„მეპერსი“ - ინოვაცია, სტანდარტები და სრული საინჟინრო სერვისი ქართულ ბაზარზე
Meppers • მეპერსი - საინჟინრო გადაწყვეტილებების ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში. 10 წელზე მეტია, „მეპერსი“ უზრუნველყოფს სრულ საინჟინრო კომუნიკაციებს, საერთაშორისო ბრენდების აღჭურვილობას და პროფესიონალურ მომსახურებას. პროექტები ხორციელდება ევროპული და ამერიკული სტანდარტების მიხედვით.
კომპანიის პოზიციონირებასა და გეგმებზე Business Insider Georgia „მეპერსის“ კომერციულ დირექტორს, ალექს გაგოშიძეს ესაუბრა.
- რა იყო მთავარი სტიმული „მეპერსის“ შექმნისას - ბაზრის მოთხოვნა თუ ინოვაციის სურვილი?
- საჭიროებას ბაზარი გვკარნახობდა, ხოლო ინოვაციამ მოგვცა ენერგია განვითარებისთვის. „მეპერსის“ შექმნისას ვხედავდით, რომ სფეროში აშკარად არსებობდა მოთხოვნა კომპლექსურ MEP პარტნიორზე - კომპანიაზე, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებდა მექანიკურ, ელექტრულ, წყალგაყვანილობის, ხანძარსაწინააღმდეგო და სუსტი დენის სისტემებს.
ამასთან, გვქონდა სურვილი, საერთაშორისო სტანდარტებზე (NFPA, ASHRAE, BS, IBC, IEC) დაფუძნებული ინოვაციური მიდგომები დაგვენერგა და ადგილობრივი პრაქტიკა მაღალ დონეზე აგვეყვანა. სწორედ ამ ხედვამ განსაზღვრა ჩვენი გზა - შეგვექმნა კომპანია, რომელიც აერთიანებს სრულ საინჟინრო ციკლს და ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს ინოვაციითა და სისტემური აზროვნებით.
- როგორ ხედავთ საინჟინრო სფეროს განვითარებას საქართველოში უახლოეს წლებში და რა როლს ითამაშებს „მეპერსი“ ამ პროცესში?
- ჩვენი აზრით, უახლოეს წლებში საინჟინრო სფერო მნიშვნელოვნად განვითარდება ენერგოეფექტურობის, სმარტ-შენობების და მონაცემებზე დაფუძნებული ექსპლუატაციის მიმართულებით.
„მეპერსი“ ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩვენ ვნერგავთ თანამედროვე BMS/RMS სისტემებს, ვმართავთ შენობების სრულ სიცოცხლის ციკლს (Design–Build–Operate) და ვაძლიერებთ სერვის-მოდელს, რომელიც მომხმარებლისთვის რეალურ ოპერაციულ ეფექტურობასა და ეკონომიას უზრუნველყოფს.
- როგორია კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგია - გეგმავთ თუ არა გაფართოებას რეგიონალურ ბაზრებზე?
- კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგია ორიენტირებულია რეგიონულ ზრდაზე. პირველი ნაბიჯი სომხეთის ბაზარია, სადაც ოფიციალურად ჩავერთეთ დალან ტექნოპარკის მასშტაბურ პროექტში. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ბიზნესცენტრი, რომლის სამშენებლო ფართობი 154 500 კვ.მ-ია. ამ პროექტმა არა მხოლოდ დაგვამკვიდრა ახალი ბაზარზე, არამედ გაგვიხსნა შესაძლებლობა, ჩვენს გამოცდილებაზე დაფუძნებული ინოვაციური მიდგომები გადაგვეტანა რეგიონულ დონეზე.
- რა პრინციპებით არჩევთ პარტნიორებს და როგორ ინარჩუნებთ ურთიერთობას წამყვან ბრენდებთან?
- პარტნიორებს ვარჩევთ სანდოობის, იდეური შესაბამისობისა და სიცოცხლის ციკლის საერთო ხედვის საფუძველზე. ტექნოლოგიურ ბრენდებთან ურთიერთობას ვაშენებთ ტექნიკური ტრენინგებით, ერთობლივი გადაწყვეტილებებითა და გრძელვადიანი სერვის-გარანტიებით. მთავარი პრინციპებია: გამჭვირვალობა, დროული მიწოდება და სტანდარტებთან შესაბამისობა.
- რას ნიშნავს თქვენთვის „სრულფასოვანი საინჟინრო გადაწყვეტილება“ და როგორია სამუშაო პროცესი პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე?
- ჩვენთვის ეს არის ერთიანად დაგეგმილი და ინტეგრირებული გადაწყვეტა:
- როგორია თანამშრომელთა პროფესიული განვითარების სისტემა კომპანიის შიგნით?
- ვცდილობთ დავასაქმოთ სტუდენტები. თავისუფალი უნივერსიტეტთან კოლაბორაცია გვაქვს. ასევე გვყავს უცხოური ექსპერტები, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს და ზრუნავენ მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. გეტყვით, რომ ქარხნებში გვაქვს მუდმივი ტრენინგ პროგრამები.
- როგორ იცვლება მომხმარებელთა მოთხოვნები და როგორ უწყობს ფეხს მას „მეპერსი“?
- მომხმარებელთა მოთხოვნები იზრდება ენერგოეფექტურობაზე, მოქნილ ოპერაციულ რეჟიმებსა და საოპერაციო ხარჯების შემცირებაზე. სწორედ ამ ყველაფერზე მორგება გვიწევს.
- რა პროექტს გამოარჩევდით, როგორც კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება ან სიამაყის საგანი?
თითოეული ჩვენი პროექტი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ყველა თავისებურად კომპლექსურია და ამავდროულად ძალიან საინტერესო, თითოეულს ჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, რაც ხდის მათ უფრო მიმზიდველს. ერთი პროექტის გამორჩევა შეუძლებელია სწორედ ამ მიზეზით, თუმცა არის რამოდენიმე, რომელიც განსაკუთრებულია ჩვენთვის მისი ისტორიითა და გამოცდილებით, ესენია:
სხვა სიახლეები
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
20.11.2025.11:06
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაარსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა მიმდინარე წელს წარმატებით განახორციელა ტრენინგ–კურსები: „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“; „მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების პრინციპები“, „მომხმარებელთა უფლებების დაცვა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სექტორებში“.
სასწავლო კურსების მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. შეხვედრისას კურსდამთავრებულებმა სასწავლო კურსები დადებითად შეაფასეს. მათი თქმით, ტრენინგებმა მნიშვნელოვნად გააღრმავა ცოდნა ენერგეტიკის რეგულირების სამართლებრივ და ეკონომიკურ ასპექტებზე, ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესზე, სატარიფო პოლიტიკასა და ენერგოსისტემის მუშაობის ძირითად პრინციპებზე.
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი განაგრძობს პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და სფეროს სპეციალისტებისთვის აქტუალური თემების შესახებ ტრენინგების ჩატარებას.