მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.1
0.018
flag
AZN 1.6157
0.0063
flag
CNY 39.72
0.0112
flag
EUR 3.1755
0.0078
flag
GBP 3.6642
0.0177
flag
KZT 55.19
-0.002
flag
TRY 0.0623
0.0002
flag
USD 2.747
0.0108

მეღვინეობა „ჭალელი“ ასორტიმენტს აფართოებს

news image

მარნის ახალი შენობის მშენებლობა თითქმის დავასრულეთ, - მის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „ჭალელის“ თანადამფუძნებელმა ჯაბა აბაიშვილმა განუცხადა.

„სიახლე ის არის, რომ მარნის ახალი შენობის მშენებლობა თითქმის დავასრულეთ. აქტიურად ვემზადებით რთველისთვის და მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა ბოლომდე ჯერ არ არის დასრულებული, წელს სწორედ ამ შენობაში ვიღებთ ახალ რთველს. პირველი მოსავალი უკვე ავიღეთ “, - ამბობს ჯაბა აბაიშვილი.

„ჭალელი“ აქტიურად გეგმავს ასორტიმენტის გაფართოებას და გამრავალფეროვნებას.

წელს ჩვენი ასორტიმენტი ცოტა განსხვავებულად იქნება, გვექნება გარკვეული სიახლეები. დაგვემატება „ალექსანდროული“ და „ბუზა“. „ჩინური-გორული მწვანე“, „სოვინიონ ბლანი“ და „შავკაპიტო“ უცვლელად დარჩება “, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

კომპანია სამომავლოდ მარნის მშენებლობის დასრულებასა და მის სრულად აღჭურვას გეგმავს.

„სამომავლო გეგმებშია მშენებლობის დასრულება და მარნის სრულად აღჭურვა. გაყიდვების მხრივ წელს შედარებით რთული წელი გამოვიდა, შესაბამისად მოსავალიც რაოდენობრივად ნაკლები გვაქვს. თუმცა გეგმა არის, რომ ეს მდგომარეობა დავასტაბილუროთ და ვიპოვოთ სტაბილური ბაზარი “, - აცხადებს ჯაბა აბაიშვილი.

ცნობისთვის, „ჭალელის“ პროდუქცია წარმოდგენილია რამდენიმე რესტორანსა და მაღაზიაში. კერძოდ, რესტორან „მარგალიტაში“, „ამოსში“, Unfound Door -ში, „სასმურსა“ და „8000 მოსავალში“, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დააგემოვნოს მისთვის სასურველი არომატი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩინეთში ბიზნეს ტურებზე მოთხოვნა მზარდია - WeJet

10.03.2026.14:00

გადამზიდავი კომპანია WeJet • ვიჯეთ, რომელმაც გასული წლის ბოლოს ბაზარს ახალი სერვისი „ვიჯეთ ბიზნეს თრეველი“ შესთავაზა და რომელიც ამ დროისათვის ჩინეთში ბიზნეს ტურების ორგანიზებას გულისხმობს, არსებული მოთხოვნით კმაყოფილია.

როგორც Business Insider Georgia-სთან WeJet-ის დირექტორმა, ლაშა ფეიქრიშვილმა განაცხადა, სერვისი საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა, რის გამოც კომპანიამ სპეციალური ვებსაიტი ამოქმედდება, სადაც ჩინეთში დაგეგმილ გამოფენებზე დეტალური ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი.

„ვებგვერდზე business.widget.ge განთავსებული იქნება ინფორმაცია ჩინეთის გამოფენების შესახებ, და ქართველი მომხმარებლები შეძლებენ ამ გამოფენების ონლაინ დათვალიერებას. სურვილის შემთხვევაში, ამ გამოფენებზე დასწრებას ჩვენ უზრუნველვყოფთ - მსურველებს ადგილზე დახვდებათ გიდი, სასტუმრო, ავიაბილეთები; ანუ ჩვენგან სრული სერვისი იქნება გაწეული. დამატებით, მომხმარებლებს ვთავაზობთ ტრანსპორტირებას საუკეთესო ფასად“, - აცხადებს ლაშა ფეიქრიშვილი.

WeJet-ის დირექტორის თქმით, ჩინეთში ბიზნეს ტურებზე მოთხოვნა მზარდია.

„წინა გამოფენიდან გამომდინარე, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. წინა გამოფენაზე გავუშვით დაახლოებით 30 ადამიანი, რომლებიც ერთ თვეში მოგროვდნენ. აპრილის გამოფენაზე კი უკვე სულ მცირე 100 ადამიანს ვვარაუდობთ“, - აცხადებს გადამზიდავი კომპანიის დირექტორი.

ირკვევა, რომ ჩინეთში ბიზნეს ტურებში მონაწილეობით საქართველოდან მრავალი სექტორია დაინტერესებული - ავეჯი, სათამაშოები, ტანსაცმელი, სამედიცინო მიმართულება და სხვა.

WeJet-ს უკვე დადებითი ქეისებიც აქვს. მათ მიერ ორგანიზებულ გამოფენებში მონაწილე ქართულმა კომპანიებმა საქართველოში საკუთარი ბიზნესი გააფართოვეს ან დაიწყეს.

„მაგალითად, გორში ერთ-ერთმა ჩვენსმა მომხმარებელმა გახსნა ბავშვთა გასართობი ცენტრი სათამაშოების მაღაზიით. აღნიშნული მაღაზია მთლიანად ჩვენი მიერ ჩამოტანილი პროდუქციით ამოქმედდა“, - აღნიშნავს WeJet-ის ხელმძღვანელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა