მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

„მეტროპოლ ქავთარაძე“ - თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე თბილისში - რა ეტაპზეა პროექტის მშენებლობა?

news image

დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ქავთარაძის ქუჩაზე, ახალ, გამორჩეულ პროექტს ახორციელებს. „მეტროპოლ ქავთარაძეყველა თანამედროვე სტანდარტს პასუხობს და კომპლექსის მშენებლობა ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური და მაღალი ხარისხის მასალით მიმდინარეობს

 

მეტროპოლ ქავთარაძე ორ 25-სართულიან შენობას და განსხვავებული დაგეგმარებისა და ფართობის ბინებს გააერთიანებს. კომპლექსში მრავალფეროვანი ცხოვრებისთვის ყველაფერია გათვალისწინებული: 1 ჰექტარი სარეკრეაციო ზონა, ფეხბურთის მოედანი და გასართობი ადგილი, საფეხმავლო ბილიკი, ღია და დახურული სივრცეები, მოსასვენებელი პავილიონი, საბავშვო ბაღი, ლობი და კონსიერჟი

 

მეტროპოლისერთ-ერთი გამორჩეული პროექტის მშენებლობა გეგმის შესაბამისად და უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომმეტროპოლ ქავთარაძისსამშენებლო სამუშაოებსანაგიასრულებს. კომპანია, რომელსაც სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობის სფეროში 35-წლიანი გამოცდილება აქვს, დარგის სრულ სპექტრს მოიცავს.

 

ტატო მაჩაბელი, „მეტროპოლის“ საოპერაციო დირექტორი:მეტროპოლ ქავთარაძისმშენებლობადათქმულ ვადებში და ყველა შესაბამისი პროცედურის სრული დაცვით მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომA1 ბლოკის შემთხვევაში სამუშაოები გრაფიკსაც კი უსწრებსდამატებით უკვე აშენებულია ორი სართული.

 

ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რადგან გვინდა, ჩვენი სხვა პროექტების მსგავსად, „მეტროპოლ ქავთარაძისმომავალ მობინადრეებს ზუსტ ვადაში ჩავაბაროთ სახლი, რომელიც ჩაიფიქრეს. „მეტროპოლისადაანაგისპროფესიონალი გუნდების კოორდინირებული მუშაობის წყალობით ამ მიზანს მივაღწევთ. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის მიმდინარეობას მუდმივად აკვირდებიან ჩვენი მომავალი მობინადრეებიც, რაც პროცესს კიდევ უფრო ნდობით ავსებს“.

 

ამ ეტაპზემეტროპოლ ქავთარაძისპროექტის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციების მოწყობა მიმდინარეობს

A1 ბლოკზე უკვე მოწყობილია მე-11 სართულის გადახურვის ფილები, ხოლო პირველი საცხოვრებელი სართულიდან დაწყებულია ენერგოეფექტური Ytong ბლოკის მოწყობა.

 

A2 ბლოკზე უკვე დასრულდა მე-8 სართულის ფილებით გადახურვა

პროექტის ფასადი ენერგოეფექტური Ytong-ის აირბლოკით (გაზობლოკით) მოპირკეთდება. შიდა ტიხრები კი პემზისა და ბეტონის მაღალი ხარისხის ბლოკებით აშენდება, რაც გამართულ ხმის იზოლაციასა და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს უზრუნველყოფს.

 

 

უახლოეს პერიოდში იგეგმება ალუმინის კარ-ფანჯრების მონტაჟი, ხოლო გეგმის მიხედვით წლის ბოლომდე დაიწყება შემდეგი სამუშაოები:

საინჟინრო კომუნიკაციების მონტაჟი

სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობა

ბინების შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მათ შორის თაბაშირის ლესვა და იატაკის მოჭიმვა

ყველაფერირაც ჩაიფიქრემეტროპოლში დაგხვდება 

 

მეტროპოლ ქავთარაძე“, ჯამურად, 16,490 ² ფართობზეა განთავსებული და მას თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარეკრეაციო ზონა ექნება. ორი 25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი არა მხოლოდ თანამედროვე არქიტექტურით, არამედ ცხოვრების მაღალი სტანდარტითაც გამოირჩევა. პროექტში მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურაა გათვალისწინებული - სპორტული მოედნები, სკვერები, საფეხმავლო ბილიკები და სხვა სივრცეები სოციალიზაციისთვის, მათ შორის, საბავშვო ბაღი, რაც პროექტს ოჯახებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.



ირაკლი აბულაძე, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსური და საოპერაციო მიმართულებით:მეტროპოლ ქავთარაძეჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია და განსაკუთრებით გვიხარია, რომ ბინების 60%-ს უკვე ჰყავს მომავალი მფლობელები. ეს იქნება კომპლექსი ქალაქის ცენტრალურ უბანში, რომელსაც ყველაზე დიდი სარეკრეაციო სივრცე ექნება. პროექტი გააერთიანებს 534 აპარტამენტს, სადაც თითოეულ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შეარჩიოს თავის საჭიროებებზე მორგებული ბინაიქნება ეს სტუდიო, ერთსაძინებლიანი ბინა თუ პენტჰაუზი, საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ. ბინების ფართი იწყება 51.6 კვ.-დან და აღწევს 187.4 კვ.-მდე, რაც ნიშნავს, რომ პროექტი მაქსიმალურად პასუხობს ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნას“.

მეტროპოლ ქავთარაძე“ – გარემორომელიც უკეთესი ცხოვრებისთვის ჩაიფიქრე

მეტროპოლ ქავთარაძისკომპლექსი მობინადრეებს არაერთ დამატებით სერვისსა და ფუნქციურ სივრცეს შესთავაზებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საოფისე და კომერციული ფართები, რაც ცხოვრების მრავალფეროვან საჭიროებებს ერთ სივრცეში გააერთიანებს.

 

კომპლექსს ექნება კეთილმოწყობილი საპარკინგე ინფრასტრუქტურაცტერიტორიაზე განთავსდება ავტოსადგომი, რომელიც 334 ავტომობილზე იქნება გათვლილი.

 

მეტროპოლისსხვა პროექტების მსგავსად, აქაც უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა მასალები გამოიყენება. შენობის ფასადისთვის შერჩეულია გერმანული YTONG-ის ენერგოეფექტური ბლოკები, რაც გამოირჩევა მაღალი ხარისხის თბოიზოლაციით და მნიშვნელოვნად ამცირებს მობინადრეების კომუნალურ ხარჯებს.

 

მეტროპოლის შესახებ

დეველოპერული კომპანია მეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა.

მეტროპოლიგთავაზობთ ყველა ტიპის საცხოვრებელ, საინვესტიციო  და სუბურბანულ უძრავ ქონებას და მომხმარებლებზე მორგებულ გადაწყვეტებს უკეთესი ცხოვრებისთვის. კომპანიის პორტფელში უკვე 1 დასრულებული, 6 მიმდინარე და 5 დაგეგმილი პროექტია.

თბილისში დასრულდა საცხოვრებელი კომპლექსიმეტროპოლ ბაგები“, ამჟამად პროექტების – „მეტროპოლ ქავთარაძისადამეტროპოლ ორთაჭალისმშენებლობა მიმდინარეობს. ამასთანავე, „მეტროპოლისპირველი სუბურბანული პროექტის – „მეტროპოლ ლისისმშენებლობა დაიწყო.

ბათუმში აქტიურ ფაზაშია საინვესტიციო პროექტები – „მეტროპოლ კუბიდამეტროპოლ ოვალი“, სადაც ფრანგულ კომპანია Louvre Hotels Group-თან პარტნიორობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. გარდა ამისა, ბათუმში ახალი საცხოვრებელი კორპუსისმეტროპოლ პარალელისმშენებლობა დაიწყო, რომელიც პანორამული ხედებითა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა.

მეტროპოლისმშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სუხიშვილების თაკარა - ინოვაციისა და ტრადიციის სინთეზი

30.07.2025.18:01

ზაფხულის დადგომასთან ერთად, სუხიშვილების “თაკარა” ახალი ცეკვებით, ენერგიითა და განსხვავებული კომპოზიციებით ისევ აინთო. ექსპერიმენტული ღია სივრცე, ექსპერიმენტული ღია სცენა, საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით, მნახველს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით უკვე მეხუთე წელია ავსებს.

მრავალი წელია, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები” წერს  ახალ ისტორიას და უკვე საიუბილეო 80 წლისთავსაც აღნიშნავს. ასეთ საქვეყნო საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს ხელშეწყობას – არაერთი წელია, „სუხიშვილებს“ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ბანკი და  მემკვიდრეობაც გრძელდება. სწორედ ამ მე მკვიდერობის ნაწილია “თაკარა”, რომელიც  მხოლოდ სივრცე არ არის, ის სუხიშვილების უწყვეტი მოძრაობის, განახლებისა და ლიდერობის სიმბოლოა. კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ანსამბლი არასდროს ჩერდება, მუდმივად ავითარებს საკუთარ ხელწერას და ყოველთვის ახლისკენ ისწრაფვის. 

აქ აუდიტორია დასის ნაწილი ხდება და მცირე დროით თავს ისიც “სუხიშვილად” გრძნობს. ეს იმიტომ, რომ შესაძლებელია მოცეკვავეების ტექნიკას, სინქრონსა და ოსტატობას მცირე დისტანციიდან დააკვირდე, ახლოს, ბარიერების გარეშე. 

ნაციონალური ბალეტის ერთ-ერთი ყველაზე თამამი და კონცეპტუალური პროექტი პანდემიის დროს შეიქმნა. როგორც ანსამბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი ნინო სუხიშვილი იხსენებს, თავდაპირველად, ამ იდეაზე მუშაობას ბევრი სირთულე და გამოწვევა ახლდა. თუმცა, საბოლოოდ, დასის ძალისხმევით, ღია სცენა  “თაკარა“ იპროვიზაციასა და ექსპერიმენტებისთვის აბსოლუტურად თავისუფალ სივრცედ იქცა. 

“როდესაც დახურულ სივრცეში ღონისძიებების გამართვა აიკრძალა, გაჩნდა ღია სცენის შექმნის იდეა. რადგან სცენა საკმაოდ ცხელ და ღია ადგილას მდებარეობს, პროექტს, სიმბოლურად, “თაკარა“ დავარქვით. პროცესი საკმაოდ შემოქმედებითი და შრომატევადი იყო, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შევქმენით პლატფორმა, რომელიც როგორც მაყურებლისთვის, ისე დასისთვის სრულიად ახალი გამოცდილება აღმოჩნდა“, - ამბობს ნინო სუხიშვილი.

თითოეული ზაფხული წინასგან გამორჩეული, მრავალფეროვანი და შეუდარებელია. აქ ყოველი ცეკვა, მუსიკა და კოსტიუმი სპეციალურად ღია სცენა  „თაკარასთვის“ და კონკრეტული  სეზონისთვის იქმნება. დასი ყოველ ახალ სეზონზე ქმნის ახალ პროგრამას, მუსიკალურ კომპოზიციებს, სცენურ იდეებსა და კოსტიუმების დიზაინსაც კი. სეზონის დასრულების შემდეგ კი ზოგიერთი  ექსპერიმენტული ცეკვა კლასიკაც იქცევა, იმოსება ფორმით და ხდება ანსამბლის ძირითადი რეპერტუარისა და საკონცერტო პროგრამის ბუნებრივი ნაწილი.  

„ბოლო ხუთი წელია, ყველაფერი იქმნება თაკარაზე და თაკარასთვის. მუსიკა, ცეკვა, კოსტიუმი, კონცეფცია. აქ დადგმები არასდროს მეორდება. ეს არის სივრცე, სადაც ყველაზე მეტი საშუალებაა, გამოვიდეთ ჩარჩოებიდან და მივცეთ თავისუფალ ფანტაზიას სრულყოფილი მოძრაობის უფლება”,- ნინოსუხიშვილი

შთამაგონებელი და სახასიათოა სხვა ქორეოგრაფიული ნომრებიც. მაგალითად, „ქარაფშაში“ მოცეკვავეებს შეუძლიათ, რომ იმოძრაონ თავისუფლად, იმპროვიზაციით, სცენაზევე მოფიქრებული მანერითა და ტექნიკით. სვანურ მოტივებზე შექმნილი „ჯარა“ კი პირიქით, მკაცრ სიზუსტეს მოითხოვს და მოცეკვავეს რიტმიდან ან ტექნიკიდან გადახვევის უფლებას არ აძლევს. მისგან განსხვავებით, გაცილებით ენერგიული და მსუბუქია აჭარული „კინტრიში“. ღია სცენა “თაკარასთვის” სახასიათოა ქალის მრავალმხრივი სახე ის სცენაზე ერთდოულად არის ნაზი, მგრძნობიარე, მაგრამ ამავე დროს ხისტიც, ძლიერიც და მიზანდასახულიც. 

ცეკვის მიღმა, “თაკარას” წარმოდგენებს უნიკალურობას სძენს მუსიკა და კოსტიუმი. ილიკოს სუხიშვილის მიერ შექმნილი მელოდიები აზავებს ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის მოტივებს. შესაბამისად, თვალშისაცემია დასის ერთგვარი პროვოკაცია, რომ არც ელექტრონულ მუსიკაზე ცეკვას უშინდებიან. “თაკარას” ხასიათს ეხმიანება კოსტიუმებიც - ქსოვილები არის ჰაეროვანი, მსუბუქი, ჭრელი, ფერადი გამოსახულებებით მორთული. ეს ყველაფერი კი ერთიანობაში გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ტრადიციები და თანამედროვეობა წინააღმდეგობაში კიარა, პირიქით, ერთმანეთთან სინთეზშია. 

„მუსიკა, კოსტიუმი, ცეკვა, ყველაფერი ერთად იქმნება. გათვალისწინებულია სტილიც, მოძრაობაც, ზაფხულის სეზონიც და თავად პროგრამის კონცეფციაც. ყოველთვის ვცდილობ, რომ კოსტიუმი იყოს ფრიალა, გრილი და იძლეოდეს თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობას. რადგან ძალიან ცხელა და ეს ყველაფერი თაკარა მზეზე ხდება. ცეკვის დროს კოსტიუმი უნდა იყოს გრილი, მსუბუქი. რაც შეეხება მუსიკას, ისიც სპეციალურად თაკარასთვის იქმნება. ამ მიმართულებით არ ვუშინდებით ექსპერიმენტების ჩატარებას. კერძოდ თაკარას სცენაზე უკვე ელექტრონული მუსიკაც ჟღერს”, - აღნიშნავს ნინო სუხიშვილი. 

ასეთი მომზადებისა და უწყვეტი ენერგიის ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ პროექტი „თაკარა“ დიდი პოპულარობით სარგებლობს და პირველივე კონცერტიდან სრული ანშლაგით ტარდება. სუხიშვილები მუდმივად ახერხებენ მაყურებლის გაოცებასა და აღტაცებას, რის გამოც ანსამბლი ნებისმიერი ასაკის გულშემატკივრისთვის ბრენდად იქცა. ბრენდად, რომელიც სიზუსტეს, დისციპლინასა და ტრადიციებს აერთიანებს და არასდროს ჩერდება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სუხიშვილებს წელს საიუბილეო 80 წელი შეუსრულდათ. შესაბამისად, მაქსიმალურად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი კონცერტი გამართონ და მაყურებელს ახალი, მრავალფეროვანი წარმოდგენები შესთავაზონ. უკვე დაგეგმილია წინანდლის ფესტივალზე მონაწილეობა. ოქტომბრიდან კი გეზი უცხოეთისკენ იქნება. ანსამბლს ისიც აძლიერებს, რომ ნებისმიერ წამოწყებაში მათ გვერდით საქართველოს ბანკი დგას, ერთგული გულშემატკივარი და ყველა დიდი ჩანაფიქრის სანდო მხარდამჭერი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა