მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

„მეღვინეობა იყალთო“, რომელიც ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა ადგილობრივ ბაზარზე სპეციალური ბრენდით შევიდა 

news image

Winery Ikalto • მეღვინეობა იყალთო, რომელიც ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა ბაზარს 25 დასახელების ღვინოს სთავაზობს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დირექტორმა გიორგი გიორგობიანმა განაცხადა, ქართული ბაზრისთვის კომპანიამ სპეციალური ბრენდი შექმნა.

„ვაწარმოებთ 25 დასახელების ღვინოს. მეღვინეობა იყალთო ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა და წარმოდგენილები ვართ როგორც ევროპის, ისე აშშ-ს ბაზრებზე. ჩვენი ღვინოები იყიდება ასევე ყაზახეთშიც. კომპანია ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი არ იყო და წელს შემოვედით ერთ-ერთი ბრენდით „მთვრალი ზოდიაქო“. ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი ღვინოები იყიდება „8000 მოსავალი“-ს ქსელში, ასევე გაქვს ონლაინ გაყიდვები და მთლიანობაში 20 ობიექტში ვართ წარმოდგენილები.

გეტყვით, რომ აშშ-ს ბაზრისთვისაც 3 ბრენდი გაქვს შექმნილი და ინტერესთა კონფლიქტი, რომ არ გვქონდეს კომპანია საშუალებას იძლევს, რომ რამდენიმე ბრენდი შევქმნათ და რამდენიმე ბრენდით ვიყოთ ბაზარზე წარმოდგენილები და ასე ყველა სეგმენტზე და ბაზარზე მოვახდინოთ ოპერირება. რაც შეეხება „მთვრალ ზოდიაქოებს“ ის მთლიანად ქართულ ბაზარზეა გათვლილი და ორიენტირებული. კონცეფციაც არის ქართველი მხატვრის მიერ შესრულებული ნახატებით“, - აცხადებს გიორგი გიორგობიანი.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის მეღვინეობა იყალთოს ღვინოების 80%-ი ექსპორტზე, ხოლო 20%-ი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. კომპანიის ექსპორტის დიდი წილი კი აშშ-ზე მოდის.

კომპანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ ამსტერდამში გამართულ გამოფენაზე World of Private Label International Trade Show-ზეც იყო წარმოდგენილი, საიდანაც საკმაოდ დადებითი მოლოდინებით დაბრუნდა.

„მეღვინეობა იყალთო“ ადგილობრივ ბაზაზე 2018 წლიდან ოპერირებს.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ აფასებს 2025 წელს Exquisite და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ

19.01.2026.18:00

Exquisite  ორიგინალი ნიშური სუნამოების, თავის მოვლისა და სახლის ლუქს აქსესუარების კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. კომპანიის დირექტორი, ნინო გვენეტაძე Business Insider Georgia - სთან 2025 წელს აფასებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

„2025 წელი შეფასებულია როგორც სტაბილური ზრდისა და კონსოლიდაციის წელი. კომპანია გეგმავს გაყიდვების ზრდას, ბრენდის ცნობადობის კიდევ უფრო გაძლიერებას და მომხმარებელთა ლოიალობის გაზრდას. ფოკუსი რჩება ხარისხზე, ავთენტურობაზე და შერჩეულ, სწორად პოზიციონირებულ ასორტიმენტზე.

2026 წლისთვის დაგეგმილია ეტაპობრივი გაფართოება:

• ასორტიმენტის ზრდა ახალი, შერჩეული ლუქს და ნიშ ბრენდების დამატებით;
• ლიმიტირებული და ექსკლუზიური კოლექციების რაოდენობის გაზრდა;
• საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერება;
• საერთაშორისო მიწოდების გაფართოება;
• ონლაინ პლატფორმის ფუნქციური განვითარება და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება.

მიზანი არის Exquisite-ის პოზიციის კიდევ უფრო გამყარება, როგორც ავთენტური და ექსკლუზიური ლუქს პროდუქტების სანდო პლატფორმის საქართველოში “, - აცხადებს ნინო გვენეტაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა