მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7074.6
-0.0012
flag
AZN 1.5918
-0.0003
flag
CNY 38.013
0
flag
EUR 3.1321
0.0028
flag
GBP 3.5557
-0.0055
flag
KZT 51.53
-0.0018
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7064
-0.0001

მეორე სრულად ელექტრო SUV Porsche-სგან – Cayenne Electric-ის მსოფლიო პრემიერა ონლაინსივრცესა და დუბაიში გაიმართება

news image

შესრულების, მრავალფეროვნებისა და ყოველდღიური პრაქტიკულობის იდეალური კომბინაცია - ეს განახლებული, Porsche-ს რიგით მეორე სრულად ელექტრო SUV - Cayenne-ია, რომლის მსოფლიო პრემიერა მომავალ კვირას შედგება. 

ახალი მოდელის წარდგენა ორ ეტაპად არის დაგეგმილი: 19 ნოემბერს ელექტრო SUV-ის ციფრული დებიუტი Porsche-ს ვებ-გვერდზე, YouTube არხსა და LinkedIn-ზე შედგება, 22 ნოემბერს კი საჯარო პრემიერა დუბაიში, Icons of Porsche ფესტივალზე გაიმართება - რეგიონის მასშტაბით ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც წელს უკვე მეხუთედ ტარდება. ფესტივალი თავისი მასშტაბით გამორჩეულია და მხოლოდ გასულ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სპორტული ავტომობილების 28 000-მდე გულშემატკივარი Porsche-ს საგამოფენო სივრცეში გააერთიანა. 

უკვე ორ ათწლეულზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სპორტული ავტომობილების ლეგენდარულმა ბრენდმა Porsche-მ მოდელი Сayenne წარადგინა და ამ გზით ბაზარზე ახალი ნიშა დაიკავა. 2002 წლიდან ეს სპორტული SUV მძლავრი სამუშაო მახასიათებლებისა და ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო პრაქტიკულობის სინთეზის სიმბოლოდ იქცა. ახალი Сayenne-ის გამოშვებით კი საფუძველი ჩაეყარა ახალ ეტაპს ამ მოდელის ისტორიაში - ის გამოირჩევა დინამიკურობითა და ხანგრძლივი მგზავრობებისა თუ უგზოობისას საჭირო კომფორტით. 

ახალი Cayenne-ი Porsche-ს ელექტრომობილების უახლეს არქიტექტურულ ბაზაზეა შექმნილი და სპორტული SUV-ს ბაზარზე ახალ სტანდარტს ამკვიდრებს, როგორც სამუშაო მახასიათებლებისა და დატენის შესაძლებლობების კუთხით, ისე კომფორტისა და ციფრული მახასიათებლების თვალსაზრისითაც. ელექტრო SUV შიგაწვის ძრავის მქონე და ჰიბრიდული მოდელების ხაზს დაემატება.

ახალი Porsche Cayenne Electric-ის მსოფლიო ციფრული პრემიერა 19 ნოემბერს, საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება.  

Porsche-ს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკმა 450,000,000 ლარის 11.5%-იანი ევრობონდები გამოუშვა

12.11.2025.12:15

საქართველოს ბანკმა 450 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ევრობონდები გამოუშვა. ლარში დენომინირებული ევრობონდების სარგებელი 11.50%-ია, მისი დაფარვის ვადად კი 2028 წლის 17 ნოემბერი განისაზღვრა.

ტრანზაქციის მენეჯერები არიან ისეთი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები როგორიცაა: Citigroup; J.P. Morgan. BCP Securities, Oppenheimer Europe, Société Générale და „გალტ & თაგარტი“ .

რაც შეეხება იურიდიულ მრჩევლებს, ტრანზაქციაში ინგლისისა და ამერიკის ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხით ჩართული იყვნენ: Sidley Austin LLP და Baker & McKenzie LLP. ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხით კი Dentons Georgia LLC და Andersen-ი.

ევრობონდები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება და Moody's Investors Service Ltd-ისგან Ba2 რეიტინგს მიიღებს.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანზაქცია წარმატებით დასრულდა. 2025 წლის მანძილზე, ეს არის კავკასიაში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში, კერძო სექტორიდან ადგილობრივი ვალუტის ევრობონდის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო განთავსება. ვფიქრობ, ტრანზაქცია იძლევა დამაჯერებელ ილუსტრაციას იმისას, თუ რამდენად ძლიერია ბანკის ჯგუფის ფინანსური მდგომარეობა და რამდენად მაღალია ინტერესი და ნდობა ინვესტორების მხრიდან“ ,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა