მევლუდ მელაძე Intercontinental Drifting Cup-ზე რიგაში იასპარეზებს
3-5 ოქტომბერს, რიგაში, ბიკერნიკის ლეგენდარულ ტრასაზე, დრიფტის ინტერკონტინენტალური თასის გათამაშებაზე (Intercontinental Drifting Cup) გამოცდილი ქართველი ავტომრბოლელი - მევლუდ მელაძე საქართველოს სახელით იასპარეზებს, სადაც მისი მხარდამჭერია თიბისი.
Intercontinental Drifting Cup საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ოფიციალური ღონისძებაა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელები შეიკრიბებიან.
ქართული ავტოსპორტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას - მევლუდ მელაძეს ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს. მის სახელს, საქართველოში პროფესიული ავტოსპორტის განვითარება და პოპულარიზაცია უკავშირდება. საქართველოს თოთხმეტგზის ჩემპიონი და ათობით საერთაშორისო ეტაპის გამარჯვებული - ეს მისი შედეგების არასრული ჩამონათვალია.
ბოლო წლებში კი, მევლუდმა მთელი ენერგია დრიფტისკენ მიმართა – ავტოსპორტის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი დისციპლინისკენ.
აღსანიშნავია, რომ მევლუდ მელაძემ დრიფტში მონაწილეობა 42 წლის ასაკში დაიწყო; სწორედ იმ პერიოდში, როცა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ დრიფტის, როგორც სპორტის სახეობის აღიარება დაიწყო და პირველივე რბოლაზე გამარჯვება მოიპოვა, რაშიც საკუთარი თავისა და იმის რწმენა დაეხმარა, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია.
დრიფტის პოპულარიზაციისთვის, მისი ძალისხმევითა და მეგობრების მხარდაჭერით, შეიქმნა „ლილო არენა“ – პროფესიონალური დრიფტის სარბოლო ტრასა, რომელიც დღეს უკვე არამხოლოდ სპორტსმენების, არამედ ახალგაზრდა თაობისათვისაც განვითარების მნიშვნელოვან სივრცედ იქცა.
თიბისისთვის პრიორიტეტია ისეთი ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც არ უშინდებიან სიახლეებს, დაბრკოლებებს; თამამი ნაბიჯებით, თავდაჯერებულად მიიწევენ დასახული მიზნებისკენ და სრულად გათავისებული აქვთ, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია - მთავარია გჯეროდეს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა
სხვა სიახლეები
02.10.2025.20:26
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ.
ინვესტორები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვივნენ, სადაც ქვეყნის წამყვანი დეველოპერული პროექტები მოინახულეს, დეტალურად გაეცნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ადგილობრივ კულტურულ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.
აღნიშნული ტურის ფარგლებში, რომელსაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი მასპინძლობდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის, მაღალი რანგის შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, “აჭარის ეკონომიკური განვითარების ხედვის” ღონისძიების ფარგლებში.
დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა: „Asas Makeen Real Estate Development“, „TAM Group“ „Capital Club Dubai“, „Sports District“ და სხვ.
აღნიშნული ტური ინვესტორებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ინვესტორთა მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას.