მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7273.7
0.0046
flag
AZN 1.6139
-0.0018
flag
CNY 39.909
0.0189
flag
EUR 3.1924
0.0169
flag
GBP 3.6893
0.0251
flag
KZT 56.2
0.0101
flag
TRY 0.0623
0
flag
USD 2.7438
-0.0032

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ქუთაისში განხორციელდება - რეგისტრაცია დაიწყო

news image

საქართველოს ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ჩართულობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას აგრძელებს. დაინტერესებულ მეწარმე ქალებს პროგრამის მე-11 ნაკადში მონაწილეობის მისაღებად უკვე შეუძლიათ, შეავსონ განაცხადი და ბიზნესის განვითარებისთვის 360°-იანი მხარდაჭერა მიიღონ.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი კომპონტენტი - ინტენსიური სამდღიანი ვორკშოპია, რომელიც ამჯერად ქუთაისში, 5, 6 და 7 აგვისტოს ჩატარდება. პროგრამაზე რეგისტრაცია 16 ივლისიდან დაიწყო.

პროგრამა ოთხ მთავარ ღირებულებაზეა დაფუძნებული: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება და თანამშრომლობა. მონაწილეები ვორკშოპებში პროფესიულ მხარდაჭერას მიიღებენ. ასევე, პლატფორმაზე – businesscourse.ge ონლაინ კურსებს გაივლიან და გამოცდილ მენტორებთან იმუშავებენ. პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გაიუმჯობესონ უნარები ბიზნესის მართვის, გაყიდვების, ელექტრონული კომერციის, ფინანსების, მარკეტინგისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

გარდა ამისა, პროგრამა მეწარმე ქალებს გრანტის მიღების შესაძლებლობას სთავაზობს, რაც მათ ბიზნეს იდეის განხორციელებაში დაეხმარება.

„მოხარული ვართ, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში უკვე მეთერთმეტე ნაკადი ჩაერთვება. ამ ინიციატივით, ჩვენ ქალ მეწარმეებს უნიკალურ შესაძლებლობას ვაძლევთ – არა მხოლოდ ცოდნა შეიძინონ და პრაქტიკული მხარდაჭერა მიიღონ, არამედ საქმიანი ქსელის ნაწილი გახდნენ და თანამოაზრეები გაიცნონ. პროგრამა მათ ბიზნესიდეების რეალურ, წარმატებულ საქმედ ქცევაში დაეხმარება“, – აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

აღმოაჩინეთ მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

პროგრამა საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია — ინიციატივის, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, პრაქტიკულ რესურსებსა და სხვა მრავალ აქტივობას, რაც ბიზნესს ზრდასა და განვითარებაში ეხმარება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ავთენტური ქართული გემოები ინოვაციური ფორმით – როგორია "გიშნაგორას" საქმიანობის სპეციფიკა

10.03.2026.18:00

„გიშნაგორა“ არის ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის ნატურალურ პროდუქტებს, ტრადიციულ რეცეპტებზე დაყრდნობით. მეტი დეტალისთვის Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს, ხათუნა ხუხიას ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„გიშნაგორა“ არის ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის ნატურალურ პროდუქტებს, ტრადიციულ რეცეპტებზე დაყრდნობით. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია ქართული, განსაკუთრებით მეგრული გემოების შენარჩუნება და მათი თანამედროვე ვერსიის მომხმარებლამდე მიტანა. ამ გემოებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ოჯახისთვისაც: ბრენდის შექმნის იდეა ეკუთვნით ჩემს შვილებს, რომლებიც აფხაზეთიდან არიან, ხოლო რეცეპტი დედას, რომელიც ასევე აფხაზეთიდან არის. ჩვენი მრავალფეროვანი რეცეპტები სწორედ ამ კულინარიული მემკვიდრეობის შთაგონებით იქმნება და აფხაზეთის ულამაზესი კუთხიდან მომდინარეობს.

საქმიანობა დავიწყეთ მცირე ოჯახური ბიზნესის სახით, ხოლო მომხმარებელთა დიდი ინტერესისა და დადებითი უკუკავშირის გათვალისწინებით, დროთა განმავლობაში გავაფართოვეთ.

დღეს მომხმარებლებს ვთავაზობთ პროდუქტთა მრავალფეროვან არჩევანს: სხვადასხვა სახეობის აჯიკას (მათ შორის მწვანე ნიგვზიან აჯიკას), ქართულ პესტოს, ნიორპასტას, სვანურ მარილს, საცივის საკმაზს, ასევე ტრადიციულ ტყემლისა და პომიდვრის საწებლებს. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ ავთენტური ქართული გემოები - ნატურალური ინგრედიენტებით და ოჯახური რეცეპტებით შექმნილი ჯანსაღი ქართული პროდუქცია.

როგორია "გიშნაგორას" მიმდინარე ასორტიმენტი?

  • წითელი ცხარე აჯიკა;
  • მწვანე აჯიკა;
  • ნიგვზიანი აჯიკა;
  • ქართული პესტო;
  • ნიორპასტა;
  • საცივის საკმაზი;
  • სვანური მარილი;
  • მშრალი აჯიკა;
  • ტყემლის საწებელი;
  • პომიდვრის საწებელი;
  • მშრალი აჯიკა ორეგანოთი.

რას მიიჩნევთ კონკურენტულ უპირატესობად?

„გიშნაგორას“ მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის ოჯახური, თაობიდან თაობაზე გადმოცემული რეცეპტები, ნატურალური ინგრედიენტები და ავთენტური ქართული გემოები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროდუქტი დამზადდეს ტრადიციული მეთოდებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხს. ამასთან ერთად, ვცდილობთ ტრადიცია შევუთავსოთ ახალ იდეებს.

სწორედ ტრადიციის, ნატურალური გემოს და ინოვაციის შერწყმაა ის, რაც „გიშნაგორას" მომხმარებლისთვის გამორჩეულსა და დასამახსოვრებელს ხდის.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

„გიშნაგორას“ სამომავლო გეგმები უკავშირდება როგორც პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას, ისე ბრენდის განვითარებას უფრო ფართო ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი, საინტერესო პროდუქტები, რომლებიც ქართულ ტრადიციულ გემოებს თანამედროვე ფორმით წარმოაჩენს.

გარდა ამისა, ვგეგმავთ ბრენდის ცნობადობის გაზრდას და ეტაპობრივად საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, რათა ქართული გემოები უფრო ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა