მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7093.9
-0.0326
flag
AZN 1.5966
-0.0058
flag
CNY 38.216
-0.0032
flag
EUR 3.161
-0.0028
flag
GBP 3.6232
-0.0048
flag
KZT 50.51
-0.0008
flag
TRY 0.0647
-0.0002
flag
USD 2.7152
-0.0089

Michelin - საბურავების ფრანგული ბრენდი, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრია შეცვალა

news image

ინოვაციური ეკოსისტემა, რომელიც ენერგოეფექტურობას, გარემოზე ზრუნვასა და მძღოლის კომფორტს აერთიანებს - ეს Michelin-ია, საბურავების მწარმოებელი ფრანგული ბრენდი, რომლის ისტორია 1889 წელს იწყება. უკვე საუკუნეზე მეტია, კომპანია მსოფლიოს მასშტაბით ლიდერობას არ თმობს და ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და სანდო მწარმოებლად მიიჩნევა. 

Michelin, რომლის საბურავებს უმაღლესი ხარისხი, უსაფრთხოება და თანამედროვე ტექნოლოგიები გამოარჩევს, ხელმისაწვდომია ქართულ ბაზარზეც - ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა მოტორსია“.

Michelin-ის მთავარი უპირატესობები

Michelin-ის საბურავები მომხმარებელზეა ორიენტირებული და ეფექტიანი, ინოვაციური და მომავლის ტექნოლოგიების კომბინაციით იქმნება და მაღალი სიმძლავრის გარანტიას იძლევა. პროდუქცია თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ საწარმოში მზადდება და სრულად შეესაბამება ქარხნულად დამონტაჟებული საბურავის პარამეტრებს (OEM).

ბრენდი ფრანგულ ინჟინერიასა და სანდო წარმოებასთან ასოცირდება. ამას ადასტურებს, მაგალითად, საბურავებში ჩამონტაჟებული ვიბრაციაგამძლე ტექნოლოგიები რთული საგზაო პირობებისთვის. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლისთვის უკომპრომისო ხარისხის შეთავაზებაა, რაც არაერთი უპირატესობით გამოიხატება: ინოვაციური ტექნოლოგიები, უსაფრთხოების მაღალი დონე, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, სტაბილურობა ნებისმიერ კლიმატურ თუ რელიეფურ პირობებში და ხანგრძლივი გამოყენების შესაძლებლობა - Michelin ექსპლუატაციის ხანგრძლივობითა და შესრულების სტაბილურობით გამოირჩევა.

გლობალური ბაზრის გამოცდილება

ფრანგული ბრენდი ძლიერ პოზიციებს ინარჩუნებს ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, აზიისა და აფრიკის ბაზრებზე. Michelin-ის საბურავებს იყენებს ისეთი გლობალური ბრენდი, როგორიცაა Porsche, რაც ზრდის ბრენდის მიმართ სანდოობას და ტექნოლოგიურ განვითარებაზე მიუთითებს.

Michelin-ის ისტორია

კომპანიის ისტორია 1889 წლიდან იწყება, როდესაც ორმა ძმამ, ედუარდ და ანდრე მიშლენებმა საფრანგეთში, კლერმონ-ფერანში ბიზნესი წამოიწყეს. ამჟამად ბრენდი უკვე 100 წელზე მეტს ითვლის და მსოფლიოში ინოვაციური ტექნოლოგიებით, დიზაინითა და მომსახურების მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

სწორედ Michelin-მა დანერგა რადიალური საბურავების ტექნოლოგია, რომელიც მოგვიანებით ავტომობილის თითქმის ყველა კატეგორიაში ახალი სტანდარტი გახდა. რადიალური ტექნოლოგია საბურავის შიდა ფენებში ბოჭკოების ცენტრიდან გარეთ განლაგებას გულისხმობს, რაც საბურავის გამძლეობას ზრდის და ავტომობილის ეკონომიურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება, გლობალური ლიდერობა და წამყვან ავტომწარმოებლებთან თანამშრომლობა ხაზს უსვამს Michelin-ის შეუცვლელ როლს ავტომობილების საბურავების თანამედროვე ბაზარზე.

გლობალური ბრენდი ადგილობრივ ბაზარზე

ფრანგული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია „თეგეტა მოტორსია“, რომელიც მომხმარებლებს Michelin-ის საბურავების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. პროდუქციას თან ახლავს უსასრულო გარანტია, რომელიც საბურავის პროტექტორის ცვეთის დონეს ეფუძნება - ეს კი დამატებით უსვამს ხაზს ბრენდის სანდოობასა და ხარისხზე მუდმივ ზრუნვას.

ავტომობილისთვის ყველაზე ოპტიმალური საბურავების შერჩევა პროფესიონალი ტექნიკოსების დახმარებით შესაძლებელია „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, ასევე ცხელი ხაზის საშუალებით, ნომერზე 032 2 264444 დარეკვით. Michelin-ის საბურავები ხელმისაწვდომია ონლაინ tegetashop.ge-ზეც.

„თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სითი მოლი 14 წლისაა - ისარგებლეთ პირველად საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით და მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი

27.10.2025.15:41

საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანია სითი მოლი 14 წლის ხდება. ამ დღესთან დაკავშირებით, ბანკმა ერთგულ მომხმარებლებს, ნაწილ-ნაწილ გადახდისას, სპეციალური შეთავაზება მოუმზადა.

შეთავაზების ფარგლებში, ის მომხმარებლები, რომლებიც პირველად ისარგებლებენ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით, სითი მოლში შოპინგისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 100 ₾).

აღნიშნული აქცია მხოლოდ 29 ოქტომბერს მოქმედებს და ვრცელდება როგორც სითი მოლი საბურთალოს, ასევე, სითი მოლი გლდანის ყველა პარტნიორ მაღაზიაში, სადაც ხელმისაწვდომია ნაწილ-ნაწილით გადახდა.

ინფორმაციისთვის, მომხმარებლებს ქეშბექის აქციით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ. თანხა კი, 3 სამუშაო დღეში ჩაერიცხებათ. 

გარდა ამისა, საქართველოს ბანკმა მომხმარებლებს სხვა წამახალისებელი შეთავაზებებიც მოუმზადა. მათ შორის:

  • 30 ოქტომბერს - SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დახარჯული თანხის 30% დაიბრუნონ; 
  • ხოლო, 31 ოქტომბერს -  PLUS ბარათით, მინ. 50 ლარის გადახდისას მომხმარებლები 5-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ (მაქსიმუმ 20 000 ქულა).

ინფორმაციისთვის, ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის ახალი მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი სასურველი ნივთი იყიდონ ან მიიღონ მომსახურება დღესვე. ღირებულება კი 4 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ ნივთის ჯამური ფასი არ გაუძვირდეთ. (ეფექტური 0%). ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ თანხის ნაწილი გადაიხადონ, დარჩენილი კი მომდევნო თვეებზე გადაანაწილონ. ამრიგად, ნაწილ-ნაწილ გადაიხდით ზუსტად იმდენს,  რასაც ერთიანად გადაიხდიდით. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა