მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7045.4
-0.0017
flag
AZN 1.5906
-0.0007
flag
CNY 37.506
-0.0099
flag
EUR 3.0872
-0.0064
flag
GBP 3.5606
-0.0169
flag
KZT 49.81
-0.0028
flag
TRY 0.0665
-0.0002
flag
USD 2.705
-0.0011

McDonald's (MCD)-ის აქციების ფასი ახალი მენიუს გამოჩენამ გაზარდა

news image

გიზიარებთ ბლოგს: მიუხედავად იმისა, რომ McDonald's (MCD)-ის მიმდინარე კვარტლის მოგების ანგარიშმა ანალიტიკოსების მოლოდინის გამართლება ვერ შეძლო, ორშაბათს, ნაშუადღევს კომპანიის აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა.


მენეჯმენტმა მედიასთან კომპანიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, მათ შორის ციფრულ პლატფორმებსა და დაჯილდოების პროგრამაზე. ასევე განიხილეს გასულ თვეში დაწყებული "5 დოლარიანი მენიუს” კამპანიის მიერ მოტანილი სარგებელი. აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის კემპჩინსკიმ, განაცხადა, რომ გაყიდვები გაზრდილია და ამის უკან შედარებით დაბალი შემოსავლის მქონე მომხმარებლები დგანან. მიზეზი ახალი კამპანიის ფარგლებში ხელმისაწვდომი მენიუს გამოჩენაა. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ეს შესანიშნავი სვლაა, მით უფრო იმ ფონზე, რომ კომპანიას გაყიდვების მიმართულებით შეფერხება სწორედ პროდუქტის გაძვირების გამო გაუჩნდა.


McDonald's (MCD)-მა დაადასტურა, რომ აშშ-ში მდებარე ფილიალების 93% დათანხმდა, "5$-იანი კვების" კამპანიას შეუერთდეს და როგორც კომპანიის მესვეურებმა აღნიშნეს, წამოწყების ვადის გაგრძელებაც განიხილება. 
მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვები ივლისში დაბალი დარჩა, აღმასრულებლები McDonald's (MCD)-ის ობიექტებში მომხმარებელთა რაოდენობით კმაყოფილებას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ საბოლოოდ საშუალო შენაძენი ძირითადად 10 დოლარზე მეტია.


აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად დაგეგმილი იყო, ,,5 დოლარიანი მენიუს” კამპანია 4 კვირის მანძილზე გაგრძელებულიყო, თუმცა მოსალოდნელზე უკეთესი გაყიდვების გამო, უმეტეს ლოკაციებზე შეთავაზება გაგრძელდება.


McDonald's (MCD)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ.


*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სასტუმრო 100%-ით არის დატვირთული - Ambassadori Kachreti Golf Resort-ის გენერალური მენეჯერის მოადგილე

02.08.2025.15:22

სასტუმრო 100%-ით არის დატვირთული, - ამის შესახებ განცხადებას სასტუმრო Ambassadori Kachreti Golf Resort-ის გენერალური მენეჯერის მოადგილე ირაკლი იაკობაშვილი აკეთებს. მისი თქმით, სასტუმრო ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მაღალი დატვირთულობით გამოირჩევა და Ambassadori Kachreti Golf Resort-მა ივლისი 100%-იანი დატვირთულობის ჩახურა. არსებული ჯავშნების მიხედვით ანალოგიური ვითარებაა აგვისტოს თვეზე. 

„ზაფხულის ტურისტულ სეზონზე გეტყვით, რომ სასტუმრო ძალიან დატვირთულია არამხოლოდ Weekend-ზე, არამედ კვირის სხვა დღეების განმავლობაში, ყოველდღიურად. ჩვენი დამსვენებლების დაახლოებით 80%-ი არის საქართველოდან, ხოლო 20%-ი არის უცხო ქვეყნებიდან, როგორიც არის ისრაელი, გალფის ქვეყნები, ინდოეთი და ასევე ლატვია, ლიტვა და ასე შემდეგ“, - აცხადებს ირაკლი იაკობაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო Ambassadori Kachreti Golf Resort-ი 9 კატეგორიის 210 სასტუმრო ნომრისგან შედგება. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა