მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7101
-0.0006
flag
AZN 1.6034
-0.0002
flag
CNY 37.975
0.0032
flag
EUR 3.1435
0.0148
flag
GBP 3.6795
0.0163
flag
KZT 52.12
-0.0031
flag
TRY 0.0687
-0.0002
flag
USD 2.7268
-0.0002

„მეტროპოლ შინდისი“ - სახლი, რომელიც ბუნების სიახლოვეს ჩაიფიქრე

news image

დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ განაგრძობს სუბურბანული ცხოვრების ახალი სტანდარტების შექმნას და ამჟამად თანამედროვე დასახლების გაშენებას შინდისში იწყებს. პროექტი ბუნებრივ ლანდშაფტთან ჰარმონიულად ინტეგრირებულ საცხოვრებელ სივრცესა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. 

90 ჰექტარ ტერიტორიაზე 700-ამდე მიწის ნაკვეთის მონიშვნაა დაგეგმილი — ეს ყველაზე მასშტაბური სუბურბანული პროექტია, რაც კი საქართველოში განხორციელებულა. ახალი დასახლება მსოფლიოში წამყვანი დეველოპერების წარმატებულ პრაქტიკას ეყრდნობა და ქმნის სრულ ეკოსისტემას, სადაც თანამედროვე ცხოვრების ყველა ელემენტი ბუნებასთან ჰარმონიულადაა შერწყმული.

 

გიორგი მხეიძე, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორი„მეტროპოლ შინდისი“ ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და მასშტაბური პროექტია, რომელშიც გათვალისწინებულიამსოფლიოში წამყვანი დეველოპერების გამოცდილება. ჩვენი მიზანია, შევქმნათ არა მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე, არამედ თანამედროვე, სრულფასოვანი ეკოსისტემა, სადაც ბუნება, კომფორტი და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა გაერთიანდება. ჩვენი ხედვა მოიცავს მრავალფუნქციურობის, ინოვაციისა და კომფორტის პრინციპებს, რაც ამ საცხოვრებელ კომპლექსს უნიკალურ და მომხიბლავ ადგილად აქცევს“.

შინდისი — ბუნებასთან ჰარმონიაში

„მეტროპოლმა“ შინდისი მიზანმიმართულად შეარჩია მეორე სუბურბანული პროექტისთვის. ეს არის ტერიტორია, რომელიც ქალაქის ხმაურიდან სულ რამდენიმე წუთში სიმწვანეს, სიწყნარესა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს სთავაზობს მომავალ მობინადრეებს. მისი ბუნებრივი ლანდშაფტი და თბილისთან სიახლოვე ქმნის ცხოვრების სრულყოფილ და გამორჩეულ გამოცდილებას. 

სრული ინფრასტრუქტურა და ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესება

პროექტის მთავარი მიზანია, დააფუძნოს სრულფასოვანი, დამოუკიდებელი დასახლება — სივრცე, სადაც ყოველდღიური ცხოვრების ყველა საჭირო სერვისი იქნება ხელმისაწვდომი: 

  • ცენტრალური პარკი
  • ღია საცურაო აუზი და სპა სივრცე
  • პადელის მოედანი და სპორტული ზონები
  • ველო- და სარბენი ბილიკები
  • ღია კინოთეატრი და სკეიტპარკი
  • კომერციული ზონა: მაღაზია, აფთიაქი, საკონფერენციო დარბაზი, კვების ობიექტი, სამუშაო სივრცე და სერვისცენტრები (ქიმწმენდა და სხვა)


სწორედ ასეთი მრავალფუნქციური კონცეფცია აქცევს „მეტროპოლ შინდისს“ სრულფასოვან სუბურბანულ დასახლებად და ხელს უწყობს ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესებას.

არქიტექტურული პროექტი

პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთის შეძენისას თითოეულ მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა არქიტექტურული პროექტი, სადაც 15 განსხვავებულ დიზაინს შორის შეუძლია აირჩიოს სასურველი. ამავდროულად, მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, კომპანია „მეტროპოლი“ სურვილის შემთხვევაში მომავალ მობინადრეებს სახლს თავადაც აუშენებს.

ჭკვიანი ეკოსისტემა

პროექტში ინტეგრირებულია სმარტ ტექნოლოგიები — ჭკვიანი განათება, ენერგოეფექტური მოწყობილობები, უსაფრთხოების სენსორები და ავტომატური მართვის სისტემები, რაც თანამედროვე და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს ქმნის.

წინასწარი გაყიდვები და განსაკუთრებული შეთავაზებები

შინდისის პროექტის წინასწარი გაყიდვები 2025 წლის 18 ივნისიდან დაიწყო. საწყის ეტაპზე 1 სექტორი მიწის ნაკვეთები გაიყიდება, რაც 45 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსებულ 270 ნაკვეთს აერთიანებს. პროექტი 600-იდან 2255 კვ.მ-ამდე მიწის ნაკვეთებს მოიცავს, კვადრატული მეტრის ფასი კი $175-იდან იწყება.

დაინტერესებული პირებისთვის გაყიდვების საწყის ეტაპზე გათვალისწინებულია განსაკუთრებული შეთავაზებები და გამარტივებული გადახდის პირობები.

დასახლების ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად განვითარდება და პირველი საცხოვრებელი სექტორი სრულად 2027 წლის დეკემბერში იქნება მზად.


მეტროპოლის შესახებ

დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა.
„მეტროპოლი“ გთავაზობთ ყველა ტიპის საცხოვრებელ, საინვესტიციო  და სუბურბანულ უძრავ ქონებას და მომხმარებლებზე მორგებულ გადაწყვეტებს უკეთესი ცხოვრებისთვის. კომპანიის პორტფელში უკვე 1 დასრულებული, 7 მიმდინარე და 4 დაგეგმილი პროექტია. თბილისში დასრულდა საცხოვრებელი კომპლექსი „მეტროპოლ ბაგები“, ამჟამად პროექტების – „მეტროპოლ ქავთარაძისა“ და „მეტროპოლ ორთაჭალის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ამასთანავე, „მეტროპოლის“ სუბურბანული პროექტების – „მეტროპოლ ლისისა“ და „მეტროპოლ შინდისის“ მშენებლობა დაიწყო.

ბათუმში აქტიურ ფაზაშია საინვესტიციო პროექტები – „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“, სადაც ფრანგულ კომპანია Louvre Hotels Group-თან პარტნიორობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. გარდა ამისა, ბათუმში ახალი საცხოვრებელი კორპუსის „მეტროპოლ პარალელის“ მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც პანორამული ხედებითა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა.  „მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. კომპანიის ჯამური ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “თეთრმა კვადრატმა” მობინადრეების ლოიალობის ბარათი „ქი ქარდი“ წარადგინა

22.06.2025.00:15

დეველოპერულმა კომპანია „თეთრმა კვადრატმა“ ოფიციალურად წარადგინა ქი ქარდი - მობინადრეებისთვის განკუთვნილი ლოიალობის ბარათი.

ქი ქარდი არის ბარათი, რომელიც ცხოვრების ახალ სტანდარტს და პრივილეგიებით სავსე ეკოსისტემას ქმნის თეთრი კვადრატის მობინადრეებისთვის. 

ბარათის წარდგენის ღონისძიებას ესწრებოდნენ “თეთრი კვადრატის” და წამყვანი პარტნიორი ბრენდების წარმომადგენლები, რომლებიც უკვე ჩაერთნენ ლოიალობის პროგრამაში.

ღონისძიების ფარგლებში “თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძემ სტუმრებს სიტყვით მიმართა:


„ჩვენთვის ქი ქარდი მხოლოდ ბარათი არ არის — ეს არის ცხოვრების ახალი სტილის სიმბოლო. თეთრ კვადრატში ბინის შეძენა ნიშნავს არა მხოლოდ უძრავი ქონების შეძენას,  არამედ ცხოვრების ხარისხის ახლებურ განმარტებას. ‘ქი ქარდი’ წარმოადგენს ამ ხედვის გაგრძელებას — ეს არის გასაღები იმ ეკოსისტემაში, სადაც პრემიუმ გამოცდილება ყოველდღიურობის ნაწილია. თეთრი კვადრატი არის დეველოპერული სივრცე, რომელიც არა მხოლოდ აშენებს, არამედ ქმნის — აყალიბებს სტილს, კულტურასა და გემოვნებას.“

 

პროგრამაში გაერთიანებულია 50-მდე წამყვანი ბრენდი სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის:

  • პრემიუმ ტექნიკისა და ინტერიერის ბრენდები – Miele, Design Avenue, ელიტ ელექტრონიქსი
  • ავტოინდუსტრიის ლიდერი – თეგეტა მოტორსი
  • სილამაზისა და თავის მოვლის ხაზი – NUAGE Clinique, Lutecia, 
  • ფიტნესისა და ცხოვრების სტილის სივრცეები – World Class

„ქი ქარდი“ ერთგვარი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სივრცეს, გამოცდილებასა და ღირებულებებს — ქმნის გარემოს, სადაც მობინადრის საჭიროებები, გემოვნება და ცხოვრების სტილი სრულად ეხმიანება თეთრი კვადრატის ხედვას.

ბარათი ხელმისაწვდომია კომპანიის მობინადრეებისა და პარტნიორებისთვის და ბენეფიტების მიღება შესაძლებელია ბარათის წარდგენისთანავე.

„ქი ქარდი“ — ახალი ცხოვრების გასაღები თეთრი კვადრატისგან.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა