„მეტროპოლს“ გაყიდვების კუთხით ბაზრის 5% უკავია - მამუკა იმედაშვილი
„ძირითადი ფინანსური გეგმები, რაც დასახული გვქონდა, თითქმის 100%-ით შევასრულეთ“, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში საუბრისას, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, გაყიდვების კუთხით „მეტროპოლს“ ბაზრის 5% უკავია.
„ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს ანალიტიკას და შემიძლია ვთქვა, რომ 2025 წელს ჩვენი ძირითადი ფინანსური გეგმები, რაც დასახული გვქონდა, თითქმის 100%-ით შევასრულეთ. წლის დასაწყისსა და შუა პერიოდში იყო გარკვეული ტურბულენტობა, რასაც ცნობილ ფაქტორებიდან გამომდინარე გამოწვევებს ვეძახით, თუმცა ბოლო პერიოდში ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად დასტაბილურდა და მგონია, რომ დინამიკა კიდევ უფრო დადებითი იქნება.
რაც შეეხება ჩვენს წილს, როგორც ვაკვირდებით, დღეის მდგომარეობით „მეტროპოლს“ გაყიდვების კუთხით ბაზრის 5% უკავია. ანუ 2025 წელს თბილისში გაიყიდა დაახლოებით 350 ბინა, ხოლო ბათუმში - დაახლოებით 200, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 15–20%-იან ზრდას ნიშნავს“, - აღნიშნა მამუკა იმედაშვილმა.
სხვა სიახლეები
2026 წელი განვითარების ახალი ეტაპი იქნება - როგორია BODBE Hotel - ის სამომავლო გეგმები
16.01.2026.18:00
კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. სასტუმროს განვითარების 2026 წლის ხედვასთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.
„2026 წელი "ბოდბესთვის“ განვითარების ახალი ეტაპია. სასტუმრო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, სტუმრებს მეტ არჩევანსა და გამოცდილებას შევთავაზებთ.

გვემატება კვების ობიექტი - „კახური კუთხე“, სადაც ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ გარემოში გაცოცხლდება. ჩვენი სტუმრებისთვის საყვარელი, ღია აუზის ზონა კიდევ უფრო ცოცხალი და საინტერესო გახდება პიცა ბარით. პადელის მოედანი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, 2026 წლიდან სრულად აღიჭურვება და მზად იქნება როგორც სტუმრებისთვის, ასევე შეჯიბრებებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის.
ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბოდბეზე შეყვარებული სტუმრების რაოდენობა და ვიქცეთ იმ ადგილად, რომელსაც ადამიანები გააზრებულად, ნამდვილი დასვენებისთვის ირჩევენ მაშინ, როცა განტვირთვა სჭირდებათ “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.
აღსანიშნავია, რომ „ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი - ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.