მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7047.6
0.0058
flag
AZN 1.586
0.0021
flag
CNY 37.741
0.0048
flag
EUR 3.1397
0.0061
flag
GBP 3.6136
0.0059
flag
KZT 49.95
0.0006
flag
TRY 0.0655
0.0001
flag
USD 2.6971
0.0036

„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მივიღე ცოდნა, რომელიც საქმეში გამოვიყენე“ – Memory Basket-ის დამფუძნებელი

news image

მარიამ ჩინჩალაძემ, გერმანიაში სწავლის დასრულების შემდეგ, ოჯახთან ერთად საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა. უკან დიდი გეგმით დაბრუნდა: ქუთაისში სახლისთვის, სადაც დაიბადა და ბავშვობა გაატარა, ახალი სიცოცხლე უნდა დაებრუნებინა და საოჯახო სასტუმრო გაეხსნა.

“ძალიან რთული გზა გამოვიარეთ: ყველაფრის რემონტი, თითოეული ნივთის შეძენა და განახლება ადვილი არ იყო, თუმცა უცვლელი დავტოვეთ ძველი სახლის სული და ისტორია, რათა სტუმრებს ყოველთვის გაუჩნდეთ ინტერესი - რა ისტორია ინახება ამ კედლებს მიღმა. ასე დაიბადა Memory Basket – ადგილი, სადაც მოგონებები ინახება”, - იხსენებს მარიამ ჩინჩალაძე.

მარიამის გამოცდილება მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში

მარიამმა ახლახან საქართველოს ბანკის “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში” მონაწილეობა მიიღო და საკუთარი სასტუმროს უფრო ეფექტიანად სამართავად ახალი უნარები შეიძინა. პროგრამა აგვისტოში, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ჩართულობით განხორციელდა.

“პროგრამის შესახებ როგორც კი შევიტყვე, გავაცნობიერე, რომ ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არ უნდა გამეშვა. ჩემი მთავარი მოტივაცია სწავლის გაგრძელება და ბიზნესის სწორად განვითარებისთვის გზების პოვნა იყო. ვიცოდი, რომ ცოდნა მჭირდებოდა, განსაკუთრებით – ციფრული სამყაროს ათვისებაში”, - ამბობს მარიამი.

Memory Basket-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ პროგრამიდან ბევრად მეტი მიიღო, ვიდრე ელოდა.

“საოცარი ადამიანები გავიცანი, უამრავი გამოცდილება გავუზიარეთ ერთმანეთს და მივიღე პრაქტიკული ცოდნა, რომელიც პირდაპირ ჩემს საქმეში გამოვიყენე. პროგრამამ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროში AI-ს სწორი გამოყენება. თუ აქამდე სოციალურ ქსელებში ბიზნესის აქტივობებზე მხოლოდ ზედაპირული ცოდნა მქონდა, ახლა ზუსტად ვიცი, საიდან დავიწყო და როგორ გამოვაჩინო ჩემი ბრენდი ონლაინ სივრცეში, ახლა მაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ მივაღწიო სამიზნე აუდიტორიამდე, ამაში კი ხელოვნური ინტელექტი დამეხმარება”, - აღნიშნავს იგი."

როგორია ადგილი, სადაც “მოგონებები ინახება”

უკვე მეორე წელია, მარიამის ყოველი დილა სტუმრებისთვის განსაკუთრებული განწყობის შექმნით იწყება. “ჩემი ყველაზე საყვარელი რიტუალია სტუმრებისთვის სახლში მომზადებული მურაბების, ჩვენი ოჯახის თაფლისა და კომპოტის მირთმევაა“.

ეს ატმოსფერო სტუმრებს ყურადღების მიღმა არ რჩებათ. როგორც დამფუძნებელი ამბობს, ბევრჯერ უთქვამთ მისთვის, რომ სახლის ფასადი სასტუმროს არ ჰგავს, შიგნით შემოსვლისას კი სითბო, ღიმილი და სიმყუდროვე პირველივე წამიდან იგრძნობა.

Memory Basket-ს უკვე ჰყავს ლოიალური სტუმრები, საუკეთესო შეფასებები ყველა ონლაინ პლატფორმაზე და ჯილდოებიც კი, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ჯერ კიდევ ნაკლებად იცნობენ. სწორედ ამიტომ, მარიამის მიზანი სასტუმროს გაფართოებაა.

“მოკლევადიან პერსპექტივაში ჩემი მიზანია, რომ Memory Basket როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე უფრო ცნობადი გახდეს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი მინდა, სასტუმრო გაფართოვდეს და ტურისტებისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილად იქცეს.

რაც შეეხება მეწარმე ქალთა პროგამას, აქ მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ კონტენტის შექმნისა და მარკეტინგის განვითარებისთვის. ვიცი, რომ ეს არის გზა, რომელიც ჩვენს ბრენდს წარმატების ახალ საფეხურზე გადაიყვანს. მჯერა, რომ ჩემი ძალისხმევა გაამართლებს. პროგრამამ კი მაჩვენა, რომ მარტო არ ვარ, ერთად ბევრი რამ შეიძლება უკეთესობისკენ შევცვალოთ”, - დასძენს მარიამ ჩინჩალაძე.

ინფორმაციისთვის, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა” ბენეფიციარებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს პროგრამა ბიზნესის შექმნით ან განვითარებით დაინტერესებული ქალებისთვის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინიციატივაა. იგი ოთხ მთავარ ღირებულებაზე - ცოდნაზე, მხარდაჭერაზე, გამოცდილებასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკი ბიზნესის, შვედეთისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ხელშეწყობით ხორციელდება.

ამჟამად პროგრამის მე-12 ნაკადზე მიღება გამოცხადდა. პროგრამა ბათუმში 16, 17 და 18 სექტემბერს გაიმართება.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია. ესაა ინიციატივა, რომელიც საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ღონისძიებებს, პრაქტიკულ რესურსებსა და სხვა მრავალ აქტივობას აერთიანებს, რაც ბიზნესებს ზრდასა და განვითარებაში უწყობს ხელს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მისიაა, ქართულ ბაზარზე შემოვიტანოთ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული და დამკვიდრებული ტექნოლოგიები - „პარკსტეკი“

03.09.2025.18:00

„პარკსტეკი“ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მექანიკური და ავტომატიზებული პარკინგ სისტემების მწარმოებლის KLAUS Multiparking-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის გენერალურ დირექტორს, ნიკო ზურაბიშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„პარკსტეკი“ 2025 წელს ჩამოყალიბდა საქართველოში, თუმცა, კომპანიის საფუძველს მრავალწლიანი საინჟინრო და საერთაშორისო გამოცდილება განაპირობებს. ჩვენ წარმოვადგენთ საუკუნოვანი ისტორიის მქონე გერმანული კომპანიის Klaus Multiparking-ის ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.

„პარკსტეკი“ მომხმარებელს სთავაზობს გერმანული საინჟინრო გადაწყვეტილებების საფუძველზე შემუშავებულ მექანიზმებს, რომლებიც შეზღუდულ სივრცეში ერთ საპარკირებელ ადგილზე ორი ან მეტი ავტომობილის განთავსების საშუალებას იძლევა. ეს ინოვაციური ტექნოლოგია მაქსიმალურად ეფექტურად იყენებს არსებულ სივრცეს.

გარდა ამისა, მომხმარებლებს ვთავაზობთ ინოვაციურ საპარკინგე სისტემებს ყველა ზომისა და ტიპის პროექტისთვის, იქნება ეს კერძო სახლები, კორპუსები, ავტოსადგომები, სავაჭრო ცენტრები თუ საცხოვრებელი კომპლექსები.

ჩვენი მისიაა, ქართულ ბაზარზე შემოვიტანოთ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული და დამკვიდრებული ტექნოლოგიები, რომლებმაც უკვე წარმატებით გააუმჯობესეს ქალაქური ინფრასტრუქტურა მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში.

„პარკსტეკი“, შეიძლება ითქვას, ტექნოლოგიური პარტნიორი და მრჩეველია, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, მდგრად და ხანგრძლივ გადაწყვეტილებებს ყველა ტიპის პარკირების ინფრასტრუქტურული პროექტისთვის.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ხოლო საპარკინგე ადგილები უფრო და უფრო იშვიათი ხდება, რასაც ბუნებრივად ფასის ზრდა მოჰყვება, განსაკუთრებით ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა თბილისი და ბათუმი. ამ ფონზე თანამედროვე ავტოსადგომის სისტემებზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება.

ჩვენ ვხედავთ, რომ ინტერესი როგორც სამშენებლო კომპანიების მხრიდან, ისე კერძო მომხმარებლების მხრიდან ძალიან მაღალია. დეველოპერებისთვის ეს არის შესაძლებლობა, ერთი და იმავე მიწის ფართობზე მეტი მანქანა განათავსონ და შესაბამისად, უფრო მარტივად მოერგონ სახელმწიფო რეგულაციებს სავალდებულო საპარკინგე ადგილებთან დაკავშირებით, ხოლო კერძო პირებისთვის საკუთარ ეზოსა თუ ავტოფარეხში მაქსიმალურად ეფექტურად აითვისონ სივრცე.

ჩვენი პროგნოზით, უახლოეს წლებში მოთხოვნა ასეთ სისტემებზე უფრო მეტად გაიზრდება, რადგან თბილისის და ბათუმის ურბანული პრობლემების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ პარკინგია.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

"პარკსტეკის" მთავარი კონკურენტული უპირატესობა სწორედ ის არის, რომ ჩვენ ვართ პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც თანამედროვე ავტოსადგომის სისტემების დანერგვა დაიწყო. რეალურად, დღეს ქართულ ბაზარზე ასეთ პროდუქტს არ ჰყავს კონკურენტი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ჩამოვაყალიბოთ სრულიად ახალი მიმართულება ქვეყნის ურბანული განვითარებისათვის.

ამასთანავე, ჩვენ ვთანამშრომლობთ Klaus Multiparking-თან, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან მწარმოებელთან, რომელიც ცნობილია ხარისხით, ინოვაციური მიდგომებითა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ არა მხოლოდ ახალ, არამედ ევროპულ სანდო და გამოცდილ ტექნოლოგიას.
ჩვენი გუნდის გამოცდილება საინჟინრო და სამშენებლო სფეროში საშუალებას გვაძლევს, თითოეული პროექტი ინდივიდუალურად მოვარგოთ მომხმარებლის საჭიროებებს, ხოლო სრული სერვისი - კონსულტაციიდან მონტაჟამდე და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებამდე მომხმარებლისთვის პროცესს მაქსიმალურად კომფორტულს ხდის.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

"პარკსტეკის" მთავარი მიზანია, რომ საქართველოში პარკინგის კულტურა თანამედროვე სტანდარტებზე გადავიყვანოთ. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ჯერ თბილისში, შემდეგ კი ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში - ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში დავნერგოთ თანამედროვე საპარკინგე სისტემები.

მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენი ამოცანაა პირველი მასშტაბური საზოგადოებრივი მოხმარებისთვის განკუთვნილი პროექტების განხორციელება, რათა საზოგადოებამ საკუთარი თვალით ნახოს, როგორ მუშაობს ჩვენი სისტემები და რამდენად პრაქტიკულია ის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს მაგალითები გახდება საფუძველი უფრო ფართო გავრცელებისთვის.

გრძელვადიან გეგმებში კი შედის სერვისისა და ტექნიკური მომსახურების ქსელის გაფართოება და ასევე ჩვენი ასორტიმენის მუდმივი განვითარება ახალი მოწინავე პროდუქტებით. გვინდა, რომ „პარკსტეკი“ არა მხოლოდ ინოვაციური პროდუქტის შემომტანი, არამედ საქართველოში ურბანული განვითარების აქტიური მონაწილე გახდეს.

ცნობისთვის, დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომპანიის საიტს ესტუმრონ : https://parkstack.ge/ka ან დარეკონ შემდეგ ნომერზე : 551 33 55 84

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა