„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მიღება, „მაზდა ცენტრი თეგეტას“მონაწილეობით, სასტუმრო Pullman Tbilisi-ში გაიმართა. ღონისძიება საქართველოსა და იაპონიის ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იშიძუკა ჰიდეკიმ. მიღებას სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და მათ შორის იყო „მაზდა ცენტრი თეგეტა“.
ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ დირექტორი: „ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეები. იაპონელი ხალხის ეროვნული დღესასწაულის ერთობლივად აღნიშვნა კიდევ უფრო აძლიერებს და აღრმავებს ორ ქვეყანას შორის კულტურულ და ეკონომიკურ თანამშრომლობას. ღონისძიებაში ჩვენი მონაწილეობა კი ადასტურებს, რომ „მაზდა ცენტრი თეგეტა“ რეგიონში იაპონური ბრენდის გამორჩეული წარმომადგენელია.
„მაზდა“, როგორც ბრენდი, 100 წელზე მეტია არსებობს და დიდი მემკვიდრეობის მფლობელია. საქართველოში იაპონური ბრენდის ოფიციალური წარმდგენი კი უკვე წლებია სწორედ „მაზდა ცენტრი თეგეტაა“. ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ, საერთაშორისო ინოვაციები ქართული ბაზრისთვისაც ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამ მიზნით სისტემატურად ვნერგავთ სიახლეებს და მომხმარებელს ახალ მოდელებს ვთავაზობთ. მათ შორის არის სწორედ CX90, რომლის გაცნობის შესაძლებლობაც სტუმრებს ღონისძიებაზეც ჰქონდათ“.
რკო
ახალი კოლექცია
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.21:44
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება.
როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.
„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.