მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7186.4
-0.0117
flag
AZN 1.5261
-0.0006
flag
CNY 38.878
-0.002
flag
EUR 2.9041
0.0043
flag
GBP 3.4821
0.0075
flag
KZT 57.83
-0.0016
flag
TRY 0.0517
0
flag
USD 2.5943
-0.0006
news banner

მეთხილე ფერმერებმა, თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ბაღების რეგისტრაცია 16 მაისის ჩათვლით უნდა მოახდინონ

news image
mbc image
მეთხილე ფერმერებმა, თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ბაღების რეგისტრაცია 2025 წლის 16 მაისის ჩათვლით უნდა მოახდინონ.
 
სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მსურველებმა სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებს უნდა მიმართონ.
 
თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის პროცედურის გავლა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ ფერმერს თხილის ბაღი კადასტრში გასულ წლებში დარეგისტრირებული ჰქონდა.
 
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, რომელსაც საკუთრებაში ან/და თანასაკუთრებაში ან/და სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი, ჯამურად, არანაკლებ 0.2 ჰა არაუმეტეს 3 ჰა. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით.
 
პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების დარიცხვა მიმდინარეობს ეტაპობრივად. სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 აგვისტო.
 
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს:
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა

09.11.2026.19:31

6 და 7 ნოემბერს, სილქ როუდ ჯგუფის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წინანდლის მამულში Grand Jury du Vin-ის მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა. ღონისძიებაზე წელს საერთაშორისო ასოციაციის დაარსების 30 წლის იუბილე აღინიშნა.

სიმპოზიუმი ცნობილ მეღვინეებს, სომელიეებს, ღვინის ექსპერტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. წლევანდელი პროგრამა საუკეთესო ესპანურ ღვინოებს დაეთმო, საიუბილეო დეგუსტაციაზე კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აღიარებული ღვინოები და შამპანური იყო წარმოდგენილი.

განსაკუთრებული ყურადღება ქართულ ღვინოებსაც დაეთმო. Grand Jury du Vin-ის წევრებმა საფერავის საერთაშორისო კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული ღვინოები დააგემოვნეს და ქართული მეღვინეობის გამორჩეულ ნიმუშებს გაეცნენ.

ორდღიანი პროგრამა დეგუსტაციებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს მოიცავდა მათ შორის, აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის ლექციას „საქართველო ხორბლისა და ღვინის სამშობლო“. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა Wine Avenue-ც, სადაც ქართველი და ესპანელი მწარმოებლების ღვინოები იყო წარმოდგენილი.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ჩვენს მრავალფეროვან კულტურას მსოფლიოს აცნობს და ქვეყნის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მოხარული ვართ, რომ Grand Jury du Vin-ის სიმპოზიუმი წინანდლის მამულში უკვე ტრადიციად იქცა და ჩამოყალიბდა სივრცედ, სადაც საერთაშორისო სტუმრები ქართული მეღვინეობის მდიდარ მემკვიდრეობასა და თანამედროვე მიღწევებს ეცნობიან.

ეს პროექტი ქართველ მეღვინეებს მსოფლიოს წამყვან პროფესიონალებთან გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. გვჯერა, რომ მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები აძლიერებს ინტერესს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს მიმართ, ხელს უწყობს ქართული ღვინის გლობალურ აღიარებას და ჩვენი ქვეყნის ტურისტული თუ ბიზნეს პოტენციალის განვითარებას”, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

სილქ როუდ ჯგუფის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სიმპოზიუმი პირველად 2023 წელს გაიმართა წინანდლის მამულში და ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. მანამდე Grand Jury du Vin ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში იტალიაში, კომოს ტბაზე მასპინძლობდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა