„მევენახეობა დოლიძე“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს
„მევენახეობა დოლიძე“ ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ღვინოს მივიწყებული ენდემური ვაზის ჯიშებისგან აწარმოებს. 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დირექტორს, გიორგი კუკულავას ესაუბრა.
„2025 წელი ჩვენი კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა როგორც მოსავლის, ისე გაყიდვების თვალსაზრისით. გაყიდვების რაოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა.
გარდა ამისა, წელი იმითაც იყო წარმატებული, რომ ბაზარს რამდენიმე გამორჩეული გურული ჯიში შევმატეთ - „საკმიელა“ და „სხილათუბანი“. ეს პროცესი შეუქცევად ხასიათს მიიღებს და მომავალ წელს კიდევ რამდენიმე გურულ ჯიშს დავამატებთ. ასევე, ვგეგმავთ ახალი ბრენდის გამოშვებას.
გასული წელი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ცქრიალა ღვინის წარმოება დავიწყეთ და მიმდინარე წელს ის უკვე ბაზარზეც გამოჩნდება “, - აცხადებს კომპანიის დირექტორი.
„მევენახეობა დოლიძე“ სამომავლოდ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს.
„არსებულ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა გავაღრმავეთ, რის შედეგადაც წარმოების მოცულობა გაიზარდა. პარალელურად, მიმდინარეობს ახალი ბაზრების მოძიება, რამდენიმე ქვეყანასთან უკვე გვაქვს მოლაპარაკებები და ვიმედოვნებთ, რომ წლევანდელი წელი ამ კუთხით კიდევ უფრო წარმატებული იქნება, რის შედეგადაც რამდენიმე ახალი საექსპორტო ქვეყანა დაგვემატება “, - აღნიშნავს გიორგი კუკულავა.
ცნობისთვის, პროდუქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ რესტორნებში და ისეთ ღვინის მაღაზიებში, როგორიცაა : 8000 მოსავალი, ღვინის გალერეა, საძველე და სხვა.
სხვა სიახლეები
ლიბერთის ტოპ ქარდი ორი წლის გახდა
06.03.2026.16:12
Top|Card მომხმარებელზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც ფინანსური თავისუფლებისა და მეტი მოქნილობისთვის შეიქმნა. ორი წლის განმავლობაში ტოპ ქარდი მომხმარებლებს ყოველდღიური ხარჯების მართვას უმარტივებს და მნიშვნელოვანი შენაძენების დაგეგმვაში ეხმარება. როგორც კომპანიაში ამბობენ, პროდუქტმა უკვე დაამტკიცა, რომ რეალურ საჭიროებებს პასუხობს და მომხმარებელთა ნდობას იმსახურებს. ამ თემაზე გვესაუბრება ირაკლი ფრუიძე, ლიბერთი ბანკის განვადების განყოფილების უფროსი.
ირაკლი, პირველ რიგში გილოცავთ ტოპ ქარდის ორ წელს. როგორც ტოპ ქარდის განვლილი 2 წელი ლიბერთი ბანკში, რა ფინანსური შედეგები აჩვენა მან ამ პერიოდში პროდუქტმა და რა ძირითადი ტენდენციები გამოიკვეთა მომხმარებელთა ქცევაში?
Top|Card მომხმარებლის საჭიროებებისთვის ერთ პროდუქტში აერთიანებს საკრედიტო ბარათის, განვადების და განაწილების შესაძლებლობებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით Top|Card მომხმარებლებში განსაკუთრებულ ნდობას იმსახურებს. განვლილი ორი წლის განმავლობაში გაზრდილია საკრედიტო პორტფელი, უნიკალური მომხმარებლების და პარტნიორი ობიექტების რაოდენობა. პორტფელი და კლიენტების რაოდენობა 2025 წელში დაახლოვებით 15%-ით არის გაზრდილი, ხოლო პარტნიორ ობიეტების რაოდენობაში 30%-ით.
რამდენად გაამართლა ტოპ ქარდის კონცეფციამ პრაქტიკაში? შეიცვალა თუ არა მომხმარებლის დამოკიდებულება და ქცევა ამ ინსტრუმენტის გამოყენების კუთხით ბოლო ორი წლის განმავლობაში?
დანამდვილებით შემიძლია გითხრათ რომ ტოპ ქარდის კონცეფციამ სრულად გაამართლა და დღეს ძალიან ვამაყობთ ამ პროდუქტით. პირველ რიგში იქედან გამომდინარე რომ ტოპ ქარდის პროდუქტმა ლიბერთი გაიყვანა იმ სეგმენტის მომხმარებლზე რომლებიც აქამდე ლიბერთის პროდუქტებს ნაკლებად იყენებენ, ამავდროულად ლიბერთის მომხმარებლებმაც საკმაოდ აქტიურად დაიწყეს ამ პროდუქტის გამოყენება. მიმდინარე სტატისტიკა გვაჩვენებს რომ ტოპ ქარდი არის ბანკში ახალი კლიენტების მოყვანის საუკეთესო საშუალება რომელიც მომხმარებლებს ლოალურად განაწყობს ბანკის მიმართ.
დღეს ლიბერთი ბანკი უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტია და სხვადასხვა სეგმენტს სთავაზობს მრავალფეროვან პროდუქტებს. რა როლი უკავია ტოპ ქარდს ამ პორტფელში და როგორ ავსებს ის ბანკის საერთო სტრატეგიას?
როგორც უკვე ავღნიშნე ტოპ ქარდი ბანკისთვის ახალი მომხმარებლების მოზიდვის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც სრულად მიყვება ბანკის მიზნებს და სტრატეგიას. ამას ასევე მოწმობს ამ ორი წლის განმავლობაში ბანკის ახალის სეგმენტის სტუდიოს ლიბერთის მომხმარებლებისთვის ექსკლუზიურად შექმინილი Top Card Black Edition ბარათი რომელიც მომხმარებელებს გაუმჯობესებულ ქეშბექებთან ერთად დამატებით სამოგზაურო ბენეფიტებს სთავაზობს, რომელთაც ჩამონათვალიც საკმაოდ ვრცელია.
და ბოლოს, რაც განსაკუთრებით საინტერესოა — როგორია ტოპ ქარდის განვითარების შემდეგი ეტაპი? იგეგმება თუ არა ახალი ფუნქციონალის დამატება ან პარტნიორი კომპანიების გაფართოება?
ტოპ ქარდი 2026 წელში განსაკუთრებულად გეგმავს ბაზარზე აქტიურობას, ამის საწყისია ეხლა მიმდინარე დაბადების დღის და საგაზაფხულო განაწილების და ქეშბექ აქციები რომლთა დიდი ნაწილიც 15 მარტამდე იქნება აქტიური, რიგ კოპანიებში მარტის ბოლომდეც და წლის განმავლობაში ტოპ ქარდი აქციების კუთხით დიდ აქტივობებს გეგმავს. ამავდროულად ყოველდღიურად აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორთა ქსელის გაფართოებაზე და მიზნად გვაქვს რომ 2026 წელში მინიმუმ იმდენი პარტნიორი დავიმატოთ რაც ბოლო 2 წელში მოვახერხეთ.
ახალ ფუნქციონალს რაც შეეხება გვინდა რომ პროდუქტი კიდევ უფრო მოქნილი და მარტივი გავხადოთ მომხმარებლებისთვის, რაც ამ წელში წინასწარ დამტკიცებული ლიმიტებით იქნება შესაძლებელი, რომელსაც მომხმარებლებლები ჩვენი ნებისმიერი არხიდან აითვისებენ.