მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7053.7
0.0052
flag
AZN 1.5907
0.0029
flag
CNY 37.984
0.0068
flag
EUR 3.1798
0.0119
flag
GBP 3.68
0.0201
flag
KZT 50.04
0.0013
flag
TRY 0.0655
0.0002
flag
USD 2.7051
0.0049

„მევენახეობა დოლიძე“ საექსპორტო არეალს აფართოებს - გურული ღვინო ჰონგ-კონგში გაიყიდება

news image

Vineyard Dolidze • მევენახეობა დოლიძე უნიკალური, მივიწყებული ენდემური ვაზის ჯიშებიდან დამზადებული ღვინის ასორტიმენტით და გამორჩეული გემოებით ქმნის ახალ სივრცეს ქართულ მეღვინეობაში.

მეღვინეობა ბაზარზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა, თუმცა ვენახების გაშენება სოფელ ამაღლებაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო.

როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში კომპანიის დირექტორმა გიორგი კუკულავამ განაცხადა, „მევენახეობა დოლიძე“ დღეს უკვე რამდენიმე ენდემური გურული და იმერული ჯიშის ყურძენს ამუშავებს და აქტიურად ავითარებს პროდუქციის გაყიდვებს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე.

„ჩვენი პირველი ღვინო ბაზარზე 2018 წელს გამოვიდა, თუმცა ვენახი 2013 წელს გავაშენეთ. ამჟამად ვაწარმოებთ რამდენიმე გურულ და იმერულ ჯიშს. ჩვენი ღვინო იყიდება როგორც სპეციალიზებულ ღვინის მაღაზიებში, ასევე წამყვან რესტორნებში – საქართველოს მასშტაბით,“ – აცხადებს კუკულავა.

ამ ეტაპზე კომპანია ძირითადად ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული, რომელიც გაყიდვების 70-75%-ს შეადგენს. კომპანია ექსპორტს ახორციელებს პოლონეთსა და გერმანიაში. გიორგი კუკულავას განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან, ხოლო ჰონგ-კონგის ბაზარზე ღვინის შეტანა წლის ბოლომდე იგეგმება.

„ექსპორტის მიმართულებით მოლაპარაკებები გვაქვს რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის აშშ-ის ორ კომპანიასთან და დიდ ბრიტანეთთან. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ წლის ბოლომდე ჩვენი ღვინო ჰონკონგშიც შევა. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი გაყიდვების 70-75% ადგილობრივ ბაზარზე მოდის, რომელიც წლიდან წლამდე ორჯერ იზრდება,“ – განმარტავს კომპანიის დირექტორი.

მეღვინეობა აქტიურად აგროვებს და აღადგენს გურული ჯიშების ვაზს. უკვე სრულმოსავლიანია 3 ჰა ვენახი, ხოლო დამატებით 18 ჰა წელს გაშენდა. კომპანიის გეგმაა საკოლექციო ნაკვეთის შექმნა, სადაც ყველა ცნობილ გურულ ჯიშს მოიყრის თავს.

„აქცენტს ვაკეთებთ გურულ ჯიშებზე – ჩხავერი, სხილათუბანი, საკმიელა, ოცხანურის საფერე. ასევე გვყავს ბადაგი, ოჯალეში, მეგრული ოჯალეში და ცოლიკაური. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია კიდევ რამდენიმე გურული ჯიშის დამატება და კოლექციური ნაკვეთის მოწყობა,“ – ამბობს გიორგი კუკულავა.
 
მეღვინეობა გაყიდვების პარალელურად ასორტიმენტის გაფართოებასაც გეგმავს. უახლოეს მომავალში ბაზარზე გამოვა ახალი პროდუქტები – ბრენდი და ასევე, ჩხავერისა და საკმიელას ჯიშებზე დაყენებული ცქრიალა ღვინო.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Bentley Exhibitions გრძელდება - ბრიტანული ბრენდის შოურუმში ავთანდილ გახოკიძის ფერწერული ნამუშევრები გამოიფინება

16.09.2025.14:52

„მთვარე, რომელიც დღისით ჩანს“ - ამ სიმბოლური სახელწოდებით პროექტი Bentley Exhibitionsავთანდილ გახოკიძის პერსონალური გამოფენით გრძელდება. 18 სექტემბრიდან თანამედროვე ქართველი არტისტის ფერწერულ ნამუშევრებს Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმი უმასპინძლებს. ნამუშევრების სერია 6 მონუმენტურ ტილოს აერთიანებს, რომელთა კონცეფცია ბუნებისა და ტექნოლოგიების კონტრასტულ შეხამებას მოიცავს და მათ ერთ სივრცეში ჰარმონიულად დაკავშირებას ისახავს მიზნად.

თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმში გამოფენების სერია იმ მომხმარებლების სურვილიდან გამომდინარე დავიწყეთ, რომლებიც დაინტერესებულები არიან ხელოვნებითა და თანამედროვე ქართველი არტისტებით. გვინდოდა, ჩვენი შოურუმი სწორედ ხელოვნებასთან დაგვეკავშირებინა და ამ სივრცეში მოსული აუდიტორიისთვის თანამედროვე მხატვრების უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მიგვეცა.

Bentley Exhibitions პროექტის ფარგლებში უკვე მესამე გამოფენას ვმასპინძლობთ. ეს გამოფენა გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ ავთანდილ გახოკიძემ ნამუშევრები საგანგებოდ ამ შოურუმისთვის შექმნა და ისინი პირველად სწორედ ჩვენთან გამოიფინება. 

გამოფენის გახსნაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, პირადად შეხვდეს მხატვარს და გაესაუბროს გამოფენის კონცეფციის შესახებ. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ნამუშევრების შეძენაც“.

ავთანდილ გახოკიძე თანამედროვე ქართველი მხატვარი და ვიზუალური არტისტია. მან „თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია“ დაამთავრა ფერწერის განხრით და ახლა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.

ავთანდილ გახოკიძე, მხატვარი: „გამოფენისთვის შესრულდა დიდი ზომის ნამუშევარიარსებული პარამეტრები განისაზღვრა საექსპოზიციო სივრცის სპეციფიკიდან გამომდინარენამუშევრები განზოგადებული გეომეტრიული ფორმების სახითაა წარმოდგენილი და უკავშირდება ეგრეთ წოდებულ Hard Edge Painting მიმართულებასსერიაზე Dedicace Gallery-ს სარეზიდენციო სივრცის სტუდიაში რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდი. ყველა ეს ტილო კონკრეტულად Bentley Centre Tbilisi-ს სივრცისთვის შეიქმნაჩემი მცდელობა იყო, გარემოსა და ნამუშევრებს შორის გარკვეული კავშირიც ყოფილიყო და, ამავდროულად, კონტრასტიც“.

ხელოვნების მხარდაჭერა Bentley Centre Tbilisi-ს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება და კორპორაციული მდგრადობის ნაწილია. კომპანიისთვის ეს ერთგვარი შესაძლებლობაა, უკეთ გაიცნოს საკუთარი მომხმარებლები, მათთვის ღირებულებებისა და კულტურული გამოცდილების გაზიარების გზით. ამ მიზნით, Bentley Exhibitions-ის ფარგლებში, ბრენდის შოურუმმა დამატებითი საგამოფენო სივრცის ფუნქცია შეიძინა და ის მთელი წლის განმავლობაში ეთმობა ახალგაზრდა ქართველი არტისტებისა თუ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს.

ავთანდილ გახოკიძის გამოფენა Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმში 18 სექტემბერს 19:00 საათზე გაიხსნება. მხატვრის ფერწერული ნამუშევრების გაცნობის საშუალება დამთვალიერებელს 18 ნოემბრამდე ექნება. 

Bentley Exhibitions-ის ფარგლებში გამოფენების სერია წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი Bentley Centre Tbilisiლეგენდარული ბრიტანული ბრენდის პრემიუმ ავტომობილების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში 2024 წლიდან. Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ყველაზე მოთხოვნადი მოდელები, ადგილზე შეარჩიონ აქსესუარები, კონფიგურაციის საშუალებით ააწყონ სასურველი კომპლექტაცია და შექმნან პერსონალიზებული მოდელი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა