„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
„მაზდა ცენტრი თეგეტამ“, რომელიც იაპონური ბრენდის, Mazda-ს, ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში, გლობალური პარტნიორისგან საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მიიღო. კომპანიამ აღიარება მოიპოვა 2025 წლის განმავლობაში ბრენდის გაყიდვების მკვეთრიზრდისა და ბაზრის გაფართოებაში განსაკუთრებული წვლილისთვის, ასევე გამორჩეული მარკეტინგული კამპანიებისთვის.
კომპანიამ გასულ წელს რეკორდული რაოდენობის, 764, ავტომობილი გაყიდა, რაც 2024 წელს დაფიქსირებულ შედეგთან, 534 ერთეულთან, შედარებით 43%-ზე მეტით გაზრდილი მაჩვენებელია.

ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ დირექტორი: „საქართველოში Mazda-ს ბრენდის რეკორდული გაყიდვების კიდევ ერთხელ დაფიქსირება ჩვენი გუნდის დიდი შრომის, ერთგულებისა და სწორად დასახული სტრატეგიის შედეგია. წარმატების მიღწევაში დაგვეხმარა ისიც, რომ გასულ წელს ბაზარზე ახალი მოდელიც - CX60 Plug-in Hybrid - შემოვიყვანეთ, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა Mazda-ს ფლაგმანი მოდელის, CX5-ის, გაყიდვები. ეს წარმატება არა მხოლოდ გაყიდვების მაჩვენებლებზე აისახა, არამედ ბრენდის პოზიციონირებაზეც. გლობალურ რუკაზე დღეს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ვართ. გვაქვს ამბიცია, რომ აღნიშნულიდინამიკა შევინარჩუნოთ, ახალ სეგმენტებში შევიდეთ და ბაზარზე ჩვენი წილი კიდევ უფრო გავზარდოთ“.
Mazda ბრენდის საუკეთესო დისტრიბუტორებს უკვე 30 წელზე მეტია, ყოველწლიურად აჯილდოებს.ჯილდო ენიჭება იაპონური ბრენდის იმ წარმომადგენლობებს, რომლებიც წლიურ ჭრილში (YOY) გაყიდვების მკვეთრ ზრდას აჩვენებენ და რეალიზაციის კუთხით გამორჩეულ შედეგებს აღწევენ. შერჩევის პროცესში ასევე ფასდება მარკეტინგული აქტივობები და ინიციატივები, რომლებიც ბაზარზე ბრენდის პოზიციონირების გაძლიერებას უწყობს ხელს.
საბა მჭედლიშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ეს ჯილდო ჩვენთვის Mazda-ს მხრიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა. გარდა გაყიდვების ზრდისა, ამ წარმატებაში დიდი წვლილი მარკეტინგული მიმართულებით განხორციელებულმა კამპანიებმაც შეიტანა. განსაკუთრებით გამოვყოფდი კამპანიას ტოჩინოშინის მონაწილეობით , რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ გლობალურად, Mazda-ს მხრიდანაც. ჩვენმა პარტნიორმა ის ერთ-ერთ საუკეთესო მარკეტინგულ აქტივობად დაასახელა. ვფიქრობთ, ეს აღიარება სწორმა სტრატეგიამ და შედეგებზე ორიენტირებულმა მიდგომამ განაპირობა. მიმდინარე წლისთვისაც ვგეგმავთ საინტერესო კამპანიებს, რომლებიც საქართველოში ბრენდის პოზიციონირებას კიდევ უფრო გააძლიერებს“.
„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ აღნიშნული ჯილდო უკვე მეოთხედ მოიპოვა. Mazda-მ ის საუკეთესო დისტრიბუტორებს შორის პირველად 2020 წელს დაასახელა. საუკეთესო დისტრიბუტორებს შორის „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ხშირად დასახელება კომპანიის სტაბილური ზრდისა და ძლიერი ოპერაციული შედეგების დასტურია. მისი წარმომადგენლების განცხადებით, პარტნიორისგან საერთაშორისო აღიარება გუნდისთვის დამატებითი მოტივაციაა, რათა განვითარება და სწრაფი ზრდა მომავალშიც ასეთივე შემართებით განაგრძონ.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და სერვისსაც სთავაზობს.
დღის ტოპ 10 სიახლე
Geosky Airlines-ის რებრენდინგი წარმატებით დასრულდა - ბრენდის ვიზუალური იდენტობის სრული ტრანსფორმაცია
სხვა სიახლეები
თიბისი კონცეპტი - კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
27.02.2026.16:35
ყველაზე მასშტაბური კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერითა და ორგანიზებით, თიბისი კონცეპტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში კულტურის სფეროს გაძლიერებას. მომხმარებლებს კი, შესაძლებლობას აძლევს, პირველები გაეცნონ მსოფლიო თუ ადგილობრივ სიახლეებს ხელოვნებაში, მარტივად დაესწრონ პრესტიჟულ ფესტივალებს, კონცერტებსა თუ გამოფენებს.
უკვე მეორედ, თიბისი კონცეპტი Mastercard-თან ერთად, მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უმზადებს და საშუალებას აძლევს, გაემგზავრონ მსოფლიო კულტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ღონისძიებაზე - კანის კინოფესტივალზე და მონაწილეობა მიიღონ კინემატოგრაფიის წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაში.
2026 წლის 1-31 მარტის ჩათვლით, კონცეპტ Mastercard World Elite-ის ძველი და ახალი ბარათების მფლობელები, რომლებიც შეასრულებენ მინიმუმ 5 გადახდას საერთაშორისო ელ.კომერციაში (ონლაინ შოპინგი ან სხვა ტიპის გადახდები საერთაშორისო პლატფორმებზე) და ჯამურად დააგროვებენ ყველაზე მეტი თანხის მოცულობის ტრანზაქციებს, მოხვდებიან 3 გამარჯვებულს შორის, რომლებსაც გადაეცემათ კანის კინოფესტივალის საგზური.
კინოფესტივალის საგზური მოიცავს:
ავიაბილეთებს
შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად გადადით ბმულზე.
79-ე საერთაშორისო კანის კინოფესტივალი 2026 წლის 12–23 მაისს საფრანგეთში, ქალაქ კანში, Palais des Festivals et des Congrès-ში, გაიმართება. ფესტივალის პროგრამა ტრადიციულად მოიცავს ოფიციალურ საკონკურსო ჩვენებებს, საერთაშორისო პრემიერებს, სპეციალურ სექციებსა და ინდუსტრიულ ღონისძიებებს. განსაკუთრებული ადგილი უკავია წითელი ხალიჩის ცერემონიებს, სადაც კინოსამყაროს ვარსკვლავები და პროფესიონალები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ხვდებიან.
1946 წლიდან ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს წამყვან რეჟისორებს, მსახიობებს, პროდიუსერებსა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მომავალი წლის კინოინდუსტრიის ტენდენციებს. კანის კინოფესტივალის გენერალური სპონსორია Mastercard.