ბარათის მონაცემების შეყვანის შემთხვევაში.
შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია გადახდის განხორციელება საქართველოს ბანკისტერმინალზე. შეთავაზება არ ვრცელდება სასაჩუქრე ვაუჩერებზე.
Dressup Group 1994 წლიდან ოპერირებს საქართველოში და წარმოადგენს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ერთ-ერთ წამყვან რითეილერს. კომპანია აერთიანებს 80-ზე მეტ მაღაზიას ოთხ ქალაქში და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოს წამყვანიბრენდების უახლეს კოლექციებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
გაზაფხულის ბოლოს უკვე გვექნება შესაძლებლობა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი გავხსნათ - ავთანდილ კასრაძე
სხვა სიახლეები
„ტკბილი“ მომხმარებელს განახლებულ და მრავალფეროვან სააღდგომო ასორტიმენტს სთავაზობს
30.03.2026.14:00
წელს, გასულ წელთან შედარებით, მომხმარებელს პასკების უფრო მრავალფეროვან და განსხვავებულ არჩევანს ვთავაზობთ , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია „ტკბილი“ - ს დამფუძნებელმა სალომე ბიწაძემ განუცხადა.

„წელს, გასულ წელთან შედარებით, მომხმარებელს პასკების უფრო მრავალფეროვან და განსხვავებულ არჩევანს ვთავაზობთ. ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება ხარისხი, რის უზრუნველსაყოფადაც პასკების წარმოებაში მხოლოდ მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს ვიყენებთ.

ამ ეტაპზე მომხმარებლებს ვთავაზობთ 500, 700 და 800 გრამიან პასკებს, ასევე ბრენდირებულ შეფუთვებს. ასორტიმენტში წარმოდგენილია კრაფინიც (ფენოვანი პასკა/კულიჩი), რომელიც კლასიკურ და იტალიურ პასკას შორის ერთგვარ ბალანსს ქმნის - მსუბუქად არომატიზებული სუნელებით, შედარებით მკვრივი და ნოტიო ტექსტურით, რაც მას გამორჩეულ გემოვნურ მახასიათებლებს ანიჭებს “, - აღნიშნავს სალომე ბიწაძე.

კომპანიამ პასკების გარდა, ფრანგული კრუასანების ასორტიმენტიც გააფართოვა.
მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ ფრანგული კრუასანების ასორტიმენტი. აქამდე გვქონდა მხოლოდ ბენტო ტორტები, ახლა კი ვგეგმავთ ტორტების მასიურ გაყიდვას. ისინი მუდმივად იქნება ხელმისაწვდომი და არა მხოლოდ შეკვეთით “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

„ტკბილი“ სხვადასხვა კომპანიასთან აქტიურად თანამშრომლობს კორპორატიული მიმართულებით.
„ახალი წლის პერიოდში გვქონდა მრავალი წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა კომპანიასთან, რაც ნათლად აჩვენებს ჩვენი კომპანიის ზრდის დინამიკას. კომპანიები, რომლებსაც მომსახურება გავუწიეთ ახალ წელს, კვლავ დაბრუნდნენ და ახლა ვთანამშრომლობთ მათთან კორპორატიული მიმართულებით - ეს ჩვენი საქმიანობისთვის დიდი წარმატებაა. მოთხოვნა ამ მიმართულებით გაიზარდა და ჩვენი მათთან თანამშრომლობა აღარ არის მხოლოდ ერთჯერადი “, - აცხადებს სალომე ბიწაძე.

ინფორმაციისთვის, კომპანია ამჟამად ბაზარზე წარმოდგენილია ორი ფილიალით, რომლებიც მდებარეობს შემდეგ მისამართებზე: ცაგარელის 51 და კოსტავას 72 ნომერში.