მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.
შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელები, 24 მარტს extra.ge-სა და extra market-ზე შოპინგისას, დახარჯული თანხის 30%-ს MR ქულების სახით მიიღებენ. (ჯამში მაქსიმუმ 150 ლარის)
შეთავაზება ვრცელდება extra.ge-სა და extra market-ის სრულ ასორტიმენტზე, როგორც ვებ-გვერდზე, ასევე მობილურ აპლიკაციაში.
ინფორმაციისთვის, extra.ge ყველაზე დიდი ციფრული მარკეტფლეისია საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან პროდუქტებსა და ონლაინ შოპინგის კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს.
თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ საკრედიტო Amex ბარათი, საქართველოს ბანკმა მისი აღების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ბარათი სრულად ციფრულად, მობილბანკიდან, წამებში მიიღონ. ბარათის დამტკიცებისთანავე შესაძლებელია მისი დამატებაApple Pay-სა და Google Pay-ში და გადახდის განხორციელება როგორც საქართველოში, ისესაზღვარგარეთ.
სხვა სიახლეები
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი Leila Meskhi Tennis Academy Cup & Coca Cola
29.05.2026.20:51
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისა და კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” ორგანიზებით 30 მაისიდან - 7 ივნისის ჩათვლით, ლეილა მესხის ჩოგბურთის კორტებზე ევროპის ახალგაზრდული საერთაშორისო ტურნირი (TENNIS EUROPE JUNIOR TOUR U 14) - ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ( Leila Meskhi Tennis Academy & Coca-Cola Cup) გაიმართება.
კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ უკვე მრავალი წელია სპორტისა და არაერთი ახალგაზრდული ინიციატივის მხარდამჭერია. კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საერთაშორისო ტურნირების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდა სპორტსმენებს პროფესიული ზრდისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მსგავსი შეჯიბრებები ხელს უწყობს როგორც ქართული სპორტის განვითარებას, ისე ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო სპორტულ სივრცეში. ვინაიდან „კოკა-კოლასთვის“ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთი მთავარი მისია და პასუხისმგებლობაა, კომპანია უკვე წლებია ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და მისი ტურნირების მთავარი პარტნიორია.
საერთაშორისო ტურნირში 10-ზე მეტი ქვეყნის 130-მდე ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრება 14 წლამდე გოგონებსა და ვაჟებში, როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში გაიმართება. საჩოგბურთო შეჯიბრებაში მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, უკრაინა, სომხეთი, აშშ, გერმანია, ისრაელი, ყაზახეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი.
საკვალიფიკაციო თამაშები 30 მაისს, ხოლო მთავარი ბადის თამაშები 1 ივნისიდან დაიწყება. ფინალური შეჯიბრება და დაჯილდოების ცერემონიალი კი 7 ივნისს გაიმართება.
ტურნირისთვის სპეციალურად მოწვეულია თეთრის სამკერდე ნიშნის მქონე საერთაშორისო მსაჯი, რომელიც ტურნირსა და ადგილობრივი ხაზის მსაჯებს უხელმძღვანელებს.
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასის მიზანია: ჩოგბურთის განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ჩოგბურთელების ოსტატობის ამაღლება, ჩოგბურთელებისთვის საერთაშორისო ქულების მოპოვება და საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარება.