მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

მეტროპოლი – Real Estate Expo 2025-ზე „დამთვალიერებლის რჩეული დეველოპერული პროექტის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა

news image

„მეტროპოლი“ 2025 წლის უძრავი ქონების გამოფენაზე უნიკალური, გამოცდილებაზე დაფუძნებული კონცეფციით წარსდგა და „დამთვალიერებლის რჩეული დეველოპერული პროექტის“ ჯილდოს მფლობელიც გახდა.

უძრავი ქონების გამოფენა ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც "ექსპო ჯორჯიას" ორგანიზებით და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის (GNARE) თანაორგანიზებით ხორციელდება. ღონისძიებაში 50-მდე დეველოპერული კომპანია მონაწილეობდა.

დეველოპერული კომპანია “მეტროპოლი" კულინარიული შოუ „მასტერშეფის“ გენერალური სპონსორია და სწორედ ამ ნარატივმა გამოფენის სივრცეზეც გადმოინაცვლა. სამზარეულოს თემატიკის სტენდმა, სადაც შეფი დიმიტრი რჩეულიშვილი უმასპინძლდებოდა დამთავლიერებლებს ერთ მნიშვნელოვან იდეას გაუსვა ხაზი: სახლია სწორედ ის ადგილი, სადაც ჩანაფიქრები იბადება და იწყება მოქმედება მათ ასასრულებლად. ამიტომაა ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი „ჩაიფიქრე და იმოქმედე“.

კომპანიაში აღნიშნავენ:

„საინტერესო გამოცდილებაა გამოფენის დროს სამზარეულოში მოხვდე, ცნობილი შეფის კანაპე დააგემოვნო და ამავდროულად გაეცნო მეტროპოლის ბრენდს, მის ხედვასა და იდეებს. ჩვენთვის ეს იყო შესაძლებლობა შეგვექმნა ისეთი ატმოსფერო, სადაც ადამიანი საკუთარ მომავალ სახლს და მომავალ ცხოვრებას წარმოიდგენდა.“

მამუკა იმედაშვილი, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე:

„ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ სტუმრებს თავი ეგრძნოთ სახლში. ისეთ სახლში, რომელიც ჩაიფიქრეს. სწორედ ამიტომ შევქმენით სივრცე, სადაც ადამიანები თავდაპირველად ემოციას იღებდნენ და შემდეგ გადადიოდნენ კონკრეტულ ინფორმაციაზე — პროექტებზე, შეთავაზებებზე, პირობებზე.

ეს ჯილდო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მას დამთვალიერებელი ირჩევს — ადამიანები, ვინც რეალურად გეგმავს მომავალ ცხოვრებასა და ინვესტირებას უძრავ ქონებაში.

გამოფენის ფარგლებში „მეტროპოლმა“ თბილსსა და ბათუმში მიმდინარე 7 პროექტი წარმოადგინა. სტუმრებს კი სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნილი განსაკუთრებული შეთავაზება დახვდათ — თბილისსა და ბათუმში ბინის შეძენის შემთხვევაში, კურორტ მანგლისში მიწის ნაკვეთი საჩუქრად

მეტროპოლი არის ბრენდი, რომელიც ქმნის მომხმარებელზე მორგებულ, განსაკუთრებულ გარემოს, სადაც ადამიანების სურვილები გათვალისწინებულია და მათი ჩანაფიქრები რეალობად იქცევა.

მეტროპოლი - სახლი რომელიც ჩაიფიქრე!  

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2026 წელი განვითარების ახალი ეტაპი იქნება - როგორია BODBE Hotel - ის სამომავლო გეგმები

16.01.2026.18:00

კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. სასტუმროს განვითარების 2026 წლის ხედვასთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.

„2026 წელი "ბოდბესთვის“ განვითარების ახალი ეტაპია. სასტუმრო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, სტუმრებს მეტ არჩევანსა და გამოცდილებას შევთავაზებთ.

გვემატება კვების ობიექტი - „კახური კუთხე“, სადაც ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ გარემოში გაცოცხლდება. ჩვენი სტუმრებისთვის საყვარელი, ღია აუზის ზონა კიდევ უფრო ცოცხალი და საინტერესო გახდება პიცა ბარით. პადელის მოედანი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, 2026 წლიდან სრულად აღიჭურვება და მზად იქნება როგორც სტუმრებისთვის, ასევე შეჯიბრებებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის.

ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბოდბეზე შეყვარებული სტუმრების რაოდენობა და ვიქცეთ იმ ადგილად, რომელსაც ადამიანები გააზრებულად, ნამდვილი დასვენებისთვის ირჩევენ მაშინ, როცა განტვირთვა სჭირდებათ “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.

აღსანიშნავია, რომ „ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი - ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა