მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7045.4
-0.0017
flag
AZN 1.5906
-0.0007
flag
CNY 37.506
-0.0099
flag
EUR 3.0872
-0.0064
flag
GBP 3.5606
-0.0169
flag
KZT 49.81
-0.0028
flag
TRY 0.0665
-0.0002
flag
USD 2.705
-0.0011

„მელაანური ჩაი“ მომხმარებელს განახლებულ ასორტიმენტს სთავაზობს

news image

„მელაანური ჩაი“ მომხმარებლებს განახლებულ ასორტიმენტს სთავაზობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის დამფუძნებელმა თეონა თაბორიძემ განუცხადა.

„მოგეხსენებათ, თავდაპირველად ჩვენს ასორტიმენტში მხოლოდ სამი მონოფლორისტული სახეობის ჩაი შედიოდა, თუმცა ხშირად იყო მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა ჩაის მიქსებთან დაკავშირებითაც. სწორედ ამიტომ ბოლო ერთი წელია აქტიურად დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. შევისწავლეთ მომხმარებლის ქცევა და მოთხოვნა. ეს საკმაოდ გრძელი და შრომატევადი პროცესი აღმოჩნდა. ჩვენი ბიო ბალახეულის ნედლეული სეზონურია, ამიტომ ყოველთვიურად ხელმისაწვდომი არ არის. მოგვიწია ლოდინი ახალი სეზონის დადგომამდე, რათა შეგვეგროვებინა საჭირო ნედლეული. ამავე დროს, აქტიურად ვთანამშრომლობდით ტექნოლოგთან, ვამუშავებდით მიქსების გემოვნურ თვისებებს, სწორ პროპორციებს, სამკურნალო და სარელაქსაციო მახასიათებლებს. საბოლოო ჯამში მივიღეთ ის პროდუქტი, რომელიც გვინდოდა. ამჟამად, დაახლოებით 10 სახეობის ჩაი გვაქვს შექმნილი მიქსებიანად “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი. 

„მელაანური ჩაი“ ექსპორტის მიმართულებითაც აქტიურად აგრძელებს მუშაობას. პროდუქცია სულ ახლახანს დაემატა ისეთ საერთაშორისო პლატფორმაზე, როგორიცაა Etsy.

„გვსურს, რომ პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ საერთაშორისო პლატფორმა Etsy -ის გამოყენება და რამდენიმე დღის წინ განვათავსეთ ჩვენი პროდუქცია. დიდი ხანი ვიკვლევდით Etsy-ის ბაზარს - ვიზუალური სტილს, შეფუთვის ფორმებს და ა.შ ვნახეთ, რომ იქაც პოპულარულია სასაჩუქრე ბოქსები, თუმცა უმეტესად წარმოდგენილია ჩვეულებრივ მუყაოს ყუთებში. ჩვენი პერსონალიზებული ხის ბოქსები კი განსხვავებულ შთაბეჭდილებას ქმნის და დამატებით ღირებულებასაც სძენს პროდუქტს “, - აღნიშნავს თეონა თაბორიძე.

კომპანიამ ასორტიმენტს გარდა ჩაის ახალი მიქსებისა, ველური ვარდის მურაბაც დაამატა.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სახეობა ველური ვარდის ჩაია. წელს, ასევე შევქმენით ახალი პროდუქტი ველური ვარდის მურაბის სახით, რომელიც სასაჩუქრე ბოქსებშიც იქნება განთავსებული და ასევე ცალკე პროდუქტადაც გაიყიდება“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი. მიწოდების სერვისი მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ვგეგმავთ ბუტიკური ტიპის სასტუმროს შექმნას, რომელსაც ექნება უნიკალური დიზაინი - "ჭრებალოს მარანი"

01.08.2025.18:00

„ჭრებალოს მარანი“ როგორც სარესტორნო სივრცე 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ახალ სეზონზე კი კომპანია მომხმარებლებს სხვადასხვა სიახლეს სთავაზობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს „ჭრებალოს მარნის“ დამფუძნებელმა სალომე ლეკიშვილმა განუცხადა.

„ახალ სეზონს გაფართოებული სივრცით შევხვდით. აქამდე სტუმრებს ვიღებდით მხოლოდ ერთ დარბაზში. წელს კი გაფართოვდა ეზოს ტერიტორია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ადამიანი მივიღოთ. დავამატეთ დარბაზი ქვედა სართულზე, სრულიად ახალი და განსხვავებული დიზაინით. მას აქვს უნიკალური კონცეფცია, რომელიც შეიმუშავა იმავე დიზაინერულმა ჯგუფმა (DODO Designs), 
რომელიც ჩვენს სივრცეს საწყისი ეტაპიდან, დღემდე ქმნის და ავითარებს.

ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია სტუმრების მიღება რამდენიმე განსხვავებულ სივრცეში. მარანს აქვს შესაძლებლობა, ერთდროულად უმასპინძლოს სხვადასხვა ჯგუფს: შესაძლებელია ერთ დარბაზში იმართებოდეს ერთი ღონისძიება, ხოლო მეორეში მეორე.

სივრცეების და შესაძლებლობების გაფართოების შედეგად, სტუმრებს უკვე ვთავაზობთ მომსახურებას ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გასამართად, როგორიცაა ქორწილები, ნათლობები, დაბადების დღეები და სხვა დღესასწაულები.

ეს არის ჩვენი მთავარი სიახლე მიმდინარე სეზონისთვის. თუმცა, პარალელურად დავიწყეთ სასტუმრო მიმართულების განვითარებაც. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და შემდეგი ზაფხულის სეზონისთვის მზად ვიქნებით, რომ სტუმრებს ვუმასპინძლოთ. კერძების მიმართულებით განსაკუთრებული სიახლეები ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა დავამატეთ მეორე ბარი და მენიუში განვათავსეთ ახალი კოქტეილები, რაც დამატებით მრავალფეროვნებას ქმნის.

ახალ სივრცეში გამორჩეული, უნიკალური დიზაინია. გვაქვს ბუხრის კუთხე რბილი დასაჯდომებით, რაც განსაკუთრებით კომფორტულია ცივ სეზონზე, შემოდგომის მიწურულიდან ზამთრის განმავლობაში. ბუხრის სივრცე ყოველთვის დიდი მოთხოვნით სარგებლობდა “, - ამბობს სალომე ლეკიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ობიექტის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.

„რემონტის გამო ოდნავ დაგვიანებით გავხსენით, თუმცა აშკარად შეინიშნება ვიზიტორთა მატება. გვყავს როგორც ბევრი ადგილობრივი, ქართველი ტურისტი, ასევე მრავლად არიან უცხოელი სტუმრებიც “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

„ჭრებალოს მარანი“ აქტიურად გეგმავს გაფართოებას ტურისტული მიმართულებით და ბუტიკური სასტუმროს შექმნას.

„ჩვენი მიზანი, სასტუმროს მიმართულებით ტურისტული პოტენციალის განვითარებაა. ვგეგმავთ ბუტიკური ტიპის სასტუმროს შექმნას, რომელსაც ექნება უნიკალური დიზაინი. ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენს მარნის სივრცეს, რომლის კონცეფციაც თავიდანვე განსაკუთრებული ვიზუალით გამოირჩეოდა.

კომპანია “დოდო დიზაინსთან” და არქიტექტორ პავლე მაისურაძესთან თანამშრომლობით შეიქმნა ძალიან საინტერესო კონცეფცია. ეს იქნება 8 ერთმანრთისგან სრულიად განსხვავებული დიზაინის ოთახი, რაც შთაგონებულია რაჭის ადგილობრივი ყურძნის ჯიშებით, როგორიცაა თეთრა, მწვანე, ცოლიკაური სხვა. თითოეული ოთახი ატარებს ამ ყურძნის ჯიშების სახელებს.

გვაქვს სურვილი, ერთ სივრცეში შევთავაზოთ სტუმრებს მაქსიმალურად კომფორტული და მრავალფეროვანი მომსახურება. ეს ჩვენი განვითარების მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა.

სასტუმროს შემდეგ კი ვგეგმავთ მომსახურების არეალის კიდევ უფრო გაფართოებას “, - აღნიშნავს სალომე ლეკიშვილი.

ცნობისთვის, „ჭრებალოს მარანი“ სარესტორნო სივრცის გარდა საკუთარ ღვინოსაც ფლობს და აწარმოებს. კომპანიის ღვინო წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა